• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Worlds in my eyes

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
Worlds in my eyes
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14914902_558810974320875_1555132968_nპირი ჰგავს? ჰგავს.ცხვირი ჰგავს? ჰგავს.თვალები? თვალები თუ ჰგავს? ჰგავს.

არა,მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს.

იშვიათი შემთხვევაა-სარკეში ჩავიხედე. მაღაზიის ვიტრინაში ვიღაცის ფიგურა აირეკლა. ვცნობ, მაგრამ დაჯერება მიჭირს-თვალები ჩემია, მაგრამ მე არ ვარ.

მამა მიყურებს.

თვალები მართლაც ჩემია, ოღონდ მამა მიყურებს.

არა, მე მაინც არ ვგავარ მამაჩემს.

სახელმწიფოში,სახელად ოჯახი, 2 ბანაკია. მამა დოგმებს მკარნახობს, მე მათ “გაადამიანურებს” ვცდილობ. ის რადიკალი კონსერვატორია, მე ლიბერალიზმსა და სოციალ-დემოკრატიას შორის გაჩხერილი. ის მეყანწეა, მე სტარბაქსჭიქიანი.

უფრო ვაკვირდები ჩემს თვალებს.

არა,რაღაცით ვგავართ.

***

ერთი, ორი, სამი, დახუჭეთ თვალები.

შემდეგი გაჩერებაა სიბნელე/next station-darkness.

შავეთში შევდივართ.

***

პროტესტი კულტურული-არ გინდა გაიმეორო მშობლების შეცდომები.

პროტესტი ობიექტური-გინდა განვითარდე, მშობლებისგან დამოუკიდებლად.

პროტესტი სუბიექტური-უბრალოდ არ გინდა იყო მამის ან დედის ასლი.

მგონი, ვგავართ.

იმდენად, რომ მამას სამყაროს ვხედავ ჩემს თვალებში.

***

როცა ეს მსგავსება აღმოვაჩინე, მამასთან ხელიხელჩაკიდებულს აღარ მივლია.

ქვეცნობიერი შიში.

მეშინოდა, მისნაირი გამხდარიყავი.

ეს იგივე ბუნებასთან პაექრობაა-სიყვარულს გონება დაუპირისპირე.

მას მერე მამა აღარ იყო სამყაროს მწვერვალი, ის მხოლოდ მისი ერთ-ერთი ნაწილი გახდა.

ის და მთელი მისი თაობა.

მათგან მემკვიდრეობა დაგვრჩა-აოხრებული სახლი,სადაც ყველაფერი გასარემონტებელია-ეკონომიკა, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სფერო, მენტალიტეტი.

მამამ სხვა არჩევანი არ დამიტოვა,უარი უნდა ვთქვა…

ჩარჩოიან სტერეოტიპებზე…

ნორმად ქცეულ სულელურ ტრადიციებზე..

იძულებით ნათესაურ კავშირებზე,რომლებიც გღლის…

მშობლების სურვილით ჩაბარებულ პროფესიებზე…

მხოლოდ ხელფასიან სამსახურზე-ბუასილისა და დეპრესიის მეტს არაფერს გიტოვებს.

უბრალოდ,სხვისი კარნახით ცხოვრებაზე.

სამყაროში ორი აბსოლუტურად ერთნაირი რამ არ არსებობს. იდენტურ სიამის ტყუპებსაც კი,რომლებიც ერთ სხეულს ყოფენ, შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი მოუვიდეთ.

მაგრამ ”ვზროსლები” ცდილობენ…

მამა ცდილობს,მას დამამსგავსოს…

ძველი თაობა ჩალიჩობს, თავიანთ შაბლონებად გვაქციონ.

სავარაუდოდ, ციფრულ ფორმატში.

ძვირფასო მამა,

რომ გიმტკიცო,სამყარო შეიცვალა,თვიტონაც ეჭვი შემეპარება. ხალხი მრავლდება, თაობები იცვლება, მაგრამ ისევ ერთსა და იმავე გზას ვტკეპნით.ერთმანეთს ვერევით, ვეჯახებით, რომ ერთსა და იმავე პრობლემებს ახალი ფორმით შევუტიოთ.

შენ ეს ვერ შეძელი, საქმეები მიატოვე და ბირჟაზე დადექი.

შენი პრობლემები ჩემი მოსაგვარებელია.

შენი დაცარიელებული სახლიც ჩემი გასარემონტებელი.

დომინოს ურახუნებ, თან მაკონტროლებ.

ვეჯახები შენს წესებს, რომ გითხრა,ცოცხალი ვარ.

მა, მეც ვარსებობ.

გთხოვ, მარტო სიარული მაცადე.

შენთან ხელიხელჩაკიდებულმა რომ ვიარო,ცხოვრებას ვერ ვისწავლი.

შეცდომებს ვერ გამოვასწორებ.

ფეხს ვერ მოვიტეხ ამ “გარემონტებულ” და ჯიპებით გატენილ გზაზე.

მარტო სიარული მაცადე.

მხოლოდ ასე გაგიგებ.

***

ერთი, ორი, სამი…

შემდეგი სადგურია სინათლე.

ბოლო გაჩერებაა/last stop.

(ოჰ, ამ მეტროს ხმამ წესიერი ინგლისური ვერ ისწავლა).

***

მამა აღარ მიყურებს.

პირი ჰგავს? ჰგავს. ცხვირი ჰგავს? ჰგავს. თვალები? თვალები თუ ჰგავს? სუფთა “კაპიროვკაა”.

მაგრამ, მე აღარ ვგავარ მამაჩემს.

უკვვე ჩემს სამყაროს ვხედავ ჩემს თვალებში.

 

ანა მებურიშვილი

 

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა

დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა

12 years ago
„წიგნი და მუსიკა“ ქართული წიგნის ფესტივალი იწყება

„წიგნი და მუსიკა“ ქართული წიგნის ფესტივალი იწყება

11 years ago

ოთარ დანელიამ, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

11 years ago
ეგვიპტეში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ეგვიპტეში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

12 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by