• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, November 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი – ვინ შეძლებს სოციალურ – ეკონომიკური დახმარებების მიღებას?

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
მაღალმთიანი რეგიონებისთვის 2016 წლიდან სხვადასხვა სოციალური დახმარება ამოქმედდება
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, სოფლები, ადგილობრივების ცხოვრების წესი – მიმზიდველი ბუნებისა და კულტურის უკან მოსახლეობის მძიმე ყოფა დგას. ბოლო წლებია, საცხოვრებლად შეუფერებელი პირობების, განუვითარებელი ეკონომიკური გარემოს მიზეზით, მაღალმთიანი რეგიონების სოფლები მოსახლეობისგან იცლება – ბერდება. პრობლემის სიმწვავის გამოხატულება გამქრალი სოფლები და გადმოწეული საზღვერებია.

საქართველოს მთავრობის მიერ, 2016 წლის 1 იანვარში, ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მაღალმთიან რეგიონებში მოიაზრება 1500მ და ზემოთ სიმაღლეზე (გურიისა და აჭარის შემთხვევაში – 1000მ) დასახლებული ტერიტორიები, ამასთანავე, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ–ხევსურეთში, თუშეთში, ზემო და  ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს.

მაღალმთიანი

როგორ უნდა მოვიპოვოთ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და რა შემთხვევაში შეიძლება მისი გაუქმება?

მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან რეგიონში და ამ უკანასკნელში, ფაქტობრივად, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, 9 თვე ან მეტ ხანს ცხოვრობს. ამ სამი კრიტერიუმის არსებობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამოწმებს.

ბრძანების თანახმად, ეს მოსახლეს სტატუსი შეიძლება გაუქმდეს იმ შემთქვევაში, თუ იგი გარდაიცვლება, აღარ იქნება საქართველოს მოქალაქე ან დარეგისტრირდება სხვა საცხოვრებელ ადგილას (გარდა მაღალმთიან  ადგილას გადასვლისა).

მოსახლეზე, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, შემდეგი სახის, შესაბამისი სოციალური დახმარებები გაიცემა:

ა) საპენსიო ასაკს მიღწეული, მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად დამატებით თანხას – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით მიიღებს;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯედიტან, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებენ:

ბ.ა) ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას;

ბ.ბ) ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობას;

გ) მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფისთვის გატარდება კონკრეტული ღონისძიებები;

დ) მაღალმთიან დასახლებაში, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა;

ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით, ერთი წლის განმავლობაში, გაიცემა არანაკლებ 100 ლარი;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატი გაიცემა საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით;

ზ) საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაიცემა.

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის

სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დანამატი გაიცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და პირობების შესაბამისად.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამ საკითხს საქართველოს საგადასახადო კოდექსი დაარეგულირებს. კერძოდ, ორგანო უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს „ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, გარკვეული ვადითა და წესით გაათავისუფლოს გადასახადებისგან.

აქვე მოგახსენებთ, რომ „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“  სტატუსი არ ენიჭება ან უუქმდება თუ იგი ახორციელებს:

ა) ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას;

ბ) მომსახურების გაწევას, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;

გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

საქართველოს მთავრობამ პროექტის განხორციელების უზრუნველყოფისთვის, საზედამხედველო ღონისძიებების გატარებისთვის, მთის ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა. მის მოვალეობაშია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და განმარტებული ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოს მთვრობასა და შესაბამის სამინისტროებთან ერთად (მაგ: ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები).

„თბილისი თაიმსი“, ამ ეტაპისთვის, პროექტის ფინანსური მხარის დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან, პროექტის ეს ნაწილი 2017 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ჩამოყალიბდება მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდი, რომელიც პროექტის ფინანსური მხარეს უზრუნველყოფს.

მარიამ ტაკაშვილი

მარიამი

Share4Tweet3

ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა
ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
ახალი ამბები

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი დაამტკიცეს

თბილისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 years ago

სანტები თბილისის ათივე რაიონში მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ

9 years ago

კვლევა: პლასტმასის ჭურჭელი სიმსივნის რისკს ზრდის

3 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური“

ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური“

13 years ago

ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას
ახალი ამბები

“გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას

11/20/2026

ენერ­გე­ტი­კი­სა და ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს და ურ­ჩევს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის სარ­კმე­ლი ღია...

მეტის ნახვაDetails
“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

“ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში

11/20/2026
“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/20/2026
“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

“განქორწინება ჯოჯოხეთი იყო… ყველაფერი შეიძლება ფოტოზე ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ…” – ილია თოფურიას ყოფილი ცოლი პირველად საუბრობს განშორებაზე

11/20/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • “გამათბობელი არ გამორთოთ ღამე, ჯობს იმუშაოს დაბალ რეჟიმზე“ – ენერგო უსაფრთხოების ექსპერტის რჩევები მოსახლეობას 11/20/2026
  • “ტყუპების დედა მეხვეწებოდა, მიშველე, ხომ იცი სიბნელის მეშინიაო” – სიცოცხლის ბოლო წუთები ნანგრევებში 11/20/2026
  • “ბინაში დამონტაჟებული იყო ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა” – ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/20/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by