• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნოდარ დუმბაძის თვალით დანახული სამშობლო

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ნოდარ დუმბაძის თვალით დანახული სამშობლო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

dumbadze_nodar_01_recto-691x1024დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.

– სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…

– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე.

– დაჯექი დუმბაძე, – მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.

– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე. ….

დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.

– აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! – ვკითხე უცებ ჯარისკაცს,

– ოღონდ, თუ კაცი ხარ, არ გამცე დაშტამპული, მაღალფარდოვანი, გაცვეთილი და ყალბი პასუხი. გულწრფელად თქვი ის, რასაც ფიქრობ! – ვთხოვე მე.

მან დიდხანს უყურა გაღმა ნაპირს, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:

– რა ბედნიერებაა, ამხანაგო ლეიტენანტო, მე და თქვენ რომ ამ ხიდს გამოღმა დავიბადეთ. …. სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ. …. იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო. თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს. ….

– რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?

– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუფიქრებლად ქუჩაში…

– დიახ, ასე უცბად დაუფიქრებლად, ქუჩაში…

– ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მიპასუხებს და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.

…. კიდევ რა არის სამშობლო? თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.

…. კიდევ? კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.

კიდევ რა?

– სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე. …. როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.

– იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.

– მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, – მიპასუხებს იგი.

ნოდარ დუმბაძე წერილიდან “სამშობლო”.

წყარო: jolo.ge

Share1Tweet1

ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა
ახალი ამბები

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
ახალი ამბები

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს
ახალი ამბები

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026
მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026

საინტერესო

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს -დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს -დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

8 years ago
N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის  სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

N15 დაწესებულებაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო

11 years ago

პეტრო პოროშენკო: “უკრაინის ბრიგადამ გაათავისუფლა რაიონული ცენტრი იასინუვატა”

12 years ago

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

10 years ago

ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
ახალი ამბები

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

11/24/2026

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

მეტის ნახვაDetails
„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი

„მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი

11/23/2026
„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

„12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე

11/23/2026
ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის 11/24/2026
  • „მინდოდა შვილებისთვის მიმეცა მაგალითი…“ – გაიცანით, ხუთი შვილის დედა, სამხედრო მოსამსახურე ნინო ეგნატაშვილი 11/23/2026
  • „12 ქვეყნის ჟიურის წევრები ფეხზე წამოუდგნენ ქართველს და საქართველოს…“ – თათია კობალაძის წარმატება ჩინურ მუსიკალურ კონკურსზე 11/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by