• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ლგბტ” ჯგუფები 17 მაისს საჯარო გამოსვლას აღარ გამართავენ

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
,,ლგბტ” ჯგუფები 17 მაისს საჯარო გამოსვლას აღარ  გამართავენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

lgbt

,,ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” 2016 წელს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის, აღნიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

 

,,2016 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობასთან დავგეგმეთ, რის შესახებაც რამდენიმე კვირით ადრე ვაცნობეთ თბილისის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. ეს დღე ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის პრინციპის, თანასწორობის იდეის გამყარებას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის ღირსების პატივისცემას.
საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება. 2012-2013 წლებში რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლების რეალიზება მოქალაქეებმა ვერ შეძლეს. 2015 წლის 17 მაისს თბილისში გაიმართა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამი აქცია (ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაეროს შენობასთან მრგვალ ბაღში, იუსტიციის სამინისტროს წინ და ვაჩნაძის ქუჩაზე), თუმცა, რუსთაველის გამზირი, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე ლგბტ ადამიანების ხილვადობისა და მათი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებისათვის კვლავ შეუღწევადი დარჩა.
წელს ლგბტ აქტივისტებმა გადავწყვიტეთ, რომ 17 მაისის აღნიშვნა უნდა მომხდარიყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ შევხვდით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ მინისტრის მრჩეველს გენდერის საკითხებში და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელს – მოვითხოვეთ ჩვენ მიერ დაგეგმილი საჯარო შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭვაძის გამზირზე; შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა საჯაროდ შეკრების ადგილის სხვა ალტერნატივებიც – პრაქტიკულად, 17 მაისის შეკრების ჩატარება შესაძლებელია თბილისის სხვა ქუჩებში, სკვერებსა თუ ადგილებში, გარდა რუსთაველის გამზირისა. ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს.
ჩვენი აზრით, ხელისუფლება, მიუხედავად არსებული რისკებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. საჯაროდ შეკრების თვისუფლება გულისხმობს შეკრების მონაწილეების მხრიდან შეკრების ადგილისა და დროს თავისუფლად შერჩევას, სხვა შემთხვევაში ეს აღარ იქნება შეკრების თავისუფლება და უფლებების დაცვა.
ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას, მაგრამ უშედეგოდ – ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები.
ზემოაღნიშნულის გამო, იძულებულები ვართ, 2016 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საჯარო შეკრებაზე უარი ვთქვათ და პროტესტის ნიშნად არ დავთანხმდეთ ხელისუფლების შემოთავაზებებს, გავმართოთ აქცია ქალაქის სხვა უბნებში ან ქალაქგარეთ. ვაცხადებთ, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. ჩვენი აზრით, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში არის ძალიან მძიმე და ეს ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ აქტივისტები არ დავთმობთ პრინციპულად მნიშვნელოვან პოზიციებს და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შექმნას ილუზია, თითქოსდა ზრუნავს ყველა ჯგუფისა თუ მოქალაქის საჭროებებზე, მაშინ, როდესაც რეალობა შემდეგნაირია: მოქალაქეთა ერთი ჯგუფის სიცოცხლეს ქალაქის მთავარ გამზირზე გამოჩენის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

17 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს პატრიარქის მიერ 2014 წელს დაწესებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავენ.
ნატალია ჯალაღონია

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ონიშჩენკომ კიდევ ერთი ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქცია დაიწუნა

13 years ago
სამებაში ცეცხლი ლიკვიდირებულია

სამგორის ხის საამქროში 3000 კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა

9 years ago
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 3 202 ადამიანი დაიღუპა, 50 949 კი – გამოჯანმრთელდა

7 years ago
„ნივთიერებათა ავადმოხმარება საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში“-ფსიქოლოგი

„ნივთიერებათა ავადმოხმარება საკმაოდ გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში“-ფსიქოლოგი

7 years ago

ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
ახალი ამბები

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით,...

მეტის ნახვაDetails
„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს 10/24/2026
  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by