• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა
A A
საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და  გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; ელექტრონულად ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც ქვეყნის მოქალაქეებს სწრაფად და მარტივად შეუძლიათ; წარმატებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა − ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც საქართველო ინდონეზიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და დახმარებას შესთავაზებს. საქართველოსა და ინდონეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დღეს, 15 დეკემბერს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა ასმან აბნურმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ინდონეზიელ კოლეგას სერვისების გაცემის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება შესთავაზა:

„მზად ვართ, შევისწავლოთ თქვენთან არსებული სისტემა და დაგეხმაროთ  პრობლემების იდენტიფიცირებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ოპერატორების დროებით მიმაგრება იუსტიციის სახლებში პრაქტიკული გამოცდილების მისღებად“.

ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის თქმით, საქართველოსთან  თანამშრომლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან მოგვცემს მეტ საშუალებას, გავიზიაროთ წარმატებული მაგალითი სერვისების გაცემისა თუ ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, რომელსაც ახლა ვავითარებთ“, − აღნიშნა ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა დოკუმენტის ხელმოწერისას.

საქართველო ინდონეზიას საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმირებაში დაეხმარება; გამოცდილებას გაუზიარებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, თუ როგორ განახორციელოს  ელექტრონული მმართველობის რეფორმა და წარმატებით უპასუხოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გამოწვევებს.

თანამშრომლობის მემორანდუმი ქართველ და ინდონეზიელ ექსპერტებს, სხვადასხვა დონის დელეგაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.  დაიგეგმება და ჩატარდება კონფერენციები, სემინარები და  სამუშაო შეხვედრები. ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ინდონეზიას იმ რეფორმების გატარებაში დაეხმაროს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უკვე წარმატებით ხორციელდება და რომლებმაც საქართველოს საერთაშრისო აღიარება მოუტანა − 2017 წლის შემოდგომაზე ის „OGP“-ის მმართველი კომტეტის წევრად აირჩიეს. საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ქართული რეფორმების ექსპორტის სურვილი ინდონეზიამ 28 სექტემბერს გამოთქვა, საქართველოში ინდონეზიის  ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის მოადგილის ვიზიტისას. დელეგაციას ქართული რეფორმები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ გააცნო. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებაც ამ ვიზიტის დროს იქნა მიღებული.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და ინდონეზიას შორის   „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მასში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის გახსნით ღონისძიებაში, მრგვალი მაგიდის მინისტერიალის ფარგლებში 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო ქართული გამოცდილება ღია მმართველობის კუთხით, გამართა ორმხრივი შეხვედრები ცალკეული ქვეყნის დელეგაციებთან.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ინდონეზიაში დღეს დასრულდება.

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

თუ მართლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და აღრიცხვაზე არ იყო, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?- გოგა ჩანადირი

თუ მართლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და აღრიცხვაზე არ იყო, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?- გოგა ჩანადირი

2 years ago
ახალგაზრდული შესაძლებლობების პირველი, ქართული ონლაინ პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია

ახალგაზრდული შესაძლებლობების პირველი, ქართული ონლაინ პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია

5 years ago

“პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის”

8 years ago
მამუკა ბახტაძე – გპირდებით, რომ 2022 წელს პედაგოგის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

მამუკა ბახტაძე – კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა

7 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by