• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„დროა, უფრო გლობალურად დავიწყოთ ფიქრი“ – 21 წლის სტუდენტი, რომელმაც საზღვარგარეთ უამრავ პროექტში უკვე მიიღო მონაწილეობა

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„დროა, უფრო გლობალურად დავიწყოთ ფიქრი“ – 21 წლის სტუდენტი, რომელმაც საზღვარგარეთ უამრავ პროექტში უკვე მიიღო მონაწილეობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტია. თითოეული დიდ შრომას დებს იმაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. აკეთებენ ყველაფერს, რათა საკუთარი სიტყვა თქვან. ზოგიერთი ხელოვნებით, ზოგი გამოგონებებით, ზოგი მწერლობით და ა.შ. თითოეულ მათგანს საზოგადოება უნდა იცნობდეს. რუსუდან ზაბახიძე, თსუ-ს სტუდენტია, რომელმაც საკუთარი ნიჭისა და ცოდნის მეშვეობით 21 წლის ასაკში, უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. იმდენად დიდი იყო სურვილი იმისა, რომ მას ესწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების განსახორციელებლად მან დიდძალი შრომა ჩადო საკუთარ თავში. არც თუ, ისე სახარბიელო მატერიალური შესაძლებლობისა და გარემო პირობების მიუხედავად, დღეს ის თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტია. საკუთარი ოცნებების ახდენა კი სკოლის პერიოდიდან დაიწყო.

13220098_1144770925554806_1824848309_nპირველ რიგში, მოკლედ მომიყევით თქვენს შესახებ…

– ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთოერთობების მიმართულების მე-3 კურსზე. ამჟამად ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრით სასწავლებლად ვიმყოფები ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტში, სადაც ევროპის მცოდნეობის მიმართულებით ვიღრმავებ ცოდნას. სწავლის პარალელურად ვცდილობ პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღო, შესაბამისად, საქართველოში და ისევე როგორც სლოვაკეთში, აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივობებში.

აქტიური ადამიანი ხართ, რამდენად გქონდათ საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება სკოლის პერიოდში, რამდენად იყო შესაბამისი გარემოპირობები?

– სამწუხაროდ, ქართულ განათლების სისტემას მრავალი ხარვეზი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არაფორმალური განათლების შესაძლებლობების ნაკლებობაა. ბოლო პერიოდში ჩემი დაკვირვებით, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სკოლა ჯერ კიდევ ვერ წარმოადგენს იმ ადგილს, სადაც მოსწავლეები თვითრეალიზაციას მრავალი კუთხით შეძლებენ. მე პირადად, სკოლაში სწავლის განმავლობაში ძირითადად თეორიულ ცოდნაზე ვიყავი ორიენტირებული, თუმცა ამავე ცოდნის წყალობით ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში მოხვედრამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. მათ შორის იმაზეც, რომ სხვა სოციალური უნარები, გარდა ტექნიკური ცოდნისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. ჩემს სკოლას ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. საბედნიეროდ მყავდნენ ძალიან მოტივირებული მასწავლებლები, ვინც აფასებდა მოსწავლის შრომას და კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად არ იზარებდა მოსწავლეში დამატებითი რესურსის ჩადებას.

რა როლი ითამაშა ოჯახმა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?

– ჩემი ოჯახი ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა. მათ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ. ნდობა, რომელიც ჩემს მშობლებს ჩემს მიმართ აქვთ მეხმარება თამამად ვაკეთო ის საქმე, რომელიც მე თავად მომწონს. მათი დამსახურებით თავიდანვე დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბდი, რაც დღეს ძალიან მეხმარება.

13245985_1145006052197960_234654126_n

თქვენ სწავლობთ თსუ –ის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რატომ ეს პროფესია?

– უკვე მესამე წელია რაც ამ მიმართულებით ვსწავლობ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მინანია პროფესიის არჩევა. ვფიქრობ, ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც თემატურად არ მზღუდავს და ჩემი ინტერესების ფარგლებში მრავალფეროვან შესაძლებლობებს მთავაზობს.

მოკლედ მოგვიყევით იმ პროექტებზე რაზედაც გიმუშავიათ და რომელს გამოარჩევდით?

– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი პროექტის ორგანიზების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანია ორია. პირველი მათგანი საკუთარი ინიციატივით განხორციელებული პროექტია, სახელად „ახალგაზრდები საზოგადოებისათვის“, რომელიც 2015 წელს ახალგაზრდული სერვისის გლობალური დღის ფარგლებში მეგობრებთან ერთად განვახორციელე. როგორც გლობალური ახალგაზრდული საბჭოს წევრი, მეც ჩავერთე მსოფლიო კამპანიაში ამ პროექტით. ეს იყო პირველი მასშტაბური პროექტი, რომლის შექმნაშიც თავიდან ბოლომდე პირადად ვიყავი ჩართული. მივიღე გრანტი, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ჩავატარე ტრენინგი მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, მეორე ეტაპზე კი ეს ახალგაზრდები უშუალოდ წავიყვანეთ სხვადასხვა ადგილას სამოხალისეოდ. ნამდვილად სასიამოვნო ოყო მონაწილეების პირველი მოხალისეობრივი გამოცდილების შემდგომი ემოციების გაზიარება.  მეორე პროექტს რაც შეეხება, ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე პროექტი. სლოვაკეთში, სტაჟირებას ერთ-ერთ ორგანიზაციაში გავდივარ, რომელიც უკვე 11 წელია ყოველწლიურად გლობსეკის უსაფრთხოების ფორუმს მართავს. წელს მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული საორგანიზაციო საქმიანობაში. ნამდვილად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის მსგავსი დონის ღონისძიებაში ჩართვა, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის 6 პრეზიდენტი ესწრებოდა.

13245879_1145006048864627_200454827_n

თქვენი პირველი დიდი წარმატება  “FLEX–ის „ პროგრამაში გამარჯვება იყო, რა მოგცათ 1 წლიანმა გაცვლითმა პროგრამამ, რა შეგიძლიათ თქვათ სწავლაზე ამერიკასა და საქართველოში, რა განსხვავებები და პრიორიტეტები აქვს ორივე ქვეყანას?

– Flex  ჩემთვის არამარტო უშუალოდ ამერიკაში გატარებულ ერთ წელთან, არამედ იმ შესაძლებლობებთანაც ასოცირდება, რაც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამიხსნა. ზედმეტია კონკრეტული უნარების ჩამოთვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ასაკში მშობლებისგან დამოუკიდებლად მრავალკულტურულ გარემოში ცხოვრებამ მეტად ტოლერანტული გამხადა. რაც შეეხება პრიორიტეტებს შორის განხვავებებს, ვფიქრობ, რომ საქართველოში ძირითადად გვეშინია შევცვალოთ უკვე რასებული პრაქტიკა: სკოლას მოსდევს უნივერსიტეტი, ბაკალავრის დიპლომს მაგისტრის და ა.შ ამერიკელებს კი არსად ეჩქარებათ, თამამად იღებენ პაუზას პიროვნული ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ უნივერსიტეტებში შუა ხნის ასაკის სტუდენტებსაც ძალიან ხშირად შეხვდებით.  პრიორიტეტულ პროფესიებს შორისაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს განათლების სისტემა საკმაოდ მდიდარ თეორიულ ცოდნას იძლევა, რისი ნაკლებობაც ამერიკულ სკოლებში ნამდვილად შეიმჩნევა.

382173_361108483990575_386502038_nარაერთ გაცვლით პროგრამაში მიგიღიათ მონაწილეობა, თქვენი აზრით, რა არის გაცვლითი პროგრამების პრიორიტეეტები?

– პირველ რიგში გაცვლით პროგრამებს ის დიდი უპირატესობა აქვთ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან ბევრი სიახლე შემოაქვთ. გარემოს შეცვლა ყოველთვის დადებითად აისახება ნებისმიერ ადამიანზე. ამ პროგრამების წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ ვიცნობ ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებთან ურთიერთობამაც რიგი საკითხები განსხვავებული კუთხით მაჩვენა. ასევე გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ყოველთვის ვცდილობ ის საგნები გავიარო, რომლის სწავლის საშუალებაც საქართველოში არ მექნებოდა. ამიტომ ასეთი პროგრამების მთავარი მიზანი სწორედ კულტურათშორისო გაცვლა და ახალი ცოდნის მიღებაა.

არაერთ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, გარდა ცოდნისა, რას აძლევს ახალგაზრდას მსოფლიოს ნახვა?

– თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, საგანმანათლებლო მიზნით გავემგზავგრე. თითოეულმა ამ პროექტმა საშუალება მომცა შევხვედროდი თანამოაზრეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებთან  საუბარიც ყოველთვის მმატებს ახალ ცოდნას ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. ამიტომ, ჩემთვის მოგზაურობა ასოცირდება ახალ საინტერესო ადამიანებთან. ასევე ამ დროს ყველაზე მეტად მიმარტივდება საქართველოში არსებული პრობლემების დანახვა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად შორიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დანახვაც ძალიან ადვილია, ეს გრძნობა კი ყველაზე სასიამოვნოა.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად, როცა ტოვებთ საქართველოს?

– ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღით, ან მაქსიმუმ ერთი კვირით მიწევს ხოლმე გამგზავრება. ამიტომ ამ მოკლე პერიოდში რთულია რაიმე ისეთი გამოვყო რაც განსაკუთრებულად მენატრება. თუმცა გაცვლითი პროგრამების დროს უფრო ვიტყოდი  თუ ვინ მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემოში თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ, დიდი ხნით წასვლის შემთხვევაში ოჯახი და ქართველი მეგობრები ყოველთვის მენატრებიან.

535129_728882627213157_8957009903949883765_n

იცხოვრე ამერიკულ ოჯახში, ცხოვრობთ ევროპაში, გყავს სხვადასხვა ეროვნების დააღმსარებლობის მეგობრები, თქვენი აზრით, დასავლური ღირებულებები საშიშია ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ინდივიდუალისმისათვის?

– რა თქმა უნდა, არა! მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ქართული ღირებულებები სწორედაც რომ თანხვედრაშია დასავლურ ღირებულებებთან. საუბარი მაქვს ნამდვილ ღირებულებებზე და არა თავს მოხვეულ ზოგიერთ ქართულ მახასიათებელზე, რომელსაც ჯიუტად გვაჯერებენ, რომ ჩვენი იდენტობის ნაწილია. ვფიქრობ, დროა, უფრო გლობალურად დავიწყოთ ფიქრი. ამის შემდეგ მივხვდებით, რომ გეოგრაფიულ მდებარეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი ერთი მიზნისკენ ისწრაფვის და ერთს მოითხოვს ცხოვრებისგან. ეს პირველ რიგში მშვიდობიან გარემოში ცხოვრებაა, რაც შეუძლებელია სხვების განსხვავებულობაზე წამდაუწუმ მითითების შემთხვევაში.

აპირებთ თუ არა თქვენი კარიერის საქართველოში გაგრძელებას, მოკლედ გვითხარით თქვენს სამომავლო გეგმებზე….

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესია უცხოეთში ცხოვრებისა და მუშაობის საკმაოდ ბევრ მომხიბვლელ შესაძლებლობას იძლევა, ჩემი საქმიანობა მაინც ყოველთვის საქართველოსთან იქნება დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ, გეგმები ძალიან სწრაფად მეცვლება, ამიტომ ვცდილობ მხოლოდ ახლო პერიოდით შემოვიფარგლო ხოლმე. უნივერსიტეტის დამთავრებამდე წინ კიდევ ერთი წელი მაქვს, შემდეგ კი იმედი მაქვს შევძლებ პროფესიული გამოცდილების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

მარიამ ფანჩულიძე

ShareTweet

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026
ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა
ახალი ამბები

ავარია კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა ავტომობილს შეეჯახა

10/01/2026

საინტერესო

ჯონ კერიმ პაკისტანის პრემიერს უმასპინძლა

13 years ago
18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

18-19 მაისს საქართველოს ავსტრიის პრეზიდენტი ეწვევა

11 years ago
პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა

11 years ago
“ჩემთვის, მთავარი გახლავთ სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, ის უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად”

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by