• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პეტრე-კლდე სიმტკიცა, პავლე-მოძღვარი წარმართთა“ – ქრისტეს სიყვარულით გამორჩეული მოციქულები

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„პეტრე-კლდე სიმტკიცა, პავლე-მოძღვარი წარმართთა“ – ქრისტეს სიყვარულით გამორჩეული მოციქულები
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარხვა დასრულდა, მართლმადიდებლური ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზემობს.  „პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა” -ასეა აღწერილი ტროპარში  თავთა მოციქულთა ღვაწლი. რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობა

„წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, – რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?“ ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!“ ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა.“-აღნიშნავს ერთ-ერთ ქადაგებაში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე (12.07.2004).

წმინდა მოციქული პეტრე თავისი ჭეშმარიტი რწმენით, ქრიტეს სიყვარულით იყო გამორჩეული, მან პირველმა აღიარა იესო მესიად, ამიტომაც უწოდა  უფალმა  „კლდე“, რომელზეც არის დაფუძნებული ეკლესია. პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ქრისტიანობას. აღასრულა მრავალი კურნება, აღადგინა მკვდრები. პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს. გადმოცემის მიხედვით მარკოზ მოციქულმა თავისი სახარება სწორედ პეტრე მოციქულის მონათხრობის მიხედვით დაწერა.

წმინდა პეტრე თავდაპირველად ქრიტიანებს დევნიდა, თუმცა  დამასკოს გზაზე უფლის გამოცხადებისა და მომხდარი სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. მის მიერ დაწერილი ეპისტოლეები გამსჭვალულია უდიდესი ქრიტესმიერი სიყვარულით.

ილია მეორე – „თქვენ იცით, პეტრე მოციქული ძალიან ბევრს მოღვაწეობდა და ბოლოს, ძირითადად, რომში იყო, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მოწაფეებმა ურჩიეს, დროებით გასულიყო რომიდან. როცა პეტრე მოციქული ქალაქის გალავანს გასცდა, დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოდიოდა. რომ მიუახლოვდა, მასში უფალი იესო ქრისტე იცნო, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა (ამ დროს უფალი იესო ქრისტე უკვე ზეცად იყო ამაღლებული და ეს იყო ხილვა). პეტრე მოციქული ეკითხება უფალს: „სად მიდიხარ?“ უფალი პასუხობს: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს!“ ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი გაუჩინარდა. ეს მითითება პეტრე მოციქულმა ღვთისგან მიიღო, რათა დაბრუნებულიყო რომში, სადაც ჯვარს აცვამდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ როგორ გაძლიერდა! სად გაქრა ის შიში, რომელიც ადრე ჰქონდა?! შეპყრობის შემდეგ პეტრე მოციქულმა, ჯალათებს უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე, არამედ თავდაღმა გამაკარით“. და ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ღაღადებდა: „იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი!

სულ სხვა პიროვნებაა პავლე მოციქული. მას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ფარისევლების დიდ მასწავლებელთაგან და თვითონაც ამ ფენას ეკუთვნოდა. ჩვენს დროში ფარისეველი დამამცირებელი სიტყვაა; მაშინ კი ეს კასტა გამორჩეული იყო, როგორც თავადები. ეს იყო ძალიან განათლებული ხალხი. ამასთან, პავლე მოციქულს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა სხვა მოციქულებზე, მას შთამომავლობით ჰქონდა რომის მოქალაქეობის წოდება. ქრისტეს სჯულზე მოქცევით სავლე პავლედ იქცა და თავისი ნიჭით ქრისტეს სამსახურში ჩადგა. როცა პავლე ამის გამო შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს, რადგან ასეთი სიკვდილი უფრო საპატიოდ იყო მიჩნეული (რომის მოქალაქის ჯვარცმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო სიკვდილით დასჯის დამამცირებელი ფორმა). აი, ასეთი ძალიან რთული ცხოვრება განვლეს წმიდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან, პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და ქადაგებდა სახარებას.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ლოცვა-კურთხევა წმიდა პეტრესა და პავლესი სუფევდეს თქვენზე და მთელს საქრთველოზე! მინდა შევთხოვო მოციქულებს, რომ მათი ლოცვით სამშობლოში დაბრუნდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და გაძლიერდეს ჭეშმარიტი რწმენა და მოგვეცეს მშვიდობა!“

ზოგიერთი წყაროს მიხედვით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამეობრივად, სხვა გადმოცემით – პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი  დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველ ქრისტეანთათვის.

სწორედ, ასეთი ღვაწლის გამო დააწესა მართლმადიდებელმა ეკლესიამ,  სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ, წმიდათა და ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ხსენების დღე  და მარხვა დაადგინა, რომლის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული,  მაქსიმუმ 6 კვირა, მინიმუმ – 7 დღე  გრძელდება.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share7Tweet5

ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

საინტერესო

შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

კახა საბანაძე: “გაკეთდება მაქსიმალური იმისთვის, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”

8 years ago
რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

12 years ago
ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე ნაძალადევის რაიონის გამგეობის საუბნო სამსახურის უფროსი დააკავეს

10 years ago

ივლისის დასაწყისში ფრანკ -ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა

10 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by