• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე საქმიანობის გაგრძელებას ახალი პოლიტიკით აპირებს

13 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

892306_590839437610246_1358362870_o

 
12 ივნისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. სტუდენტების გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი ნოდარ ვაწაძე გახდა. ის მაშინვე დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით მოეკიდა თავის საქმეს, შეიტანა გარკვეული ცვლილებები და უკვე რამდენიმე პროექტიც განახორციელა. Ttimes.ge-მ გადაწყვიტა არჩევნების, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პირადად მას გასაუბრებოდა.

 

 

ნოდარ, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გახდით ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი?

 _ 2011 წელს ჩავაბარე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ეკონომიკის მიმართულებით. პირველივე წელს აქტიურად ჩავერთე საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. მეორე კურსის ბოლოს ჩატარდა ახალი არჩევნები, სადაც ჯერ ჩემს ფაკულტეტზე ვიყარე კენჭი და ხმათა უმრავლესობით გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი. შემდგომ სტუდენტების მიერ შერჩეული ოცკაციანი გუნდის მიერ ამირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად.

რამდენად საპასუხისმგებლო თანამდებობაა თქვენთვის პრეზიდენტობა და რა შეცვალა ამ მოვლენამ თქვენს ცხოვრებაში?

1064234_536233143091162_1847901986_o

 _ ზოგადად ყველა საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდები და არც ესაა გამონაკლისი. ძალიან მინდა ადამიანების ნდობა გავამართლო და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. თავიდანვე ვაცნობიერებდი რომ რთულ და შრომატევად საქმეს ვიყავი შეჭიდებული, მაგრამ ჩემი მეგობრები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გამუდმებით მამხნევებდნენ, ვგრძნობდი მათ თანადგომას, რაც დღესაც მეტ ენთუზიაზმს მმატებს, რომ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობები. ვთვლი, რომ წარმატებით გავართმევ თავს ამ საქმეს, რადგან მოტივირებული ვარ და მყავს კარგი გუნდი. რაც შეეხება ცვლილებებს, შემიძლია ვთქვა რომ, უფრო მეტად წინდახედული და დაფიქრებული გავხდი, რადგან მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვიდრე აქამდე, თავისუფალი დროის მხრივაც შეიცვალა მდგომარეობა, ახლა ერთმანეთს უნდა შევუთავსო სწავლა და უამრავი საქმე, ასევე სხვადასხვა პროექტი თუ კონფერენცია. თუმცა პიროვნულად ისევ ისეთი ვარ , ხიბლში არ ჩავვარდნილვარ, ყოველ შემთხვევაში აქამდე (იცინის).

რა პროექტები განხორციელდა თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში და როგორია ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება?

971746_184563318375668_62086412_n

 _ დიდი ხანი არაა, რაც ეს თანამდებობა ჩავიბარე, თუმცა გამოვარჩევ რამდენიმე პროექტს, რაც უკვე მოვასწარით. პირველ რიგში, ეს იყო დაუვიწყარი ,,გამოსაშვები საღამოს” მოწყობა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. სულ ახლახანს ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან“ ერთად ვიყავით ლორე-ტაშირის ექპედიციაზე. მოვილოცეთ ძველი ქართული ტაძრები: ახტალა და ქობაერი. ძალიან ამაღელვებელი იყო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და წინაპართა საფლავების ხილვა. გულდასაწყვეტია, რომ ამ საფლავებს აღარავინ პატრონობს… რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, ადამიანები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კლუბსა თუ ღონისძიებაში.

რა პრობლემებს ხედავთ და რომელ სფეროზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 _ ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული სტუდენტის ინტერესთა სფერო, ასევე თვითონ მოდიან ხოლმე ინიციატივებით, შენიშვნებითა თუ რჩევებით. მათი ჩართულობის ხარისხი მაღალია, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება პრობლემების დანახვასა და მათ გადაჭრაში, ასევე სიახლეების დანერგვაში. კონკრეტულ სფეროს ვერ გამოვყოფ, რადგან მიმაჩნია, რომ არსებულმა ჯგუფებმა (განათლებისა და მეცნიერების, სპორტის, ლაშქრობებისა და ექსკურსიების, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კლუბები) თანაბარად კარგად უნდა გაართვან თავი თავიანთ მოვალეობებს და ინტენსიურად დაგეგმონ და მოაწყონ ღონისძიება კონკრეტულად თავიანთ სფეროში.

როგორც ვიცი, საქმიანი ვიზიტით მოლდოვაში ბრძანდებოდით. თუ შეიძლება ამ ვიზიტის თაობაზე რომ გვესაუბროთ. რასთან დაკავშირებით იყო და რა ინფორმაციით დაბრუნდით?

  _ 17 მაისს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ-კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტური რეგიონების პრობლემებში ახალგაზრდობის ჩართულობას, მათი პოზიციის დაფიქსირებასა და პრობლემათა გადაჭრის გზების ერთობლივ ძიებას, ქართული უნივერსიტეტის სახელით მივიღე მონაწილეობა. ასევე წარმოდგენილი იყო ჩვენი უნივერსიტეტის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება.

Capture1 კონფერენციის მეორე ტურში შეარჩიეს 8 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გაგვაგზავნეს მოლდოვაში, ქალაქ _ კიშინიოვში, რათა გავცნობოდით იქ არსებულ მსგავსი თემატიკის პრობლემას და მოგვესმინა ის გამოცდილება, რაც მოლდოვამ მიიღო დნესტრისპირეთის კონფლიქტის დროს. ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდა. ყოველ დღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან, რომელთაგანაც მოვისმინეთ მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის ისტორია. ჩვენ შევხვდით დაპირისპირებულთა ორივე მხარეს, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. მათ შორის კონფლიქტი ისე მიმდინარეობს, რომ ომი არ ჰქონიათ. მრავალი საინტერესო ფაქტი გავიგე მათი ისტორიიდან და კიდევ უფრო დავინტერესდი მოვლენების ღრმა ანალიზით. თბილისში რომ დავბრუნდი მეტი ინფორმაციის მოძიების სურვილი გამიჩნდა. ზოგადად ძალიან ემოციური იყო ყველაფერი და პირადად მე დიდი გამოცდილება მივიღე. ასევე მეტი სტიმული მაქვს იმისთვის, რომ სხვა ახალ-ახალ პროექტებსა და კონფერენციებში მივიღო მონაწილეობა.

 რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ ახალი სასწავლო წლიდან ?

189209_172317716149375_2508311_n

_ სტუდენტური თვითმმართველობა დაყოფილია სამუშაო ჯგუფებად. თითოეულ მათგანს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც ცდილობს აქტიურად ჩართოს სტუდენტები და დაეხმაროს მათ თავისი ნიჭისა და უნარის გამოვლენაში. დაარსდა საზოგადოებასთან ურთიერთობის კლუბი, რომელის ერთ-ერთი ფუნქციაა სტუდენტების დაკავშ   ირება ჩვენთან. ორიენტირებულები ვართ, რომ ინტელექტუალური, კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები თანაბარი დოზით მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს. სტუდენტებს ვურჩევდი, რომ აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში, გამოხატონ თავიანთი შენიშვნები თუ მოსაზრებები, შემოვიდნენ ინიციატივებით და მოკლედ არ მოგვცენ დასვენების საშუალება (იცინის). ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები და საინტერესო ღონისძიებები თუ პროექტები შევთავაზოთ.

თქვენ როგორც სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე როგორ ფიქრობთ, როგორია სტუდენტური ცხოვრება საქართველოში, რას შეცვლიდით, რაზე არის გასამახვილებელი ყურადღება და თქვენ როგორ აპირებთ ამაში თქვენი წვლილი შეიტანოთ?

 _ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სტუდენტური ცხოვრება პასიურია. ეს რომ ასე არაა, ამის დასტურად „სტუდენტური დღეების“ არსებობაც გამოგვადგება. ეს შესანიშნავი პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად სხვადასხვა უნივერსიტეტის უამრავი სტუდენტი ერთვება ერთი საერთო მიზნით. ( ასეთი, როგორც მოგეხსენებათ, წელს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.) მე ვფიქრობ, რომ სტუდენტობა – ეს მართლაც დიდი ძალაა, რომელსაც ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევაც შეუძლია. სტუდენტობა შეიძლება ჩართული იყოს სახელმწიფოებრივი დონის საქმეებშიც კი. მე, როგორც ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაკეთდეს მეტი ქართული საქმე. კონკრეტულ პროექტებზე საუბარი ჯერჯერობით არ მსურს, თუმცა მე და ჩემი გუნდი ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს არამარტო სტუდენტების კეთილდღეობისაკენ მიმართული, არამედ ქვეყნისა და ქართველი ხალხისათვის გამოსადეგი. სასურველია, რომ თითოეული უნივერსიტეტის თვითმმართველობის საქმიანობა გასცდეს თავისი უნივერსიტეტის ფარგლებს და ჩვენ ყველას გვქონდეს მჭიდრო კავშირი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად.

დიდი მადლობა ნოდარ, საინტერესო საუბრისთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს.

_ მადლობა კეთილი სურვილებისთვის. ვეცდები, ჩემს გუნდთან ერთად გავამართლო იმ ადამიანთა იმედი, ვინც ჩვენდამი ნდობა და თანადგომა გამოხატა.

Tags: თვითმმართველობის პრეზიდენტიქართული უნივერსიტეტი
ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

7 years ago
რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით დახმარებას სთავაზობს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით დახმარებას სთავაზობს

11 years ago
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 26 წელი გავიდა

8 years ago
რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

გიორგი გახარია – არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

6 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by