• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოხეს სადავო შენობას რელიგიური დატვირთვა არ ექნება – კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რელიგია3 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულმა მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. შენობა, რომელზეც ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა უკვე ორი წელია დავობს ისტორიულად მეჩეთია თუ  ნაეკლესიარი,  არც ერთ მხარეს არ გადაეცემა, მის დაცულობაზე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იზრუნებს.

„სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. მუსლიმ თემზე შესთავაზებული იქნა ორი ვარიანტი ლოცვის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით: 1. სოფელში არსებული სამლოცველო შენობის მესაკუთრისგან გამოსყიდვა და მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა,  2. სოფლში ცენტრალურ ადგილას გამოიყოს მიწის ნაკვეთი მეჩეთის აშენებისათვის. რაც შეეხება ე.წ. სადაო შენობას.  კომისიას მის კონფესიურ წარმომავლობასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ მის სამომავლო დაცულობასთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს  ოფიციალური განცხადებაში.

მოხეს კომისიის გადაწყვეტილებასა და მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და თვლის, რომ ის  მოხეში მცხოვრები მუსლიმებისათვის შეურაცხმყოფელია.

შეთავაზებულ ვერსიებს კომისიის წევრი მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც დაეთანხმნენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება თავად ადგილობრივმა მუსლიმებმა უნდა მიიღონ.  პორტალ „სამხრეთის კარიბჭესთნ“ საუბრისას მუსლიმთა ნაწილი ამბობს, რომ უმჯობესი იყო სადავო შენობა მათ გადასცემოდათ, თუმცა   იმ პოზიციას დაეთანხმებიან, რასაც სახელმწიფო და სამუფთო სამმართველო გადაწყვეტს. მათთვის მთავარია გარეთ აღარ უწევდეთ ლოცვის აღვლენა. უპირატესობას კი ახალი სალოცავის აშენებას ანიჭებენ.

მართლმადიდებლური მხარისთვის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავო შენობისა და მუსლიმებისთვის შესათავაზებელი ვერსიების შესახებ მისაღებია. „საქართველოში არასდროს ყოფილა, რომ ვინმეს შეზღუდული ჰქონდეს ლოცვის უფლება. რაც შეეხება მრევლს, შევეცდებით რომ დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოსახლეობას. მათ დავეხმარებით მეგობრობაში, ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში“- აღნიშნა სხდომის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო –კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

შეხვედრიდან გამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ სააგენტო იღებს ვალდებულებას, მოამზადოს შენობის დაცულობისა და ფუნქციური დატვირთვის კონცეფცია. ხოლო რა ფუნქციით მოხდება შენობის გამოყნება ამაზე მომავალში იმსჯელებენ. ფაქტია, რომ შენობის რომელიმე კონფესიისთვის გადაცემის საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგება.

„თუ რა ფუნქცია ექნება შენობას, ამაზე ვიმსჯელებთ. შესაძლოა, იყოს კულტურულ–საგანმანათლებლო, თუმცა ყველაფერი ჯერ იდეის დონეზე. სააგენტო ისტორიულ კვლევას არ გეგმავს. კომისია შეთანხმდა, რომ რომ არც ერთ მხარეს არ გადაეცემა სადავო შენობა. ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა, უბრალოდ მომავალ ფუნქციაზე იქნება საუბარი და მის დაცულობაზე.“- ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ნკოლოზ ანთიძე.

კომისია მუშაობას აგრძელებს, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დააანონსა, მომავალი სხდომა ისევ ახალციხეში, პირველ დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

CNN: რას გეგმავენ მსოფლიო ლიდერები ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით?

8 years ago
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ნაბიჯს, რომელსაც დგამს მოსკოვი”

“მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან”

11 years ago
კარლ ჰარცელი – ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში

კარლ ჰარცელი – ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, რომ ჰქონდეს თავისი ხედვა უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში

7 years ago
“საქართველოს ბალახზე რაიმე გამორჩეული საფეხბურთო თვისებები არ გამოუვლენია, პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ – ბერძნული მედია

“საქართველოს ბალახზე რაიმე გამორჩეული საფეხბურთო თვისებები არ გამოუვლენია, პენალტების სერია, როგორც წესი, უფრო სუსტი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს“ – ბერძნული მედია

3 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by