• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„С ჰეპატიტის პროგრამაში ოკუპირებული რეგიონებიდან 21 პაციენტია რეგისტრირებული“ – ეკატერინე ადამია

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
„С ჰეპატიტის პროგრამაში ოკუპირებული რეგიონებიდან 21 პაციენტია რეგისტრირებული“ – ეკატერინე ადამია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

,,С ჰეპატიტის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დამისვეს. თავდაცვის მიზნით, ყოველთვის ძვირადღირებულ სალონში ვიკეთებდი პედიკურ-მანიკურს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სანიტარული ზომები არც იქ იყო დაცული.  უკვე მეოთხე წელია, რაც  C ჰეპატიტის ვირუსს  ქრონიკული ფორმით ვატარებ. ჯერ არ ჩავრთულვარ ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ნაწილობრივ უნდობლობას ვგრძნობ, ათასნაირი საშუალება ვცადე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და არაფერი გამოვიდა. მაინც ვცდი ბედს და მეორე ეტაპზე შევურთდები მკურნალობის პროგრამას,“ – აღნიშნავს ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა და  ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით, ზოგჯერ სქესობრივი გზითაც. პრობლემა იმით უფრო რთულდება, რომ ამ ვირუსით დაინფიცირებულთა უმეტესობაში  დაავადება  დიდი ხნის განმავლობაში  უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, C ჰეპატიტით დაავადებულთა შესახებ არსებული ოფიციალური სტატისტიკა ზუსტად ვერ ასახავს ამ ადამიანების რეალურ რაოდენობას და მათი რიცხვი ბევრად უფრო დიდია, თუმცა, ამის მიზეზად შეიძლება ამ ადამიანების შესახებ არსებული სტერეოტიპები დასახელდეს, რის გამოც ისინი ხშირ შემთხვევაში დიაგნოზს მალავენ.

who-intმსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის  6-7%-ს ვირუსული C ჰეპატიტი აქვს.  საქართველოში უახლესი სტატისტიკა ამ ნიშნით  დაავადებული ადამიანებისს  რაოდენობის შესახებ არ არსებობს. С ჰეპატიტის პრევალენტობის შესასწავლად, ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა“ და ,,აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაწილეობით“, 2015 წელს ზაფხულში  ახალი პოპულაციური კვლევა ჩატარდა.  შედეგები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

2002 წლის კვლევის მონაცემებით, თბილისში C ჰეპატიტის პრევალენტობა მოზრდილ მოსახლეობაში 6,7% შეადგენს და საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მაღალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, დაავადების გავრცელება მამაკაცებში ჭარბობს.

2015 წლის 21 აპრილს, საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეად-ს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მსგავსი პროექტი უპრეცედენტოა  და მისი მიზანია ,,C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში“ და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება. ასევე, ახალი შემთხვევების პრევენცია.

პირველ ეტაპზე, ვალდებულების შესაბამისად, სახელმწიფოს 5 000 პაციენტისთვის უნდა ემკურნალა. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი დაიწყო  ეტაპობრივად: თავიდან სერვისის მიწოდება ხორციელდებოდა სამ კლინიკაში, შემდგომ დაემატა ერთი კლინიკა,  სასჯელაღსრულება და ა. შ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები  ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე ბენეფიციართა მომსახურებას ითვალისწინებს. პროგნოზული გათვლებით საქართველოში ასეთი 5000 პაციენტია. ამ რაოდენობის მიღწევის მიუხედავად პროგრამა  წყვეტის გარეშე გაგრძელდება და  კრიტერიუმები ეტაპობრივად  გაფართოვდება. მომდევნო ეტაპზე 20 000 ბენეფიციარის მკურნალობაა დაგეგმილი.

12192871_1051778641541317_1627850356_o

ეკატერინე ადამიას განმარტებით, ელიმინაციის მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამავე უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონებიდან  21 პაციენტია რეგისტრირებული, მათ შორის 13  მკურნალობის კომპონენტშია ჩართული.

პროგრამის ბიუჯეტი დიაგნოსტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფაზეა განაწილებული, ასევე, ,,ინტერფერონისა“ და ,,რიბავირინის“ შესყიდვასა და ლოჯისტიკურ ღონისძიებებზე (მედიკამენტის განბაჟება, ტრანსპორტირება, ბადრაგირება და სხვა). 2016 წლისთვის დაგეგმილი სავარაუდო ბიუჯეტი 22 000 000 ლარს შეადგენს.

ამ ყველაფრის პარალელურად მეორე პრობლემა ჩნდება, რომელიც ამ ადამიანების სტიგმატიზებას ეხება. სახელმწიფო თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო ვიდეორგოლის გადაღებაში, ცხელის ხაზის შექმნასა თუ სამკურნალო პროგრამაში ჩართვით გამოიხატება, მაგრამ ბენეფიციართა ნაწილი დაუსაქმებლობლობას ჩივის და ამის მიზეზად დაავადების ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს.

ვლასი ორბელაძე უკვე რამდენიმე წელია რაც C ჰეპატიტის ვირუსს ატარებს. საქართველოში მუშაობის დაწყება არ უცდია, თუმცა, ჩემთა საუბრისას ამბობს, რომ მის გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც სწორედ იმიტომ  ვერ  მუშაობს, რომ დაავადებულია.

,,ვიცი, რომ ზოგიერთ სამსახურში, რომელიც სისხლთანაა კავშირში, არ შეიძლება ჩვენი დასაქმება და ეს მესმის. თუმცა არაადეკვატური დისკრიმინაციის შესახებ არაერთი ადამიანისგან მსმენია და ეს პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს.“ – აღნიშნავს იგი.

ჯანდაცვის სამინისტროში დაავადების ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

С ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მცდარი სტერეოტიპების მხვერპლი ხდება. ეს კი, თავისთავად, იმის საფრთხეს ქმნის, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი დიაგნოზი დამალონ და დაავადების გამჟღავნების შიშით, მკურნალობაც არ ჩაიტარონ. ამ უპრეცედენტო მკურნალობის პროგრამის პარალელურად, თავად საზოგადოების ცნობიერება უნდა ამაღლდეს და  არსებული სტერეოტიპები ერთხელ და სამუდამოდ დაინგრეს.

ცხადია, რომ ეს პროგრამები ბენეფიციარების მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს და 21-ე საუკუნის ადამიანები, დაავადებების გამო, საკუთარ თავს არარეალიზებულებად  მიიჩნევენ.

 მოამზადა

ნატალია ჯალაღონიამ

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In