• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, September 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილმა ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirika30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, – შპს „ასკანგელ ალიანსის“  ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა.

გიორგი კვირიკაშვილმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღო. საქვეყნო, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე – ასე შეაფასა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა და ინვესტორს, გოჩა ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, გურიაში ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალის შექმნა გამოაცოცხლებს და ააგუგუნებს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს.

“ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით – გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ პირველად, ამ საწარმოს  საქართველოს ისტორიაში, ქართულ საწარმოს ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე, 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს შედეგად, ხოლო შემდგომში, დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. “აწარმოე საქართველოში” ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის შვილები, წარმატებული ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი წარმატება ნახეს ქვეყნის გარეთ, უბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და მისი აღმშენებლობის ფერხულში ერთვებიან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გაცილებით ნაკლები საინვესტიციო ვალდებულების მიუხედავად, კომპანიამ 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და საწარმოს გაფართოებას განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურის ახლად გახსნილი კულტურის სახლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონების კულტურული აღორძინება მნიშვნელოვანია.

“ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობას ჰქონდეს ყველა ის სიკეთე, რასაც ქვეყან აქალაქებში აძლევს თავის მოსახლეობას. აუცილებელია, ბავშვებმა იარონ მუსიკის, მხატვრული კითხვის გაკვეთილებზე, შეისწავლონ საკუთარი კულტურა. აუცილებელია, ასეთი კერები იყოს რაიონებში, რათა აქედან წასული ოჯახები ზაფხულს თავიანთ მამა-პაპისეულ სახლებში ატარებდნენ, ისე, როგორც ადრე იყო. ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავარი დანიშნულება, რადგან ჩვენ ეს დავკარგეთ და დღეს ყველაზე მეტად ეს გვაკლია. ეს დღევანდელი, მამულიშვილური, პატრიოტული საქმე, არის უზარმაზარი ნაბიჯი ამ მიმართულებით. როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რომ სამსახური აქვთ, ოჯახებში შემოსავალი აქვთ, შვილები აქედან წასულ მშობლებს ელოდებიან საღამოს – და არა ხელცარიელს, როგორც ეს ადრე იყო, ყველაზე მეტად ეს მახარებს. დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს დამფუძნებელს.
საწარმოს მშენებლობა 2016  წლის ივნისში დაიწყო. კომპანია, ინვესტიციის  100 მილიონ ლარამდე გაზრდას და დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა

სახალხო დამცველის შეფასებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის „ახალდაქორწინებულთა პროგრამა“ დისკრიმინაციულია

10 years ago
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

7 years ago

„აშშ წუხილის და შეშფოთების ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის“- ნოდარ ხარშილაძე

9 years ago
ჟოზე მანუელ ბაროზო: “საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო ევროკავშირმა”

ჟოზე მანუელ ბაროზო: “საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც დაიწყო ევროკავშირმა”

12 years ago

ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

09/06/2026

თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც ფოტოგრაფმა მას წითელი ხალიჩის დატოვებას სთხოვდა, რადგან ამავე დროს იქ ჯორჯინა...

მეტის ნახვაDetails
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

09/06/2026
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

09/06/2026
გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

09/06/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს 09/06/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს 09/06/2026
  • საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები 09/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by