• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთმანეთის არ გვესმის, სანამ გვგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ავადმყოფობაა” – ქეთევან ბარბაქაძე

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„სიტყვები არ მყოფნის“, – ეს ფრაზა ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენგანს უთქვამს. სამყარო იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, შეუძლებელია, რომ ჩვენთვის მხოლოდ ვერბალური მეტყველება იყოს დამაკმაყოფილებელი. დაფიქრებულხართ, რომ ხმოვანი ბგერების სიხშირეში გრძნობებს უჭირთ თავის დაღწევა და ჩვენი ემოციების ნაწილი ხშირად ფრაზებს მიღმა, სიტყვებს შორის რჩებიან. გიფიქრიათ, რომ განცდების სათანადოდ გადმოცემა გიჭირთ და ემოციების  გამოხატვის, მით უფრო, ახსნის პროცესში,  თქვენი უნარები არასაკარისად არის განვითარებული?!

დღესდღეობით თბილისში ამ  ბავშვებს მხოლოდ ერთი, #203 საჯარო სკოლა, ემსახურება, სწორედ აქ ასწავლის ჟესტების ენას ქეთი, მისი ორივე შვილიც ამავე სკოლის მოსწავლეა.  მონაცემთა ბაზაში აღნიშნულია, რომ სულ 185 ბავშვი სწავლობს თუმცა, როგორც შემდგომ აღმოვაჩინე ეს მონაცემები ძველია, სკოლის დირექციის თქმით, ამჟამად მოსწავლეთა სულ სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელია. (ამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან სკოლა თავს იკავებს) სმენადაქვეითებულ და სმენის არმქონე ბავშვების საჭიროებებზე „თბილისი თაიმსი“ 203–ე სკოლის პედაგოგს, ქეთევან ბარბაქაძეს ესაუბრა.

14670849_1168029203233163_3880072684638530127_nვინ არიან სკოლის აღსაზრდელები, თუ არიან რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებიც?

– სკოლაში სწავლობენ როგორც თბილისელი, ასევე, რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები, რომლებიც სარგებლობენ სკოლის პანსიონური მომსახურებით.

შეგიძლია, ვრცლად მესაუბრო, რა იგულისხმება პანსიონურ მომსახურებაში?

– ბავშვები, რომლებიც არიან რეგიონებიდან, ცხადია ვერ ივლიან ყოველდღიურად სკოლაში. ამიტომ, მათთვის არის სპეციალური მომსახურება: რჩებიან ერთი ან ორი კვირით (დამოკიდებულია, რამდენად შორს ცხოვრობს ბავშვის ოჯახი და ა.შ.) მათ აქვს ოთხჯერადი კვება და სააღმზრდელო მომსახურება, სადაც ვმუშაობ მეც მთავარ აღმზრდელად. ფაქტობრივად, ესაა სკოლა-პანსიონი.

იცის თუ არა სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებლებმა, პერსონალმა ჟესტური ენა?

– სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელმა, პერსონალმა მეტ-ნაკლებად იცის ჟესტური ენა. ჟესტური ენის კურსები ამჟამადაც მიმდინარეობს მათთვის.

როგორც ვიცი, თქვენი ორივე შვილი ცეკვავს და გარკვეული წარმატებებიც აქვთ ამ მიმართულებით. მაინტერესებს როდის და რატომ გადაწყვიტეს, რომ ეცეკვათ, ვინ იყო ინიციატორი ამ შემთხვევაში თქვენ თუ თავად ბავშვები?

– მყავს ორი სმენადაქვეითებული შვილი, ორივე ცეკვავს. თვითონ მოსწონთ ეს პროცესი და სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ბავშვები ბაღის ასაკიდან ცეკვავენ, მაგრამ კონკრეტულად, ქართული ცეკვით დაკავებულნი არიან სამი წელია, მას შემდეგ, რაც ჩვენს სკოლაში მოვიდნენ ქორეოგრაფები კულტურის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროექტით: “ჩვენ შეგვიძლია” რაც, უშუალოდ შშმ პირთა ინტეგრაციას გულისხმობდა. ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი სამსახური გაგვიწიეს ამით და მადლობელი ვარ ამ ადამიანების, ესენი არიან –  მარიამ ურუშაძე და ირაკლი თაბუკაშვილი.

მაინტერესებს, რა კონკურსებსა და ღონისძიებებში მიუღიათ მონაწილეობა თქვენს შვილებს?

– ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალებსა და კონცერტებზე. მონაწილეობა აქვთ მიღებული 2014 წლის სტუდენტური დღეების დახურვაზე. იმავე წელს საზაფხულო ფესტივალზე ,,მზიანი ქობულეთი“. ასევე, კონცერტები გვქონდა ქუთაისში, ყაზბეგში. გასული წლის ზაფხულში კონცერტი ჰქონდათ სვანეთში.

როგორ ფიქრობთ რა შეიძლება გაკეთდეს სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ბავშვების საზოგადოებაში  მეტი ინტერგრაციისთვის?

– ამ ბოლო დროს მეტი ყურადღება ექცევა ამ ბავშვების ინტეგრაციას საზოგადოებაში, თუმცა, ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ მათ და შესაბამისად, მეტი ყურადღებაა საჭირო. შიძლება ჩავრთოთ როგორც სპორტულ, ასევე ინტელექტუალურ ღონისძიებებში. მათ აქვთ არაჩვეულებრივი სამსახიობო ნიჭი. შეიძლება მათი ჩართვა პანტომიმაში.

ჩვენი ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში: ბოულინგში, მხიარულ სტარტებში, სასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატებში, ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღეს კონკურსში “ჩემი კონსტიტუცია”, აკეთებენ კლიპებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე,როგორიცაა: არჩევნების თემა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი კატაკლიზმების საფრთხეები და ა.შ. მაგალითად, ჩემმა შვილმა, გუშინ მონაწილეობა მიიღო საბავშვო საოჯახო გადაცემაში “სიტყვებით თამაში” საზოგადებრივ არხზე, სადაც თამაში წააგო, მაგრამ ვთვლი, რომ მისთვის უკვე დიდი ცხოვრებისეული “მოგებაა” რომ მონაწილეობდა ამ გადაცემაში.

ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება, ამიტომაც ვცხოვრობთ ერთად, ამიტომაც ვართ სოციუმის ნაწილი.  უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოჩენა არ ნიშნავს, სრულ სოციალურ ინტეგრაციას. ჩემი აზრით, როდესაც კულტურული აქტივობისა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა იქნება მიღწეული, მხოლოდ მაშინ გვექნება უფლება, ვისაუბროთ ყველასთვის სამართლიანი და თანაბარი პირობების არსებობაზე.

ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით, სანამ მიგვაჩნია, რომ შეზღუდულია ადამიანის შესაძლებლობა და არა გარემო, რომელიც საკუთარი თავის სრული რეალიზების საშუალებას არ აძლევს მას.

ერთმანეთის არ გვესმის, სანამ გვგონია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ავადმყოფობაა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს აქვს.

ერთმანეთის არ გვესმის, სანამ არ გავიაზრებთ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიას შეუერთდეს.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

განათლების სამინისტრომ კონრად ადენაუერის ფონდთან მემორანდუმი გააფორმა

12 years ago

ილია მეორემ ხობში, ნოჯისხევის მარიამ ხვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა აღავლინა

13 years ago

ფიროსმანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

11 years ago
ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება

გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by