• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის ჯუმა მეჩეთი – ადგილი, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ

10 years ago
in რელიგია
A A
თბილისის ჯუმა მეჩეთი – ადგილი, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ლოცულობენ
36
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძველი თბილისს, რომელიც კარგად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობას განსაკუთრებულ იერს სძენს მუსლიმთა სალოცავი. აგურით ნაშენი მეჩეთი,  ნარიყალას ძირში, ახლანდელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოში, დამრეც ფერდობზე დგას. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთური და ისლამური ელემენტები. კარიბჭეზე რვაწახნაგა მინარეთია აღმართული.

მეჩეთი

ისტორიული წყაროების მიხედვით 1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. მან დღევანდელი სახე 1864 წელს მიიღო.  თბილისის ჯუმა-მეჩეთი  ერთადერთია მსოფლიოში, სადაც 150 წელზე მეტია ორი მოძმე მიმდინარეობა შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთად ასრულებენ ლოცვებს.  გარდა ამ გამორჩეულობისა  მას აქვს ორი მეჰრაბი, ადგილი, სადაც იმამი-წინამძღვარი დგას და აღასრულებს ლოცვას. თბილისის ჯუმა მეჩეთი საბჭოთა კავშირის დროსაც მოქმედი იყო. ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ყაზანის თათრები დადიოდნენ.

დღესდღეობით მეჩეთში პარასკევის ტრადიციულ (ჯუმის) ლოცვას ასობით უცხოელი მუსლიმები ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად ასრულებენ. მეჩეთში, ასევე სრულდება ბაირამის სადღესასწაულო ლოცვები, აღინიშნება ყველა რელიგიური დღესასწაული და მნიშვნელოვანი დღეები, ასევე მუჰარრემის თვეში ქერბელას შაჰიდების საპატივცემულოდ სამგლოვიარო რიტუალები სრულდება.

თბილისის ჯუმა-მეჩეთის აგების ისტორიაზე, გამორჩეულობაზე, იმ წესებზე და ვალედებულებებზე, რომელთა შესრულება სავალდებულოა მეჩეთში ლოცვისას  ორივე  მოძმე მუსლიმური მიმდინარეობისთვის The Tbilisi Times აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი იასინ ალიევი ესაუბრა:

12166473_876775285752863_354803775_nგვიამბეთ თბილისის ჯუმა მეჩეთის აგების ისტორია. რა წინააღმდეგობების გადალახვა გახდა საჭირო, რომ მას დღევადელი სახე მიეღო?

– არსებული თბილისის ჯუმა-მეჩეთის ადგილას გვერდი-გვერდ იყო ორი მეჩეთი. 1811 წელს დაიწყეს ორი მეჩეთის გაერთიანება.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1811 წელს თბილისში მცხოვრებმა ადგილობრივმა მუსლიმებმა თავიანთი ფინანსური რესურსებით დაიწყეს ორი მეჩეთის რეკონსტრუქცია და ეს პროცესი გაგრძელდა 1864 წლამდე. 1864 წელს უკვე რეკონსტრუქტირებული და გაფართოებული მეჩეთი გაიხსნა.

როდის ჩატრდა პირევლი ერთობლივი ლოცვა და რით გამოირჩევა თბილისის ჯუმა-მეჩეთი გარდა იმისა, რომ აქ სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ? როგორია მისი არქიტექტურა, ინტერიერი?

– თბილისის ჯუმა მეჩეთის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ის არის, რომ 1952 წლიდან აღნიშნულ მეჩეთში ორი მოძმე მუსლიმური დენომინაცია ერთად აღავლენენ ლოცვებს, ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს და აღნიშნავენ დღესასწაულებს. ასევე თბილისის ჯუმა მეჩეთი იმით გამოირჩევა, რომ აქვს ორი მეჰრაბი (მეჰრაბი არის ადგილი სადაც იმამი-წინამძღვარი დგას და აღასრულებს ლოცვას), ანალოგიური შემთხვევა მსოფლიოს არცერთ მეჩეთში არ არის. რაც შეეხება მეჩეთის არქიტექტურას, ის უფრო წააგავს კავკასიურ მეჩეთების არქიტექტურას.

ოფიუციალურად შიიტი მუსლიების საკუთრებაა ჯუმა-მეჩეთი თუ სუნიტი მუსლიმების და  რის ფონზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება თქვენი ერთობლივი ლოცვისა?

– ამ ეტაპზე თბილისის ჯუმა მეჩეთი არის ცნობილი, როგორც ყველა მუსლიმის ცენტრალურ მეჩეთად, არც ერთი დენომინაციის მიმდევარი არ ისაკუთრებს, მაგრამ აღსანიშნავია, ის რომ საფუძველი სუნიტებმა ჩაუყარეს და 1952 წლამდე სუნიტები იყენებდნენ სალოცავად.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1952 წლამდე შიიტური დენომინაციის მრევლს დღევანდელ მეტეხის ხიდთან ჰქონდათ შიიტური მეჩეთი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია მათი სალოცავი შიიტმა მუსლიმებმა გადაინაცვლეს სუნიტებთან თბილისის ჯუმა მეჩეთში. სუნიტმა მუსლიმმა ძმებმა პატივისცემით მიიღეს ისინი და დღემდე ძმურად თანაცხოვრობენ და ლოცულობენ.

– თქვენ შორის არსებული რელიგიური წინააღმდეგობებისა, სწავლებითი განსხვავებულობისა როგორ ახერხებთ ერთობლივ ლოცვას? არსებობს თუ არა განსაზღვრული პროტოკოლი, გარკვეული წესები და ვალედებულებები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ორივე მხარისთვის მეჩეთში ლოცვის დროს?

მადლობა გამჩენს ჩვენ გვაერთიანებს ერთი ღმერთი, ერთი მოციქული, ერთი წმინდა წიგნი ყურანი, ასე რომ მცირე სარიტუალო აღსრულების სხვაობის გამო ჩვენს შორის არასდროს აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობა არ მოხდება. ჩვენს შორის არანაირი პროტოკოლი და განრიგი არ არსებობს, ლოცვის დროს ყველა აღასრულებს ღმერთის წინაშე საკუთარ სავალდებულო ლოცვებს.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share14Tweet9

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

“ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი”

“ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ ივანიშვილს ახალი ფორმატი”

10 years ago
კომისიამ „ბილაინს” სანქცია დააკისრა

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიის წევრი გახდა

10 years ago
მაისში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 9.9 მლრდ ლარი შეადგინა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა

10 years ago
შვილიშვილმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – ბრალდებული თბილისში დააკავეს

შვილიშვილმა 150 ათას დოლარად ბებიის მკვლელობა დაუკვეთა – ბრალდებული თბილისში დააკავეს

3 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by