• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა: “2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა”

10 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

5642prokuraturisshenoba(2)prokსაქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გავრცელებული ანგარიშის პასუხად ავრცელებს.

როგორც ”თბილისი თაიმსს” პროკურატურიდან აცნობეს, ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა.

გამოქვეყნებული ანგარიშის „შრომის ანაზღაურების“ თავში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები) შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, არამედ ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით, რაც არ არის ნაჩვენები შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან მიმართებაში, რაც საზოგადოების მიერ ინფორმაციის არასწორად აღქმასა და შეცდომაში შეყვანას იწვევს. კერძოდ 2011 წელს პროკურატურის მუშაკთა საშუალო რაოდენობა იყო 626 თანამშრომელი, 2015 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 814 თანამშრომელს. თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არაერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ, ასევე პროკურატურაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა საჭიროებებმა, კერძოდ, პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით 2015 წელს შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების სამმართველო, ასევე ჩამოყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და პროგრამული მხარდაჭერის ცენტრი”, – აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, IDFI-ს ანგარიშის „შრომის ანაზღაურების“ თავში განმარტებულია, რომ „2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით.

“ხსენებულთან დაკავშირებით ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება (სარგო/პრემია/დანამატი) არ გაზრდიათ. შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გამოწვეულია რიგითი თანამშრომლების და არა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდითაც, რომელიც 2015 წლის მდგომარეობით შეადგენს საშუალოდ დარიცხულ 2469 ლარს და 2011 წლის შესაბამის შრომის ანაზღაურებასთან (1721 ლარი) შედარებით გაზრდილია 43%-ით ანუ 748 ლარით. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული მუშაკს სამუშაოს დიდი მოცულობის გამო ყოველდღიურად არასამუშაო დროსაც სისტემატურად უწევთ მუშაობა, წარმოებაში აქვთ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, მათი შრომის ანაზღაურების ზრდა კავშირშია მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან. ამავდროულად, თითოეული პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის მომეტებულ საფრთხესთან, ვინაიდან პროკურატურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს კორუფციის გავრცელების მაღალი რისკი, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყანას ჰქონდა წარსულში.

ასევე ანგარიშში მოცემულ შენიშვნებზე, რომელიც ეხება პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას განვმარტავთ, რომ პროკურატურა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ასაჯაროებს ინფორმაციას პროკურატურის მიერ საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის მქონე სხვადასხვა რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაწეული საქმიანობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა – საპატრიარქო

დეკანოზმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა – საპატრიარქო

5 years ago
საპატრულო პოლიციის რეფორმის  სისტემური განახლება გრძელდება

საპატრულო პოლიციის რეფორმის სისტემური განახლება გრძელდება

7 years ago
პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა – დაკავებულია 11 პირი

პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა – დაკავებულია 11 პირი

7 years ago
,,დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა“

,,დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა“

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by