• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გოდების კედელი“- საუკუნეებს გადარჩენილი ებრაელთა წმინდა ადგილი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„გოდების კედელი“- საუკუნეებს გადარჩენილი ებრაელთა წმინდა ადგილი
36
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ჰაქოთელ ჰამაყარავი”-ასე ეწოდება ებარულოდ მეფე სოლომონის მიერ დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 960 წელს  აგებული ტაძრის „დასავლეთის კედელს“, რომელიც  ყველაზე წმინდა, სანუკვარ ადგილად ითვლება ებრაულ სამყაროში.

გოდების კედელი

ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, არაბებს მისთვის “ჰიათ ელმაბქა” – “ცრემლების ანუ გოდების კედელი” შეურქმევიათ ტაძრის დანგრევით  გამოიწვეული მწუხარების გამოსახატავად.

იერუსალიმი იუდაიზმის სიმბოლოდ მეფე დავითის შედეგ იქცა, როგორც ებრაული ერისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების უდიდესი სტიმული. მათთვის იერუსალიმი და სიონი სინონიმებია. ტაძრის დანგრევა მტრის შემოსევების შედეგად (ჩვ.წ.-მდე 586 წ.) ებრაელთათვის ეროვნულ ტრაგედიად იქცა, ხოლო ხელმეორედ აგებამ (ჩვ.წ.-მდე 516 წ.) სათავე დაუდო  მეორე ტაძრის პერიოდს, რომელიც დასრულდა ტაძრის ხელახალი დანგრევით (ჩვ.წ.-ით 70 წ.), როდესაც რომაელთა მხედართმთავარმა ტიტუსმა გაანადგურა იერუსალიმი და გადაწვა ტაძარი.

მეფე გოდების კედელი აშენდა იროდის დროს ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში– ტაძრის კომპლექსის რესტავრაციის გეგმის ფარგლებში.  მანამდე სატაძრო კომპლექსი მორიას მთის ბუნებრივი საზღვრებით იყო შემოფარგლული. მისი აგება ებრაული ტომების სულიერ ერთიანობას ისახავდა მიზნად.

თავდაპირველად კედელი მიმდებარე ქუჩებზე 30 მეტრით მაღლა იყო. გოდების კედლის ზუსტი სისქის დადგენა შეუძლებელია. ითვლება, რომ ქვედა ნაწილში მისი სისქე 4 მეტრს აღწევს, ხოლო ზედა ნაწილში 2 მეტრს შეადგენს. ყველაზე გრძელი ქვა, რომელიც გოდების კედლის გვირაბებში გვხვდება, თითქმის 14 მეტრს აღწევს. იგი  სიმყარისათვის პირამიდალური ფორმითაა აშენებული.

კედლების ზედა ნაწილი – მეორე ტაძრის დანგრევის დროს – რომაელთა მიერ იქნა განადგურებული. მათი აღდგენა მოხდა ან ომეიადების მუსულმანური დინასტიის მიერ – ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში – ან ფატიმიდების დინასტიის მიერ – მომდევნო საუკუნეში. რესტავრაციის ფარგლებში მათ თავდაპირველ კედელს ქვათა რამდენიმე რიგი დააშენეს, მოედანი კი ახლიდან მოაწყვეს. თავდაპირველი დიდი და სხვადასხვა ზომის ქვებისაგან განსხვავებით, ახალი ქვები შესამჩნევად მცირე, მაგრამ იდენტური ზომისა და ფორმის იყო.

ისტორიკოსთა აზრით, გოდების კედელთან ლოცვის ტრადიცია მე-14 საუკუნიდან მოდის. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ებრაელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც ისინი  წმინდა ქალაქში ამოვიდონენ,  ამ ქვას შეეხებოდნენ და ისე აღავლენდნენ ლოცვას. იორდანიის მიერ ძველი ქალაქის დაპყრობის შემდეგ ებრაელებმა თავის სიწმინდესთან მისასვლელად ყველანაირი შესაძლებლობა დაკარგეს. იერუსალაიმელი ებრაელები ჩვეულებისამებრ სიონის მთაზე იკრიბებოდნენ, გოდების კედელს გადაჰყურებდნენ და თავიანთ სამგლოვიარო ლოცვას კითხულობდნენ.

ოსმანელთა ბატონობის დროს, მოგვიანებით კი ბრიტანეთის მანდატის პირობებში, გოდების კედელზე დაშენებულ იქნა კიდევ 16 ვიწრო რიგი. ბრიტანელთა მანდატის დროს დაშენებამ ებრაელებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია.

ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ ძველი ქალაქი დაიკავების შემდეგ  აშენდა მლოცველთათვის და ტურისტებისათვის განკუთვნილი მოედანი და 1967 წლის „შაბუყოთის“ დღესასწაულზე გოდების კედელი პირველად გაიხსნა მლოცველთათვის.  დამონტაჟებულ იქნა განათება, რის წყალობითაც მლოცველებს ღამითაც მიეცათ ამ წმინდა ადგილზე ყოფნის შესაძლებლობა.  ამ პერიოდში  კედელს ქვების კიდევ ერთი რიგი დააშენეს. დღეისათვის გოდების კედელთან სალოცავად გამოყოფილი ტერიტორია 60 მეტრს შეადგენს. დამატებით 20 მეტრს ე.წ. „რობინსონის თაღი“ იკავებს.

ყოველწლიურად გოდების კედელთან 8 მილიონი მლოცველი მიდის,  რომლებიც აღავლენენ ლოცვას: „და შენს ქალაქ იერუსალაიმში მოწყალებით დაბრუნდები“.

აქ ქალები და კაცები ცალ-ცალკე ლოცულობდნენ.  ძველად კედლის ბზარებში თურმე რკინის ლურსმნებსაც არჭობდნენ, რაც კურთხევის საწინდარი ყოფილა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა.  დღეს კედელთან მსოფლიო სხვადასხვა კუთხიდან ჩასული, სხვადასხვა სარწმუნოების წარომადგენლები ლოცულობენ. ზოგიერთი თავიანთ სურვილებს, თხოვნას ფურცელზე წერს და კედლის ბზარებში ტოვებს, იმ იმედით, რომ ღმერთი მათ ლოცვას  აუცილებლად შეისმენს.

დასავლეთის კედელს – “მოწყალების ჭიშკარსაც” უწოდებენ, რადგან, ხალხის რწმენით, უფლის შარავანდედი  აქ არის დავანებული. ბევრი თქმულება არსებობს ამ კედლის შესახებ. ერთ-ერთი  მათგანის თანახმად: “უხსოვარ დროს წმიდა ტაძრის (ბეთჰამიკდაშის) სამშენებლო სამუშაო ისრაელის შვილთა სხვადასხვა ფენებზე გადანაწილებულა.  დასავლეთის კედლის აგება თურმე ღარიბებს ხვდათ წილად. როცა მტრებს ტაძრის დანგრევა დაუპირებიათ, ზეციური ანგელოზები ჩამოსულან, კედლისათვის თავიანთი ფრთები გადაუფარებიათ და უთქვამთ: ღარიბთა ჯაფით აგებული კედელი არასოდეს დაინგრევა” (ზეევ ვილნაი, “ერეც ისრაელის თქმულებები”. მე-5 გამოცემა).

უკუნ ღამეში დასავლეთის კედელსა და მის მლოცველებს თეთრი მტრედი განასახიერებს, რომელიც ოდითგანვე ისრაელის საკრებულოს სიმბოლოდ ითვლება.

არქეოლოგებმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ  დასავლეთ კედლთან  აღმოაჩინეს ქვის ბლოკები, რომელთა   სიგრძე 13,6 მეტრია, სიგანე – 4,6 მეტრი, სიმაღლე – 3,3 მეტრი, წონა – 628 ტონა. ეს უზარმაზარი ქვის ბლოკი ტაძრის მთის დასავლეთ კედლის გვირაბში მდებარეობს. საუკუნეების მანძილზე ეს ადგილი საცხოვრებლებით იყო დაფარული, ამიტომ, თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული. გვირაბი უშუალოდ გოდების კედლის ქვეშ მდებარეობს. მიწისქვეშა კედლის სიმაღლე ახლა უკვე ორჯერ აღემატება იმას, რაც მიწის ზემოთაა.  მკვლევართა დიდი ინტერესი კლდის გუმბათის მეჩეთისკენ არის მიმართული, თუმცა ეს ყველაზე საინტრესო ადგილი ტაძრის მთაზე მუსულმანების სრულ განკარგვაშია, რის გამოც იქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება აკრძალულია. კვლევა მხოლოდ ებრაულ ნაწილშია შესაძლებელი. ერთი რამ ცნობილია, იმ მოედნის ქვეშ, რომელზედაც დღეს ალ–აქსა და კლდის გუმბათის მეჩეთები დგას, სიცარიელეა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მის ქვევით რაღაც ნაგებობები უნდა იყოს. მეგალითურ ბლოკში გაკეთებულია ნახვრეტები, რომლებშიც  ხის  საყრდენებია შემორჩენილი. ეს ხე იმდენად ძველია, რომ გაქვავებულია. მათი ასაკი ათობით ათასი წელი შეიძლება იყოს.

გამოყენებული მასალა: საქართველოს ებრაელთა რაბინების კავშირის გაზეთი „სინათლე“ (#15 – 04.08.2016); „დიდი ზეიმი გოდების კედელთან“-საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი-www.georgianjews.org; „რა იმალება გოდების კედლის ქვეშ?“-http://mirchie-love.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

Share14Tweet9

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

ნეიმინგი,  სააგენტო რომელიც ურჩევს სახელწოდებას თქვენს ბიზნესს

ნეიმინგი, სააგენტო რომელიც ურჩევს სახელწოდებას თქვენს ბიზნესს

8 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი: “ბიძინა ივანიშვილზე “ნაციონალური მოძრაობა” ჭორებს ავრცელებს”

12 years ago

უამინდობას დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია

13 years ago
20 მარტს საქართველოს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატი იწყება

20 მარტს საქართველოს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატი იწყება

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by