• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით“ – გიორგი ჯიქია

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით“ – გიორგი ჯიქია
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბლოკნოტები, ღვინის ბოთლის სასაჩუქრე ყუთები, ჭიქის სადგამები, მოხატული ნივთები, საათები, სანათები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ  ნივთებისა,რასაც მომხმარებელს ხელნკეთი ნივთების ბრენდი hama.ge სთავაზობს.

ხელნაკეთი ნივთები საქართველოში ძალიან პოპულარულია,ამ ფაქტმა სეგმენტზე ადგილის დაკავება გაართულა. „თბილისი თაიმსმა“, რამდენიმე ბრენდის შესახებ უკვე გიამბოთ. ამჯერად,  Hama.ge-ით დავინტერესდით.

მიუხედავად იმისა, რომ Hama ( HAndMAde) რამდენიმე თვის დაარსებულია ის სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი  მომხმარებლებს არამხოლოდ უზადოდ შესრულებულ ნივთებს სთავაზობს, არამედ მათივე სურვილის რეალობად ქცევას ჰპირდება.

ჩვენ ბრენდის ერთ-ერთ დამაარსებელს გიორგი ჯიქიას ვესაუბრეთ. მან სამი მეგობრის ბიზნეს იდეის, Hama.ge-ის პროდუქციის უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბო.

13511512_1214480355249905_1749719736_nთქვენი ბიზნეს საქმიანობის შესახებ რომ გვიამბოთ, საიდან გაჩნდა იდეა და ვინ არიან გუნდის წევრები, როგორ შეიკრიბეთ, როგორ არის ფუნქციები განაწილებული?

– მეგობრები, რომლებმაც დავიწყეთ ეს საქმიანობა,  ვმუშაობდით ისეთ სამსახურებში, რომელიც მხოლოდ ფინანსური  შემოსავლის  წყარო იყო და საქმიანობა სიამოვნებას არ გვანიჭებდა. გარდა ამისა, ხელფასის ზრდასთან ერთად გვეზრდებოდა მოთხოვნილებებიც (მოთხოვნილებები უფრო სწრაფად), შეიძლება ითქვას, რომ ის დრო დადგა, როცა რაღაც უნდა შეცვლილიყო ჩვენს ცხოვრებაში. დროდადრო გავაცნობიერეთ, რომ  შეგვეძლო ჩვენი საერთო ხედვებით წამოგვეწყო  საერთო ბიზნესი. იდეა თავიდანვე საკმაოდ ბევრი გვქონდა, ზოგი  დაბადებისთანავე ჩაკვდა, ზოგი კი ფინანსურმა მიუწვდომლობამ ჩაშალა. ასე თუ ისე, რაღაც კრიტერიუმებით  რამდენიმე იდეა გაიფილტრა და საბოლოოდ მივიღეთ დღევანდელი hama.ge. უმთავრესი ფილტრი, რომელიც ჩვენს იდეას უნდა გაევლო, იყო ინოვაციურობა ქართულ ბაზარზე და მთავარი, ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქციით/მომსახურებით მომხმარებელი აუცილებლად  მინიმუმ კმაყოფილი ან აღფრთოვანებული უნდა დარჩენილიყო.

პლუს ამას, ეს საქმიანობა ჩვენთვისაც არ უნდა ყოფილიყო რუტინული. hama.ge -ში ბიზნეს-პარტნიორების სახით  ვართ  – მე, ზურა წიქარიშვილი და გიორგი ოქროპილაშვილი. ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის და იგი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე hama-ს იდეა დაიბადებოდა. გვყავს მე-4 თანამშრომელი, მხატვარი ანანო ხიზანიშვილი, რომელიც hama-ს ფერებში გარდასახავს. თუმცა, საბოლოოდ hama-ს მხოლოდ ჩვენ ოთხნი არ ვქმნით. Hama-ს ქმნის თითოეული მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს უნიკალური დიზაინით რეალობაში გარდასახავს. უკეთ, რომ  ვთქვათ, იდეასა და რეალურ პროდუქტს შორის არსებულ გზაზე ჩვენ უბრალოდ შემსრულებლები ვართ.

ჰამა.გე

დღესდღეობით,საქართველოში ხელნაკეთი ნივთები ძალიან პოპულარულია, რითი გამოირჩევა ge სხვა ბრენდებისგან და რამდენად აქტიურობენ უცხოელი მომხმარებლები?

– „აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად“ – hama.ge-ს ეს სლოგანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული ნივთი არის ინდივიდუალური ხედვისა და სურვილის შედეგი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას საკუთარი, უნიკალური დიზაინი – ნატურალური ხის ან  ფერებში გარდასახული. რაც შეეხება მომხმარებლებს, ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ არც უცხოელი მომხმარებლების სიმწირეს განვიცდით, ძირითადად საქართველოში მცხოვრები უცხოელები, თუმცა იყო რამდენიმე ტურისტი, რომელმაც შემთხვევით გაიგო ჩვენზე და აღფრთოვანებულები დარჩნენ, როდესაც ზუსტად ისეთი ნივთი მიიღეს, როგორიც მათ სურდათ.

რას ნიშნავს თქვენი ბრენდის სახელი და როგორ შეუძლია მომხმარებელს დაგიკავშირდეთ?

– ჩვენი ბრენდის სახელი სიტყვა „ხელნაკეთის“ ინგლისური თარგმანიდან მოდის. (HAndMAde). მომხმარებელსა და ჩვენს შორის ურთიერთობა ჯერ მხოლოდ Facebook გვერდის საშუალებით ხდება, უახლოეს მომავალში კი გაეშვება ჩვენი საიტიც, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მომხმარებელსა და მის სურვილებზე. თითოეული მომხმარებელი გაცილებით მარტივად შეძლებს მიხვდეს რისი შექმნა შეუძლია.

13522480_1214482175249723_2143028776_n

პროდუქციის შესახებ, რომ უამბოთ მკითხველს, რამდენად მრავალფეროვანია ის ნივთები, რომელთაც მომხარებელს სთავაზობთ და რა მასალებით მზადდება ისინი?

– რაც შეეხება პროდუქციას, დღესდღეობით წარმოებაში გვაქვს ხის ბლოკნოტები, ღვინის ბოთლის სასაჩუქრე ყუთები, ჭიქის სადგამები, ბრელოკები, მოხატული ნივთები, საათები, 3D ფიგურები, სანათები, ჭაღები, საკანცელარიო ნივთები და სხვა. თუმცა,დროდადრო აუცილებლად გაიზრდება პროდუქციის ჩამონათვალი, ვინაიდან Hama.ge ფანტაზიის რეალობად ქცევის საუკეთესო საშუალებაა.

რაც შეეხება მასალას, ძირითადად ხეზე და ორგანულ მინაზე ვმუშაობთ, ზოგჯერ ტყავსაც ვიყენებთ. თითოეული ნივთი საკმაოდ ბევრი კრიტიკისა და შეფასების შემდეგ იღებს საბოლოო სახეს. ეს კრიტიკა, საწყის ეტაპზე, ჩვენი შიდა სამზარეულოდან მოდის, თუმცა ნებისმიერი რჩევა თუ კრიტიკა მომხმარებლისა და გარე პირის მხრიდანაც მისაღები და ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია.

თქვენი პროდუქცია ძირითადად ხისგან მზადდება, რატომ ხე და როგორ ფიქრობთ,რამ განაპირობა, ბოლო პერიოდში, ხით დამზადებული ნივთების პოპულარობა?

– ხე ასოცირდება სისუფთავესა და ბუნებრიობასთან. არის ეკოლოგიურად სუფთა როგორც დამუშავების, ასევე გამოყენების მხრივაც. ნივთები, რომლებსაც ვამზადებთ უმეტესობა მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად ჩვენს ინტერესებშიც შედის მომხმარებლების კეთილდღეობა.

13515354_1214482181916389_1861349052_n

თუ გაიხსენებთ ყველაზე საინტერესო, ორიგინალურ იდეას, რომლის დამზადებაც გთხოვეს და თუ გაქვთ თქვენი ფავორიტი ნამუშევარი (ები)? და თუ კი, რომელი?

– მომხმარებლის მიერ შექმნილი თითოეული დიზაინი  თავისმხრივ ორიგინალური და გამორჩეულია. არის ერთი, რომელსაც განსაკუთრებულად გამოვარჩევდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დასახელებისგან. პირადად ჩემთვის, როგორც შემქმნელისთვის ფავორიტ ნამუშევრად საათს გამოვარჩევდი. ნივთს რომელმაც დღესდღეობით თითქმის დაკარგა მისი მეორე, უმთავრესი ფუნქცია – ვიზუალი. ხოლო ჩვენი „ამოცანა“ სწორედაც რომ მის ორიგინალურ და მომხმარებლისთვის სასურველ დიზაინად ქცევაა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თუ გეგმავთ გაფართოებას?

– მოლოდინი და მიზნები გაცილებით დიდი გვაქვს, ვიდრე ამ ეტაპზე ფიქსირდება, თუმცა ვთვლით, რომ ყველაფერი წინაა.

მომხმარებელს აუცილებლად ვპირდებით, რომ ხარისხი და სურვილთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელნაკეთი რეალობა უპირველესი მიზანი იქნება. ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი უკვე განვითარების ისეთ სტიმულს გვაძლევს, რომ დღითიდღე გვემატება ახალი გეგმები – ვხდებით უფრო ამბიციურები.

13511630_1214482161916391_158280706_n

ვინაიდან რეგიონებში დიდი მოთხოვნაა, ჩვენი უახლოესი მიზანია თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მაღაზიის გახსნაა. ჩვენს მომსახურებას დაემატება ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით . უახლოეს მომავალში საქართველოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი იქნება ჩვენი პროდუქციის მიწოდება. ხოლო,  რაც შეეხება  შორს მიმავალ გეგმებს – ჩვენი მიზანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რადგან ვთვლით, რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით.

ნათია კეკენაძე

ნათია

Share2Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას”

11 years ago

ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

8 years ago

„ეთნიკურად რუსი,წარმოშობით სოჭელი და საქართველოს მოქალაქე, გავყვები ქართველ სპორტსმენებს რათა სოჭიდან დავაფიქსირო საქართველოს პოზიცია”

13 years ago
გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by