ბორჯომის პარკიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარე ე.წ. გოგირდის აბანოების ტერიტორიიდან, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ევაკუაცია უკვე განხორციელდა ბორჯომის პარკის ტერიტორიიდან, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ეროვნული პარკი, მოგლეჯილია ხეები. მძიმე ვითარებაა სოფლებში – ტბასა და სადგერში, სადაც სეტყვისა და ძლიერი ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა გზები ჩახერგა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.
ამასთან, სტიქიის შედეგად დაზიანდა ბორჯომ-ბაკურიანის გზაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზა უკვე იწმინდება და ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან იქნება შესაძლებელი.














