• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სულთმოფენობა – ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
სულთმოფენობა – ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღე
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 სულთმოფენობააღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, მართლმადიდებლური სამყარო  აღნიშნავს სულთმოფენობას-სულიწმიდის გარდამოსვლის დღესასწაულს. ეს არის დღე, როდესაც  ქრისტემ ეკლესია დააარსა, როცა გადმოვიდა  მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა  მოციქულებზე და მორწმუნეებზე – „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“.

სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით იმოსება, რაც ადამიანის სულიერი განახლების მიმანიშნებელია. ტაძრებს რთავენ ყვავილებით, ფოთლებით, ბალახით. მორწმუნეები წირვაზე ყვავილების ლამაზ თაიგულებში ჩამაგრებული ანთებული სანთლებით მოდიან.

წმინდა წერილიდან ვიგებთ, რომ ამაღლებიდან მეათე დღეს  ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოციქულებმა, რომლებიც მანამდე ებრაელების შიშით სახლებში იკეტებოდნენ და მათთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე.

„თბილისი თაიმსს“ სულთმოფენობის დღესასწაულის არსა და დანიშნულებაზე თბილისის წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარის მღვდელმსახური, მღვდელი  ბასილ მურმანიშვილი ესაუბრა:

ბასილ მურმანიშვილი „სულთმოფენობა სულიწმიდის მადლის გარდამოსვლის დღეა მოციქულებზე და სრულიად სამყაროზე, რომელიც აღესრულება აღდგომიდან 50-ე დღეს, როდესაც უფალმა უბრძანა მოციქულებს, რომ არ განშორებოდნენ იერუსალიმს-„რამეთუ მოვა ყმა იგი ნუგეშინისმცემელი , რომელიც იქნება თქვენთან…“ და მართლაც ამაღლებიდან 10-ე დღეს სულიწმინდა გარდამოდის ხილული სახით მოციქულებზე და ცეცხლის სახით დაადგება თითოეულ მათგანს.

სულთმოფენობა უდიდესი დღესასწაულია თავსი არსით, რადგან ამ დღეს  იესო ქრისტემ ეკლესია დააარსა და გვასწავლა, თუ როგორ ვიაროთ მის გზაზე. სულიწმინდის გარდამოსვლის დღე იყო , ასე ვთქვათ ბოლო წერტილი, გვირგვინი იმ განგებულებისა, რომლის აღსრულებაც მაცხოვარმა  დაიწყო  ხარებით, შობით და რასაც მოჰყვა ჯვარცმა,  აღდგომა და  ამაღლება.   

უფალი ამაღლდა, ადამიანური ბუნებით შევიდა ღვთის წიაღში, ჩვენ კი მოგვცა მაგალითი,  თუ როგორ დავიმკვიდროთ მასსავით ყოვლადწმინდა სამების წიაღი. ეკლესია სხვანაირად განიხილება როგორც „ნავი“, როგორც „ხომალდი“, ვინც ამ ხომალდში  ანუ ეკლესიაში შევა გადარჩება.  ქრისტემ გაგვიკვალა გზა, ჩვენ უბრალოდ გვმართებს გავყვეთ მის გზას, რომლის ბოლოს  ტკბილი  იესო გველოდება.

ამ დღესსაწაულზე ტაძრები ირთვება ყვავილებით, მწვანე ბალახით, რასაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მწვანე სულიწმინდის ფერად აღიქმება, რომელიც მარადისობის სიმბოლოა… წირვის შემდეგ  იკითხება სულიწმიდის ლოცვა “მეუფეო ზეცათაო” და მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველად მოვიყრით მუხლს. იკურთხება ბალახი,  გადმოდის მადლი  მასზე და მაკურნებელ ძალას იღებს. ბალახი მორწმუნეებს მიაქვთ სახლში და  ინახავენ მთელი წლის განმავლობაში.  

სულთმოფენობის დღესასწაულზე ყველა ქრისტიანი უნდა იყო ტაძარში,  ყველა მათგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საზეიმო მსახურებაში არა მხლოდ გარეგნულად,  არამედ შინაგანად. უნდა გაიაზროს დღესასწაულის არსი, უნდა ეზიაროს რადგან გახდეს თანამონაწილე ამ სიხარულისა.“

შეგახსენებთ, რომ დღეიდან „დასაწყის ლოცვებში“  იკითხება „მეუფეო ზეცათაო“; ასევე, განახლდა მუხლდრეკა – დიდი მეტანიების აღსრულება.  სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა მსგეფსია – ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევი, ხოლო შემდეგი კვირიდან  კი იწყება პეტრე-პავლობის მარხვა.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share8Tweet5

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

12 years ago
ხანუქა – მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაული

ხანუქა – მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაული

10 years ago
ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

11 years ago

„სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში“

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by