• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 1102-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

10 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანელიძექ. ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს მუდმივ საბჭოს.

თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთო-სთან და მის ავტონომიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალაზრისით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ხაზი გაუსვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზე ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო ივლისში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე ელოდება პრაქტიკულ და პოლიტიკურ შედეგებს.

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საოკუპაციო ხაზისგასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესზე. თავის გამოსვლაში, მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებები“ და აღნიშნული ქმედებები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებად შეაფასა. მუდმივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ და აღნიშნული პროცესი უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპანტ ძალას.  აქვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვასაქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას  საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საპასუხო განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის (28 ქვეყნის სახელით, რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა), აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, ნორვეგიის, კანადის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის,  ავღანეთის,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა.

გამომსვლელებმა თავის საპასუხო განცხადებებში დააფიქსირეს  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერა, მათ მიერ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში.  ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის ფაქტი, უკანონოდ შეაფასეს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე და მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. დელეგაციები გამოეხმაურნენ 19 მაისს გალში მომხდარ მკვლელობის ფაქტს და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და   გამოხატეს სრული მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმართ.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომლის გამოსვლაც რუსეთის ფედერაციისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ რიტორიკას ეფუძნებოდა.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ზემოხსენებულმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში რუსეთის ფედერაცია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ნუ ამბობთ, რომ სკოლები დაკეტილია… სწავლა მიმდინარეობს – ამირან გამყრელიძე

წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას: გამყრელიძე

5 years ago
ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

ბელგიური მედია: ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი ლიკვიდირებულია

3 years ago
„არ გამოვრიცხავ, რომ ერთ თვეში ჩვენ დავბრუნდეთ“ – სანდრო ვეფხვაძე

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთ თვეში ჩვენ დავბრუნდეთ“ – სანდრო ვეფხვაძე

10 years ago
კახა კალაძე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

კახა კალაძე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

8 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by