გაერთიანდება თუ არა პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ „ახალი მემარჯვენეების“, „ახალი საქართველოს“ და „გირჩის“ ბლოკთან, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ აღნიშნული ბლოკის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.













