• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის“- ილია მეორე

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პატრიარქისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში იმყოფება, სადაც განაგრძობს  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა. მას ვნუკოვოს აეროპორტში თბილი დახვედრა მოუწყვეს მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმა და იქ იმყოფებოდნენ ასევე კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).

პირევლი შეხვედრა  რუსეთის საპატრიარქოს რეზიდენციაში გამაიმართა, სადაც  სულიერი ლიდერები ერთმანეთს მიესალმნენ და ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის არსებული მეგობრული, ღია  ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ასეთი თბილი ურთიერთთანამშრომლობა შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დონეზე რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების  გაუმჯობესებას.

ილია მეორე – „ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.”

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა. კირილემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს ვიზიტი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პატრიარქი კირილე – “ჩემთვის თქვენი ვიზიტი განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის. თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფიაც გადახლართულია თქვენს  ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი იმ სასიხარულო და სამწუხარო მოვლენის მომსწრენი ვართ, რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ხალხების ცხოვრებაში მოხდა. ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის იყო კეთილი, გულწრფელი, ნდობით სავსე და ღია. ვფიქრობ ეს გავლენას ახდენდა იმაზეც, რომ  ჩვენს ეკლესიებს შორის არსებობს კეთილი კავშირები.… მე ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას თქვენს ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენს ხალხებს შორის კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაში .”

20 ნოემბერს, როგორც რეგლამენტით იყო გათვალისწინებული მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.  წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღება გაიმართა.

უწმიდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში. დელეგაცია მოსკოვში ვიზიტს განაგრძობს. დაგეგმილია ქართული დიასპორასთან შეხვედრა, მანამდე კი  გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

ინფორმაციისთვის: რუსეთის პატრიარქი კირილე (ვლადიმერ) გუნდიაევი  1946 წლის 20 ნოემბერს, ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა  ლენინგრადის სასულეირო სემინარიასა და აკადემიაში. 1969 წლის 3 ნოემბერს იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა კირილე. 7 აპრილს აკურთხეს ბერდიაკვნად, ხოლო 1 ივნისს _ მღვდელმონოზვნად. 1971წლის 12 სექტემბერს დაადგინეს არქიმანდრიტად. 1971-1974 წლებში  მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა). 1976 წლის 14 მარტს არქიმანდრიტი კირილი გამოირჩიეს ვიბორგის ეპისკოპოსად და ლენინგრადის დიოცეზის ვიკარად. 1977წლის 2 სექტემბერს აიყვანეს მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 1984წლიდან პატრიარქად იტრონიზაციამდე იყო სმოლენსკისა და კალინინგრადის (1986წლიდან) მღვდელმთავარი. 1989წლის 13 ნოემბერს აირჩიეს სინოდის მუდმივ წევრად და ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად. 1991 წლის 25 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2009 წლის 27 იანვარს რუსეთის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ მიტროპოლიტი კირილე გამოირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად. მისი უწმინდესობის ინტრონიზაცია 2009 წლის 1 თებერვალს შესრულდა. პატრიარქი კირილე უშუალოდ ხელმძღვანელობს არაერთ სინოდალურ კომიტეტს, არის ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საპატიო პროფესორი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა და 700-მდე პუბლიკაციისა, დაჯილდოებულია თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი ორდენით, ასევე  რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი.

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In