• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შტაინმაიერიგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. საქართველოს  საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაზე, მოწვეულ სტუმრებს შორის იყო გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესს და თანამშრომლობას მთელი გულით უჭერს მხარს.  ვალტერ შტაინმაიერი მიიჩნევს, რომსაქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა დავალება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში. მე მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სურთ, მას შემდეგ რაც ის სავალდებულო ნაბიჯები, რასაც ევროკავშირი საქართველოდან ელოდა, საქართველომ შეასრულა. მე მტკიცედ მჯერა და ამას ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ ამ საკითხების გადაწყვეტა შეგვიძლია და ჩვენი ორივე ქვეყნის ხალხისთვის სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ მანამდე ვფიქრობ, რომ საჭიროა ჩვენი სიმტკიცე, გულმოდგინე შრომა და ერთად დადგომა. ამის გამოხატულებაა ბოლო 2-3 კვირის ჩვენი ინტენსიური დიალოგი, რაც თავის მხრივ ჩვენი ახლო, კონსტრუქციული ურთიერთბების გაგრძელებაა და მიზნად ისახავს არსებული საკითხების გადაჭრის გზების პოვნას. გერმანიისა და საქართველოს ერთად დგომის გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ დღეს ერთად ვზეიმობთ საქართველოს ნაციონალურ დღესასწაულს,”-აღნიშნა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25-ე წლისთავზე, ევროპასთან დაახლოების კუთხით, საქართველომ შეძლო და განახორციელა ძალიან ამბიციური რეფორმები.

“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ იამაყონ, არა მხოლოდ  დამოუკიდებლობით, არამედ ქართულ ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ასევე იმ შედეგით, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის თავზე ევროპასთან დაახლოებისა და თანამშრომლობის კუთხით იქნა მიღწეული, და ასევე ძალიან ამბიციური შიდა რეფორმებით რომელიც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, მინდა გითხრათ, რომ გერმანია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესსა და თანამშრომლობას მომავალშიც მთელი გულით დაუჭერს მხარს. ისევე როგორც, და ჩვენ ამაზე დღეს შეხვედრის დროსაც ვისაუბრეთ, რასაკვირველია მხარს ვუჭერთ არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რასაკვირველია დღევანდელი შეხვედრის დროს ჩვენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონფლიქტებზეც ვისაუბრეთ,”-განმარტა ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალიან მყარ ფუნდამენტზე დგას, რაც აუცილებელია იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დგას ორივე ქვეყანა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის. მანვე ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

“გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. უფრო მეტიც, გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საელჩო გახსნა თბილისში 1992 წლის აპრილში და ეს მისია შეასრულა გერმანიის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა, რომელმაც დახმარება გაუწია ახლად შობილ სახელმწიფოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმაში სახელმწიფოებრიობის გზაზე. მას შემდეგ გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და, რაც მთავარია, ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამისთვის. გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ფუნდამენტურია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელებას,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბერლინში გამართულ საზეიმო მიღებას  დიპლომატები, ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

უძილობა ტვინს 4 წლით აბერებს – კვლევა

უძილობა ტვინს 4 წლით აბერებს – კვლევა

7 months ago
ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

8 years ago
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება საჭირო იყოს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება საჭირო იყოს

5 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

კომისიამ „შპს „TECHMOMAX LLP“ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის მეორედ დააჯარიმა

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by