• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა.

ევროპარლამენტი მიესალმება მდგრად რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში.
ანგარიშში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან და პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე.

ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ და უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო დაწესებულებებში ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ.

ევროპარლამენტი მიესალმება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, სასამართლო რეფორმას, მედია გარემოს გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით გამოწვევების დასაძლევად კიდევ არის მუშაობა გასაგრძელებელი.

დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ამასთანავე, ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაზე.

საგულისხმოა, რომ ამ ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს კიდევ უფრო გაზარდოს ფინანსური დახმარება საქართველოსადმი. სატრანსპორტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ენერგეტიკული გარემოს გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ევროკავშირი განაგრძობს იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც განვითარებული ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს შესაბამისი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

განხილული ანგარიშით ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სამომავლო პერსპექტივების გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენს.

ShareTweet

ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”
ახალი ამბები

ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”

11/03/2026

საინტერესო

ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით – პრემიერ-მინისტრმა მფრინავები და მაშველები დააჯილდოვა

9 years ago

2014-2017 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი ისევ სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული

13 years ago
Top 3 ექსპრეს-დიეტა, რომელიც ნამდვილად მუშაობს

Top 3 ექსპრეს-დიეტა, რომელიც ნამდვილად მუშაობს

10 years ago
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

3 weeks ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by