• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასტუმრო „როიალ ბატონის“ მშენებლობისთვის 2,3 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ სასტუმრო „როიალ ბატონი“ გაიხსნა, რომელიც “საპარტნიორო ფონდის” და კომპანია „ვინივერია ჯგუფის“ ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.

თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მაღალი პოტენციალის ტურისტულ ზონაში განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 2,3 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია დაესწრნენ.

სასტუმრო 31 ნომრისგან შედგება. მათ შორისაა 4 ლუქსის ტიპის და 27 სტანდარტული ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს (150 პერსონაზე), 20 მეტრის სიგრძის ღია აუზს, „დუპლექსის“ ტიპის სიგარა ოთახს, ღია ვერანდებს და ღვინის მარანს. სასტუმროში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კონკურსის წესით, „ვინივერია ჯგუფმა“ ადგილობრივი მოსახლეობისგან შეარჩია. სასტუმრო ორგანულად ეწერება ადგილობრივ ლანდშაპში და ყვარლის ტბის მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

სასტუმრო „როიალ ბატონი“ რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით დასრულდა. 2013 წლის აპრილში ახალციხეში ფუნქციონირება დაიწყო 38-ნომრიანმა სასტუმრომ. ახალციხეში, ციხე რაბათის მიმდებარედ განთავსებული სასტუმრო „ჯინო ველნესის“ პროექტი საპარტნიორო ფონდმა 2,4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის კონვერტირებადი სესხით დააფინანსა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფორმაციით ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობს. კერძოდ, ესენია: ხუთვარსკვლავიანი „რიქსოსის“ სასტუმრო ლიკანში (სპა–კურორტი), რომლის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 38 მლნ აშშ დოლარია და ასევე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონი“ წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით.

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „როიალ ბატონის“ მსგავსი ობიექტების სიმრავლე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. „წლის დასაწყისიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 25%–ით არის გაზრდილი, რაც ზრდის კარგი მაჩვენებელია. ასეთ ნაკადს რომ მომზადებული შევხვდეთ, თანამედროვედ ინფრასტრუქტურირებული ტურისტული ობიექტების სიმრავლე იქნება აუცილებელი. მივესალმებით და ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ საპარტნიორო ფონდის მისიას, რომელიც საწყის წამახალისებელ ინვესტიციებს ახორციელებს კერძო სექტორის ინიციატივების ხელშესაწყობად“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურაა. „ჩვენი მიდგომაა ხელი შევუწყოთ იმ პროექტებს, რომლებიც რეგიონებში ხორციელდება და მაღალი ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. სასტუმრო „როიალ ბატონი“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ითანამშრომლოს სახელმწიფომ და კერძო სექტორმა. ვფიქრობ, ყველა ეს პროექტი, სასტუმროები ახალციხეში, ყვარელში, წინანდალსა და ლიკანში, სწორედ ასეთი პოტენციალით ხასიათდებიან. ფონდის საინვესტიციო პრინციპია პროექტების დაფინანსება, მათი დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება და შემდგომ პროექტიდან გამოსვლა. ასეთი პრეცედენტი უკვე გვაქს, აქ, ყვარელში და ახალციხის „ჯინო ველნესის“ სასტუმროში, სადაც უცხოელმა ინვესტორმა, კერძოდ, სლოვაკეთის ექსპორტ–იმპორტის ბანკმა ჩაგვანაცვლა. თავის დროზე, როდესაც ბიზნეს–სექტორთან ერთად შევარჩევთ მისაღებ და საიმედო ინვესტორს, ასევე მოხდება წინანდლისა თუ ლიკანის სასტუმროებთან მიმართებაში. ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს იმ ფაქტორს, გახდება თუ არა განხორციელებული ინვესტიცია რეგიონში ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების ბიძგის მიმცემი. ვფიქრობ, ამ კუთხითაც 4–ვე პროექტი სწორად და მართებულადაა შერჩეული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

31.07.13

Tags: 3 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯასასტუმრო „როიალ ბატონის“ მშენებლობისთვის 2
Share1Tweet1

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “პირადად მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”

12 years ago
აშშ-ის მთავრობა საქართველოში მყოფი შშმ პირებისთვი 4.95 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის მთავრობა საქართველოში მყოფი შშმ პირებისთვი 4.95 მილიონ დოლარს გამოყოფს

11 years ago
საქართველო 70-ე ადგილზეა მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში

საქართველო 70-ე ადგილზეა მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში

9 years ago
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

9 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by