• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ფსიქოტიპი მისი კალიგრაფიით?! – ფსიქოლოგის რჩევა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
” „Bednieri QALI“  საზოგადოებას ტყუილად ნუ აწმინდავთ ხელს! – ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის ხელნაწერ ტექსტში ძალიან ბევრი ინფორმაციის ამოკითხვა შეიძლება?! ოღონდ ინფორმაციას ტექსტის შინაარსობრივი მხარე კი არა, ტექსტის ვიზუალური მხარე გვაწვდის. ადამიანის კალიგრაფია, უამრავ ცნობას გვაძლევს მისი ავტორის შესახებ. იმის მიხედვით, როგორი ზომის, დახრილობის, აკურატულობის ასოებს ვწერთ, თავისუფლად ხდება შესაძლებელი ჩვენი ფსიქოტიპის შექმნაც.

ნინო კერესელიძეფსიქოლოგი ნინო კერესელიძე: „ხელნაწერის ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი  პრაქტიკული მიმართულებაა. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული გრაფოლოგიასთან. ხელწერის შესახებ სწავლებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ამ თემაზე პირველი შრომა 1622 წელს გამოქვეყნდა – „იმის შესახებ, როგორ გავიგოთ წერილის მიხედვით მისი დამწერის ხასიათი და თავისებურებანი“, რომლის ავტორიც კამილო ბალდე იყო. კალიგრაფიის ფსიქოლოგიაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანის დიაგნოსტიკა ხდება ადამიანის გარეშე. შესაძლებელია, მეუღლემ მოიტანოს მეორე ნახევრის ხელნაწერი და მოხდეს ფსიქოტიპის დადგენა. შედეგად, მათ შეუძლიათ მიდგომებზე მუშაობა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ამ მეთოდს საკმაოდ აქტიურად იყენებენ იტალიაში. ზოგადად, სამი ტიპის ხელწერას განასხვავებენ: საკუთარი თავისთვის დაწერილს, სხვისთვის მიძღვნილ წერილს და ოფიციალურ წერილს. ამ საქმის არაპროფესიონალი ამბობს, რომ ეს ხელნაწერები ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუმცა, ხელწერის ფსიქოლოგისთვის სამივე ტიპი აბსოლუტურად ერთია. არის დეტალები, რომლებსაც არასდროს ცვლის ადამიანი და ყველგან ერთნაირად წერს. კალიგრაფიის საშუალებით შესაძლოა, ადამიანის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაც დავინახოთ. თუ ის მსხვილი ასოებით წერს, ესე იგი გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებულია. ზედმეტად მსხვილი ასოები კი ეგოისტებისთვისაა დამახასიათებელი. მათთვის, ვისთვისაც საშუალო ასოებია ჩვეული, ადეკვატური თვითშეფასებაა დამახასიათებელი. მინიატურული დამწერლობა კი შესაძლოა, მხედველობის პრობლემას უკავშირდებოდეს და ამასთანავე, მათი  უმრავლესობა, ვინც პატარა ასოებს წერს, მორცხვია. ნაკლი, რომელიც ხელწერის ფსიქოლოგიას აქვს, არის ის, რომ არ შეგვიძლია, მისი საშუალებით განვსაზღვროთ ავტორის ასაკი და სქესი. თუმცა, შეგვიძლია, განვსაზღვროთ მისი პროფესია.

ქალბატონო ნინო, ერთი პროფესიის წარმომადგენლებს მსგავსი ხელწერა აქვთ?

– როგორც წესი, ხელწერაც ემთხვევა, რადგან მათი აზროვნების წესი დაახლოებით თანაბარია. ყველასთვის ცნობილია ექიმების გაკრული ხელი. ყველას ფსიქიკა ისეა მომართული, რომ იმუშაოს ერთ ტალღაზე, ამიტომ წერაშიც აღარ არის დიდი განსხვავება. თუმცა, ინდივიდუალური ნიშნები რასაკვირველია, აქვთ. ზოგი მეტად დახრილია, ზოგი მეტად წაწვეტებული, ზოგი უფრო ჩახვეულად და მრგვალად წერს. სწორი, დაუხრელი ხელწერა ადამიანის კეთილგონიერებასა და თავშეკავებულობაზე მიუთითებს. მსუბუქად მარჯვნივ  დახრილ ასოებს გულღია, ზომიერად  თამამი და კეთილგანწყობილი ადამიანები წერენ. დახრილი ხელწერა მეტყველებს ემოციურობაზე, მათ ავტორებს თავის ხელში აყვანა ყოველთვის არ შეუძლიათ.

რაზე მიუთითებს, როცა ადამიანი იმდენად წაწვეტებულ ასოებს წერს, რომ ლურსმულ დამწერლობას მოგვაგონებს? 

– კალიგრაფიის ფსიქოლოგ, მასიმო მილონეს თქმით, ასეთი ადამიანები არიან აგრესორები. თუმცა ჩავატარეთ რამდენიმე ცდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები; უბრალოდ, ასეთ წერას სკოლიდან იყვნენ მიჩვეული. მეორე კლასში, კუბიკებიან რვეულში წერას მიეჩვია ხელი და შემდგომში ჩვევაში გადაუვიდა. ერთ-ერთ ქალბატონს ჰქონდა ზუსტად ასეთი, დეპრესიისკენ მიმართული ხელწერა და მასთან დაახლოებით სამსაათიანი მუშაობის შემდეგ, შედეგი თვალსაჩინო იყო. რაც შეეხება, ზოგადად, მახვილკუთხიან ასოებს, მან შეიძლება, ორი მიმართულებით წაგვიყვანოს. აგრესიულობა და ძალიან მაღალი ინტელექტი. ასეთები, ხშირ შემთხვევაში, გამჭრიახები, ცბიერები და ჭკვიანები არიან. მომრგვალებული ასოებით კი უმეტესად მხიარული, უბრალო და გულკეთილი ადამიანები წერენ.

რადგან ხელნაწერი ამდენ ინფორმაციას გვაწვდის ფსიქოლოგიის შესახებ, თუ შეიძლება, ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, მისი თერაპიისთვის გამოყენება?

– ხელნაწერით მკურნალობა და ფსიქოთერაპია არ ხდება. ის უფრო სადიაგნოსტიკოა, ვიდრე თერაპიული. თერაპიისთვის სხვა, ძალიან ბევრი მეთოდი გვაქვს. როგორც კი ადამიანის დამოკიდებულება შეიცვლება, მისი ყველაფერი იცვლება და მათ შორის, ხელნაწერიც. თერაპიული მიგნება, სიმართლე გითხრათ, ვერ ვნახე ხელნაწერის ფსიქოლოგიაში. თუმცა, ხელნაწერში ხაზების მიმართულებით ადამიანის ხასიათი შეგვიძლია, განვსაზღვროთ. ზემოთ მიმართული ხაზები ავტორის ოპტიმისტურ განწყობასა და ბავშვურ უშუალობაზე მიუთითებს, ან ავტორი მისი წერისას კარგ ხასიათზე იყო. თუ ხაზები დაბლა მიდის, ავტორი ცუდ ხასიათზეა. ხაზები ძირითადად მაშინ იწევს დაბლა, როცა რაიმე მოსაწყენს ვწერთ. თუ ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, შესაძლოა, ხელნაწერის პატრონი მსუბუქ დეპრესიაშიც იყოს. სწორი და თანაბარი ხაზები შინაგან დისციპლინაზე მიუთითებს.

როგორც ვიცი, ხელნაწერს აქტიურად იყენებენ გამოძიების პროცესშიც…

– კრიმინალური ფსიქოლოგია ძალიან აქტიურად იყენებს ხელნაწერებს. ერთ-ერთი მთავარი მამხილებელი ხელნაწერია. როგორც წესი, არის ხოლმე ხელნაწერის ფალსიფიკაცია და ამას იძიებენ. საქართველოში რამდენად კარგად არის განვითარებული, ეს სხვა საქმეა, მაგრამ სხვა ქვეყნებში, ძალიან ხშირია ხელნაწერით ფსიქოტიპის დადგენა. მაგალითად, შეიცავს თუ არა წერილი მუქარას, თუნდაც მასში ეწეროს ძალიან კეთილი სიტყვები. ხელწერის ფსიქოლოგი შინაარსს საერთოდ არ უყურებს. მთავარია, რას ამბობს თვითონ კალიგრაფია.

რას ნიშნავს, როცა ადამიანს არასტაბილური ხელწერა აქვს და თუ არის შესაძლებელი კალიგრაფიის მიზანმიმართული შეცვლა?

– კალიგრაფიის არასტაბილურობა განწყობის ხშირ ცვლილებაზე მიუთითებს. ძირფესვიანად ვერ შეიცვლით ხელნაწერს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მცირე ცვლილება ავტორის იმჟამინდელ ხასიათზე მიგითითებთ. რაც შეეხება კალიგრაფიის მიზანმიმართულად შეცვლას – შესაძლებელია. ამას სწავლობენ კალიგრაფისტები, აგენტები. ისინი, ვინც ცდილობენ რაიმეს გაყალბებას.

ხელმოწერა რისი თქმის საშუალებას იძლევა?

– ავტოგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საშუალებით შესაძლოა, ისეთი დაფარული დეტალების გაგება, რომელიც ხანდახან ხელნაწერშიც არ იკვეთება. აქ ჩანს ადამიანის თვითშეფასება, შიშები, განცდები იმ საკითხის მიმართ, რაზეც აკეთებს ავტოგრაფს. ავტოგრაფი, რომელიც მხოლოდ სახელის ან გვარისგან შედგება, ავტორის სიამაყესა და გულახდილობაზე მიუთითებს. ჩახლართული ხელნაწერი საქმიანი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. ავტოგრაფის ბოლოს თუ წერტილია დასმული, მისი ავტორი ფრთხილი ადამიანია, ხოლო თუ ვერტიკალური ხაზი – ცივი და უნდოა. თუ ავტოგრაფს ორივე მხრიდან კალამი აქვს მოსმული, მაშინ მის ავტორს დაოჯახების სურვილი აქვს, უცნაური ხაზები კი მის ორიგინალურობის სურვილზე მიუთითებს. გაურკვევლი ავტოგრაფის ავტორი ცდილობს, ნიღაბს ამოეფაროს. დიდი მნიშვნელობა აქვს დაწოლის სიძლიერესაც. თუ დაწოლა საშუალოა, ნაწერის ავტორი მიზანდასახული, ნებისყოფიანი ადამიანია, შეუძლია თითქმის ყველანაირი სტუაციის გაკონტროლება. მსუბუქი დაწოლა, მორცხვ და კომპლექსიან ადამიანებს ჩვევიათ, მათით მანიპულირებაც ადვილია. თუ საერთოდ არ ჩანს დაწოლის კვალი, ავტორს დაბალი თვითშეფასება აწუხებს. ძალიან ძლიერი დაწოლა კი ემოციურ და ხანდახან ისტერიულ ადამიანებს სჩვევიათ.

Share8Tweet5

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

მწერალთა სახლში იოსებ გრიშაშვილის საიუბილეო კვირეული გაიმართება

12 years ago

კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში გაემგზავრა

10 years ago
აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

4 years ago
“ფოფისი” – ბრენდი, სადაც სამოსს მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნის

“ფოფისი” – ბრენდი, სადაც სამოსს მხოლოდ ერთი ადამიანი ქმნის

4 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by