• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „თბილისის კონფერენციას“ ჩაუყარეს საფუძველი

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფუძველი ჩაუყარა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის ახალ ფორმატს „თბილისის კონფერენციას“. აღნიშნული წარმოადგენს პოლონეთის მიერ ინიცირებულ პლატფორმას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალი პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მექანიზმი შექმნის  გამოცდილებისა და საექსპერტო ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობებს, ამ გზით კი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების რეალიზაციას.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ევროპის სივრცეში განვითარებულ მოვლენებს, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებას. ხაზი გაესვა შექმნილ ვითარებაში პროცესების ადეკვატური გაანალიზების მნიშვნელობას და შემდგომი ნაბიჯების ისე დაგეგმვას, რომ საფრთხე არ შეექმნას ერთიანი, სტაბილური და დემოკრატიული ევროპის იდეას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგინში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. ამ მხრივ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს ვარშავის მოახლოებული სამიტის მნიშვნელობას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა ნატო-ს ვარშავის სამიტზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების, ისე საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. მისი განცხადებით ბრიტანეთის რეფერენდუმმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ინტეგრაციის პროცესებზე და პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს ევროპის გაფართოების იდეას.

„ჩვენ გვსურს საქართველო ვიხილოთ ნატო-სა და ევროკავშირის წევრად, საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ჩვენ საბოლოოდ ვიხილავთ ევროპას, როგორც ერთიან, დემოკრატიულ კონტინენტს, ამის გარეშე ერთიანი ევროპის პროექტი არ არის დასრულებული“-განაცხადა ვიტოლ ვაშჩიკოვსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისის მზაობას კვლავაც განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული იდეის რეალიზაციის პროცესში. „ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი ევროპის პროექტის, ეს არის იდეა რაზეც ევროკავშირი შეიქმნა. საქართველო არ არის ევროკავშირის წვერი, მაგრამ დაინტერესებულია ევროკავშირის მომავალი წარმატების და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საკუთარ კონტრიბუციას“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი მიმდინარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვისას გამოხატული მხარდაჭერისთვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ერთსულოვანი აღიარებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და მონიტორინგის  საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა.  მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე.

მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვა ინიციატივა 2017 წელი გამოცხადდეს საქართველო-პოლონეთის სოლიდარობის წლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“მზად ვარ,  სიცრუის დეტექტორზე დავადასტურო ჩემი სიმართლე“

“მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე დავადასტურო ჩემი სიმართლე“

13 years ago
როდის დგება გლანდების ამოჭრის აუცილებლობა

როგორ გავარჩიოთ ბავშვი გაცივდა, თუ ვირუსული ინფექციით დაავადდა?! – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

10 years ago

ზაზა ფაჩულიას “ოლ სტარში” სათამაშოდ 14 228 ხმა დააკლდა

11 years ago
თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა

თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი დაახლოებით 8 თეთრით გაძვირდა

5 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by