• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

200 მიმდევარი და საკულტო ტაძარი თბილისში – „კრიშნაიზმის” 30 წლიანი ისტორია საქართველოში

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
200 მიმდევარი და საკულტო ტაძარი თბილისში – „კრიშნაიზმის” 30 წლიანი ისტორია საქართველოში
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

XX საუკუნის 60-იან წლებში ძველი აღმოსავლეთის უძველესი რელიგიის ინდუიზმის საფუძველზე წარმოიშვა „კრიშნაიზმი“, რომელიც ინდუსთაღვთაების -„კრიშნას“თაყვანისმცემლობაა.

ინდოეთის ერთ-ერთი გურუს მოწოდებით შრილაპრაბჰუპადა1965 წელს ჩავიდა ამერიკაში ამ  მოძღვრების საქადაგებლად.ცალკედენომინაციადაც, სწორედ აქ, ჩამოყალიბდა 1966 წლის ივნისში, როგორც „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“. მიმდინარეობა მალე გაფართოვდა და 1978-80 წლებში მსგავსი ორგანიზაციები მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში ჩამოყალიბდა.

ღვთაებათა მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულებით, მათდამი  რელიგიური თაყვანისცემის ფორმებით, ცხოვრების წესითა თუ კონკრეტული აკრძალვებით გამოირჩევიან ე.წ „კრიშნაიტები“, რომელთაც  საქართველოშიც, ძირითადად, კი თბილისში შეხვდებით.  იმისათვის, რომ დეტალურად გაგვეგო ამ რელიგიური მიმდინარეობის საქართველოში გავრცელების, სწავლებისა, თუ მთავარი პრინციპების შესახებ „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა „კრიშნას ცნობიერების საზოგადოების“ ერთ-ერთ წარმომადგენელ დავით თუთბერიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ  საქართველოში ამ მოძრაობას ოცდაათწლიანი ისტორია აქვს, ხოლო ოფიციალურად 10 წლის წინ დარეგისტრირდნენ და მთლიანად შემოწირულობების ხარჯზე არსებობენ.

თავდაპირველად, სოხუმში შეიქმნა, მისი ინიციატორი ოთარ ნაჭყებია იყო, რომელსაც 80-იან წლებში ინდუისტური სამლოცველო საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი.„კრიშნაიზმი“ მალე თბილისშიც გავრცელდა. 1986წელს  მისივე თაოსნობით ჩამოყალიბდა „ვედური კულტურის ცენტრი“, როგორც ტაძარი და აშრამი ანუ საცხოვრებელი ამ მიმდინარეობის წევრებისთვის.

საქარველოში ეს ორგანიზაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი1990-იანი წლების პირველ ნახევარში იყო, როცა 500 მიმდევარს ითვლიდა. დღეს, საქართველოს მოქალაქე კრიშნაიტთა რიცხვი 200 არ აღემატება.

daviT tutberidze„ეს რელიგია არის მეცნიერება, რომელიც მომდინარეობს უძველესი წმინდა წერილებიდან -„ვედებიდან“ და რომელიც  სამყაროს გაჩენის დღიდანვეარსებობს. იგი მასწავლებლიდან მოსწავლეს ზეპირად გადაეცემოდა. ისინი მოგვიანებით ჩაიწერა. ვედები ადამიანებს ასწავლის ეთიკისა და მორალის წესებს, რაც პრაქტიკულად მათგანამტკიცებს რელიგიაში. მასში  განვრცობილია 4 ძირითადი ღირებულება- დჰარმა ანუ სჯული, ართჰა ანუ კეთილდღეობა, კამა ანუ ტკბობა-საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილება, მოქშა ანუ განთავისუფლება. „კრიშნაიტები“ ამ ღირებულებებს რა თქმა უნდა იზიარებენ, თუმცა ეყრდნობა ამ მეცნიერების ყველაზე წმინდა მე -5 ნაწილს -სწავლებას ღმერთისადმი უანგარო  ექსტატიური სიყვარულის შესახებ. „კრიშნას ცნობიერების“ მთავარი მრწამსიც სწორედ  ამაში მდგომარეობს“- დავით თუთბერიძე.

ვედების მეხუთე, ყველაზე საკრალური მცნებამე-16 საუკუნეში დედამიწაზე ღმერთის ყველაზე მოწყალე ავატარამ (ის ვინ ჩამოდის ზეციდან, უფლის განსხეულება) უფალმა ჩაიტანიამ მოიტანა და გააცოცხლა.

კრიშნა უზენაესი პიროვნებაა. ყველაფერი მას ეკუთვნის და ემორჩილება. სიტყვა „კრიშნა“ ყოვლად მიმზიდველს ნიშნავს და ის ღმერთის უზენაესი ფორმაა. ადამინებსმასთან  სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ: ნეიტრალური, როგორც მსახურის დამოკიდებულება ღმერთთან, მეგობრული, შვილის მშობლისადმი  ან როგორიც სატრფოსადმი.

ბატონმა, დავითმა გვითხრა, რომ ის ვინც გაიზიარებს „კრიშნას ცნობიერების“  სწავლებას, მზად არის დაიცვას ის წესები,რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ირჩევს მოძღვარს და  მისგან ხდება ხელდასხმა, ინიციაცია. იღებენ სულიერ სახელს, როგორც ძველი ცხოვრების წესის უარყოფის სიმბოლოს.

დავით თუთბერიძე – „ის ვინც უერთდება ამ მიმდინარობას, იღებს სახელს ავტორიტეტული სულიერი მოძღვრისგან და დებს კურთხევას:

– არ მიიღებს ძალადობრივ საკვებს, არ შეჭამს ხორცს;თევზს,

– არ მიიღებს ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელს, ჩაის , ყავას,  ნარკოტიკებს;

– არ მიიღებს მონაწილეობას აზარტულ თამაშებში;

-არ ექნება უკანონო სქესობრივი ცხოვრება. 

მოსწავლე მასწავლებლისგან იღებს კრიალოსანს, რომელზეც ასრულებს„მანტრას“ – განსაკუთრებულ 16 მარცვლიან ლოცვას „მაჰამანტრას“. აქ ლოცვას და მედიტაციას მთავრი ადგილი უკავია.

„კრიშნაიზმის“ მიმდევრები გულზე წმინდა მცენარე  ტულასის მძივს ატარებენ. ერთი წრე ნიშნავს იმას, რომ აღიარებს ვედურ ცოდნასა და კულტურას, ხოლო  სამი წრე  იმას,რომ გარდა აღიარებისა მიღებული აქვს სულიერი მოძღვრის ხელდასხმა.

მოძღვრის,  „გურუს“ ძებნა ტერიტორიის მიხედვით არ ხდება, მას უფალი თავად უგზავნის მორწმუნეს. „გურუ“ ის პიროვნებაა,რომელმაც მთლიანად დაძლია მატერიალური სურვილები და სულიერი რეალობის ხედვა მიიღო თავისი  მოძღვრისგან. როგორც ბატონმა დავითმა გვითხრა ქართველი გურუ არ არის.

ვედურიმოძღვრების მთავარი ფუნდამენტი რეინკარნაციაა-სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. ადამიანი არის სული და არა სხეული. ის ღმერთის ნაწილია და მისი ამქვეყნიური ცხოვრების მიზანიც პირველსაწყისთან დაბრუნებაა, რაც არ არის მარტივი. ადამიანი გადის  განწმენდისა და გაუმჯობესების ვრცელ გზას-„ამისათვის ერთჯერ დაბადება არ კმარა, დედამიწას ევლინება სხვადასხვა დროს და რამდენიმე ცხოვრების გზას გადის. როცა ეს სხეული არის გამოუსადეგარი,სული გადადის სხვა სხეულში. ადამიანებს სიკვდილის მომენტში, თუროგორისურვილებიდამიდრეკილებებიდარჩათ განსახორციელებელი, იმის მიხედვით ხდება ახალი სხეულის ფორმირება.“

კრიშნას ცნობიერების წარმომადგენლები ტაძარში საკვირაო პროგრამებზე იკრიბებიან, ატარებენ ღვთისმსახურებას, რაც გულისხმობს გალობას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, ეცნობიან ვედურ ფილოსოფიას: ბჰაგავად გიტასა და შრიმადბ ჰაგავატამს, ეს მათი მთავარი წმინდა წერილებია, მიაგებენ პატივს კრიშნას გამოსახულებას. ეწყობა საკვირაო პროგრამა, რომელზეც მრევლისა და სტუმრებისათვის იკითხება ლექცია ბჰაგავად გიტას შესახებ, შემდგომ ხდება ნაკურთხი საკვების –პრასადის დარიგება.

“საკურთხეველზე დგას ღვთაებათა ქანდაკებები წყვილად. მათ წინაშე მსახურებები დღე-ღამეში რამდენჯერმე სრულდება. ზოგიერთი ღვთება ძალიან ამაღლებული და წმინდაა, ამიტომ ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.”

ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ რელიგიურის გარდა, სოციალური მსახურებებიც  აქვთ. საკვებითა დატანსაცმლით ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა მეტ კონცენტრაციას სულიერ განვითარებაზე ახდენენ. ასევე მონაწილეობენ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიის საბჭოს შეხვედრებში, რაც შეეხება რელიგიის სააგენტოს, მათთან რაიმე სახის თანამშრომლობა ჯერ არ აქვთ.

რელიგიურ მიმდინარობებთან კარგი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. მონაწილეობენ კათოლიკური ეკლესიის უნივერსიტეტში გამართულ საუბრებში, სადაც სხვადსხვა დენომინაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რაიმე განსაკუთრებული ერთობლივი  პროექტი არ ჰქონიათ.

ბატონმა დავითმა  გვითხრა, რომ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან ამჯობინებენ ისაუბრონ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე.

აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიების დროს გავარკვიეთ, რომ საქართველოში გარდა „კრიშნას ცნობიერების საზოგადოებისა“ არსებობს „ჰარე კრიშნა მოძრაობა – უფალი ჩაიტანიას მისია“, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ცალკეა გამოყოფილი. „თბილისი თაიმსი“ მათ წარმომადგენელს, მწერალ ალეკო შუღლაძეს გაესაუბრა, რომელმაც გამოყოფის მიზეზად  „სწავლებითი ნიუანსები“ დაასახელა.

aleko SurRulaZeალეკო შუღლაძე – „ვაიშნავიზმი ინდოეთში არსებული ერთ–ერთი მთავარი რელიგიაა. ვაიშნავები კი კრიშნას მიმდევრები არიან და ღმერთს, როგორც პიროვნებას, ისე აღიარებენ. კრიშნა, ადამიანის მსგავსი სხეულით, 5000 წლის წინ მოევლინა დედამიწას, თუმცა მისდამი თაყვანისცემა მუდმივად არსებობდა. წმინდა წერილებში ჩამოთვლილია კრიშნას ინკარაციები, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ სხვადასხვა პიროვნებების სახით. ყველაზე დიდი ძვრები ვაიშნავურ სწავლებაში დაახლოებით ხუთასი წლის წინ, 1486 წელს მოხდა, როდესაც შრი კრიშნა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ მოევლინა კაცობრიობას. მან დიდი წვლილი შეიტანა ვაიშნავიზმის არსის ბოლომდე გაგებაში. ამ პერიოდიდან დაიწყო „გაუდია ვაიშნავიზმის“ ხაზის განვითარება. ეს სწავლება 1965 წელს ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადამ დასავლეთის ქვეყნებს გააცნო. სწორედ 60-იანი წლების მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ვაიშნავიზმის დასავლური სკოლა, რომელიც დღეს თბილისშიც არის– „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო  საზოგადოება“,  იგივე „ისკონი“, რომელიც გაუდია ვაიშნავიზმის თავდაპირველ სწავლებას ბოლომდე მკაცრად და ზუსტად არ მისდევს. მათი სწავლება შერბილებული და გამარტივებულია. პრაბჰუპადას გარდაცვალების შემდეგ მისი სწავლება მოსწავლეებმა გააგრძელეს და  „კრიშნას ცნობიერების საზოგადოებაც“  ამ მოსწავლეების ორგანიზაციას წარმოადგენს.  

ჩვენი სულიერი მოძღვარი შრილა ბჰაკტივედანტა ნარაიანა გოსვამი გაუდია–ვაიშნავიზმის ერთ–ერთი დიადი მასწავლებელია და შრი კრიშნა ჩაიტანიას სწავლება, პრაბჰუპადას მერე სწორედ მისი საშუალებით გადმოგვეცა. ეს არის თავდაპირველი საკრალური სწავლება.“

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In