• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომუნიკაციების კომისიამ და შპს „კონსტრუქციამ“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
კომისიამ „ბილაინს” სანქცია დააკისრა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეროვნული კომისისსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „კონსტრუქციას“ შორის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შავნაბადას სტაციონარული სადგურის კოშკურა ანძის მშენებლობის თაობაზე ხელი მოეწერა.

როგორც ”თბილისი თაიმსს” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, კომისიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და მისი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური გადანაწილება.

”რადიოსიხშირული სპექტრის ინტენსივობის მაღალი დონისა და სიხშირული სპექტრის რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ქვეყანაში მზარდი მოთხოვნილებების (ციფრული მაუწყებლობა, მობილური კავშირგაბმულობის მე-4 თაობის სისტემები და სხვა), ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ერთიანი სისტემა, რაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას დედაქალაქის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სპეციალური სტაციონარული სადგურების მეშვეობით, სადაც ინსტალირებული იქნება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციური სისტემები”, – აცხადებენ კომუნიკაციებში.

2015 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასა და საერთაშორისო ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ამერიკულ კომპანია TCI International,Inc.-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შედგება 4 დამოუკიდებელი ეტაპისაგან, ამერიკულმა მხარე უზრუნველეყოფს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის (GSMS) მოწოდების, აღნიშნული სისტემის ინსტალაციის პროცესისა და ექსპლუატაციაში გაშვების ტექნიკურ ზედამხედველობას, აგრეთვე ადგილობრივი პერსონალისათვის „ტრენინგების“ ჩატარების ორგანიზებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე უკვე შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების პირველი ფაზა, დაინსტალირდა და ექსპლუატაციაში გაეშვა სტაციონარული მონიტორინგისა და საპელენგაციო სისტემა (RFMS) ქ. თბილისში, ძეგვის მთაზე მდებარე კომისიის კუთვნილ სტაციონარულ სადგურზე.

ხელშეკრულების მეორე ეტაპი (მობილური მონიტორინგის სადგურის MMS დაგეგმარება, მოწოდება და ინსტალაცია) გულისხმობს მონიტორინგის სისტემის სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებას, რომლის მეშვეობითაც მობილური ჯგუფები პერიოდულად განახორციელებენ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგს სხვადასხვა გეორგაფიულ წერტილში. აღნიშნული მობილური მონიტორინგის სადგურების (MMS) სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება, ტექნიკური მომსახურება და ქარხნული შემოწმება განხორციელდება ლიტვის რესპუბლიკაში, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე.

მესამე ფაზით გათვალისწინებულია იმ სტაციონარული საპელენგაციო პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება, რათა მონიტორინგის მართვის ცენტრის (MCC) მეშვეობით განხორციელდეს არსებული ფიქსირებული და დისტანციური სადგურების მართვა. აღნიშნული სისტემის ინსტალირება უნდა განხორციელდეს შავნაბადას რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარულ სადგურზე, სადაც ამჟამად შესრულებულია სადგურის ინფრასტრუქტურის გეგმით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოთა მნიშვნელოვანი ნაწილი და იწყება დამამთავრებელი ეტაპი, რომელიც დასრულდება მონიტორინგის სისტემის 60 მ. სიმაღლის კოშკურა ანძის მშენებლობით.

პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ზემოხსენებულ კომპონენტს გავლილი აქვს სათანადო შემოწმება აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე მომწოდებლის ქარხანაში და სრულად შეესაბამება საერთაშორისო პარამეტრებით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებსა და მახასიათებლებს, რაც დადასტურებულია (FAC) სპეციალური ქარხნული მოწმობით. აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდების თითოეულ ეტაპზე ამერიკული მხარე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კომისიის 5-მდე სპეციალისტის „ტრენინგის“ ჩატარების ორგანიზება ქ. თბილისში, შესაბამისი ტექნიკური საშუალებების (აპარატურის) სათანადო ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებზე.

მეოთხე, დამამთავრებელი ეტაპზე ასევე განხორციელდება სტაციონარული საპელენგაციო პროგრამული უზრუნველყოფის მოწოდება, რათა მონიტორინგის მართვის ცენტრის (MCC) მეშვეობით განხორციელდეს არსებული ფიქსირებული და დისტანციური სადგურების მართვა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება სამომავლოდ განხორციელდება სავარაუდოდ ლისის ტბის აღმოსავლეთით მდებარე ქედზე, სადაც კომისიას გადაწყვეტილი აქვს რიგით მესამე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურის მშენებლობა, რის თაობაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება ქ. თბილის

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

გამყრელიძე: “დაგვჭირდება ბუსტერ, ანუ მესამე დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ”

გამყრელიძე: “დაგვჭირდება ბუსტერ, ანუ მესამე დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ”

5 years ago

ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

10 years ago
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

3 years ago
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

8 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by