• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!

7 years ago
in საზოგადოება
A A
ცილისწამების კანონი- სამართლებრივად შეფუთული კრიტიკული აზრის შეზღუდვა ?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სოციალური ქსელი დიდი შეუზღუდავი სივრცეა, რომელიც „გადაჭარბებული„ თავისუფლების გამო ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის არსებული მყიფე დილემები კი სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება.

რა არის ცილისწამება და როგორ განმარტავს მას ქართული კანონმდებლობა ?

საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ„ ვკითხულობთ – ცილისწამება  ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

2004 წლიდან მოყოლებული საქართველოში ის დანაშაულს აღარ წარმოადგენს. კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს საჯარო და კერძო პირს და ცილისწამებას თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულად აწესრიგებს. ცილისწამება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლებშია მოწესრიგებული.

ბოლო პერიოდში გააქტიურდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ცილისწამება, როგორც დანაშაულებრივი ქმედება, ცალკე იქნება კვალიფიცირებული კანონით ცილისწამების შესახებ. ამაზე განცხადება საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა თავის პირველივე პრესკონფერენციაზე გააკეთა. მსგავსი მესიჯები იკითებოდა ასევე კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშიც.

ეს განცხადებები მიანიშნებს სამომავლო პერსპექტივაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ცილისწამება საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ფაქტებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებიც კონკრეტული პირების ავტორიტეტს უქმნის საფრთხეს.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ცილისწამების შესახებ კანონპროექტის მომზადება და მისი განხილვა, თუმცა თემის გააქტიურებასთან ერთად, ასევე გააქტიურდა მსჯელობა იმაზე, რომ ცილისწამების შესახებ კანონი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

რამდენად არის რეალური ცალკეული კანონის მიღება ცილისწამების შესახებ და შეუქმნის თუ არა სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციები,  ამ და სხვა კითხვებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა იურისტი, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

„-როგორ  შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც ცილისწამებას ეხება ?

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად მაღალი სტანდარტით არის დაცული. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი გამოხატვის თავისუფლების ამერიკულ სტანდარტს იზიარებს, რაც ზოგად ევროპულ სტანდარტზე გაცილებით მაღალია.

ამავე კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მკაფიოდ და ამომწურავად არის დარეგულირებული ცილისწამების საკითხი, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სტანდარტთან.  ცილისწამების არსებული რეგულაცია სამართლიანად აბალანსებს გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის პატივისა და ღირსებას, საქმიან რეპუტაციის დაცვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები პირს აძლევს საშუალებას მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მის წინააღმდეგ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა იმავე საშუალებით, რითაც ეს უკანასკნელი გავრცელდა ან/და თავად გასცეს საჯარო პასუხი. აღსანიშნავია, რომ ცილისწამება მხოლოდ სამოქალაქო დავის საგანი შესაძლოა გახდეს.

-ბოლო პერიოდში გააქტიურდა საუბარი ცილისწამების კანონპროექტის შექმნასთან დაკავშირებით. ეს მესიჯები ისმოდა ეკლესიის და პოლიტიკოსების მხრიდანაც. თქვენი აზრით, რა კონკრეტულმა საფუძველმა განაპირობა ამ ინიციატივის გაჩენა  და რა სახის შეიძლება იყოს კანონი ცილისწამების შესახებ ?

მიუხედავად აქტიური განხილვებისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ბუნდოვანია. ისინი საუბრობენ კანონის ზოგად მიზნებზე, თუმცა რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულობით, საზოგადოებისთვის უცნობია.

გამოხატვის თავისუფლების კუთხით ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა 2004 წელს ცილისწამების დეკრიმინალიზაცია იყო. ეს მოვლენა ერთი დიდი ნაბიჯია ადამიანის უფლებების, კერძოდ გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. დღეს, ცილისწამება სისხლისსამართლის წესით აღარ ისჯება, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად განიხილება ცილისწამების დასჯადობის აღდგენა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან ცალსახად გააურასებს მდგომარეობას გამოხატვის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში.

რაც შეეხება სხვა სახის რეგულაციებს, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება და განსაკუთრებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას. გამომდინარე იქიდან, რომ ცილისწამების საკითხი საკმაოდ კარგად რეგულირდება ქართული კანონმდებლობით და ადამიანებს აღჭურავს მათი უფლებების დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმებით, ნებისმიერი მცდელობა ცილისწამების დამატებითი რეგულირებისა გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შემცირებას და შესაძლოა ამ ინციატივის კონსტიტუციურობის პრობლემაც დადგეს დღის წესრიგში.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი არაა, დემოკრატიული საზოგადოების გამართულად ფუნცქიონირებისათვის, მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმებისთვის, ავტორიტარული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი გამოხატვის ჩახშობას.

-ბევრი ხედავს დილემას და შეუსაბამობას ცილისწამების კანონსა და სიტყვის თავისუფლებას შორის. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და რამდენად გამოდგება საფრანგეთის მაგალითი, რომელიც პრეზიდენტმა ახსენა ?

დილემის არსებობაზე საუბრისათვის აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ კონკრეტული საკითხები და ის შეზღუდვები, რომლის დაწესებაც აპირებს ხელისუფლება. თუმცა, ცილისწამების დამატებითი რეგულირება, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ დგას ქვეყანაში, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თითქოსდა კეთილშობილური ინიციატივის უკან დგას ხელისუფლების განზრახვა დამატებითი ბერკეტების შექმნის გზით შეზღუდოს კრიტიკული და მისთვის მიუღებელი აზრი ქვეყანაში.

საფრანგეთის ახალი კანონი კავშირში არ არის ცილისწამებასთან. ის ეხება საარჩევნო პერიოდში მცდარი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის სამთვიან პერიოდში მოსამართლეები უფლებამოსილნი იქნებიან, რომ დადასტურების შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება მცდარი ინფორმაციის ინტერნეტ სივრციდან დაუყოვნებლივ ამოღების თაობაზე. კანონი მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს არეგულირებს და არ აქვს ზოგადი ხასიათი. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში საფრანგეთის პარლამენტმა აღნიშნული ორჯერ ჩააგდო. ასევე, კანონპროექტი შეფასდა, როგორც დასავლეთ ევროპის მასშტაბით პირველი მცდელობა მცდარი ინფორმაციის ჩახშობის წინააღმდეგ, რაც კრიტიკოსთა მოსაზრებით მედიის თავისუფლებაზე ცუდად აისახებოდა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება აღნიშნულ საკითხთან ეფექტური ბრძოლა, რაც შედეგობრივად მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვას გამოიწვევს, მაგრამ ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს. მითუმეტეს, ისეთი მყიფე დემოკრატიის პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს, მსგავსი მასშტაბის რეგულირების მიღებაც კი მნიშვნელოვნად გაზრდის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქართული სტანდარტი მეტად ახლოსაა ამერიკულ მოდელთან, რომელიც ცნობილია, როგორც „speech oriented”, ანუ გამოხატვაზე ორიენტირებული. ეს სტანდარტი ხშირ შემთხვევებში უფრო მაღალია ვიდრე წამყვანი ევროპული ქვეყნებისა. ამიტომ, საფრანგეთის მოდელი ჩვენთვის არგუმენტი არ შეიძლება იყოს.

-რა პროგნოზები და მოლოდინები გაქვთ, მოხდება თუ არა უახლოეს პერიოდში ცილისწამების შესახებ კანონპროექტის შემუშავება და რა პერსპეტივები აქვს ამ რეგულაციას ჩვენს ქვეყანაში ?

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა არაერთმა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ამასთან, კანონს დიდი გულშემატკივარი ჰყავს ერთერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, საპატრიარქოს სახით, მეტად სავარაუდოა რომ პროცესები დაიძვრება. წინასწარ შედეგების განჭვრეტა ნაკლებადაა შესაძლებელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან პროცესს და იტყვიან უარს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ინიციატივებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე არსებითად აისახება.

ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში სამართლებრივი ჩარჩო ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ამ დროისთვის რაიმე სახის ცვლილებას არ საჭიროებს“.

ანა ურუშაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება

7 years ago
ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

5 years ago
გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება

გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება

7 years ago
“ეს ხალხი ქორწილებს ვერ ეშვება, მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა” – იმნაძე

“ეს ხალხი ქორწილებს ვერ ეშვება, მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა” – იმნაძე

5 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by