• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თავდაცვასაქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება. სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში  კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

სემინარი კაჭრეთში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები  სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან.

კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და ძირითად გამოწვევებზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და  საერთაშორისო მისიებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესსა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე  იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.

სემინარის ფარგლებში მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და  გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია მსმენელებს საქართველოს საერთაშორისო მისიებში კონტრიბუციის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე კი, ლექციას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო წაიკითხავს. ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში მედიის როლზე რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურის ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისაუბრებს.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეხუთედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

ShareTweet

ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა
ახალი ამბები

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

10/26/2026
“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

10/26/2026
“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები

10/26/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი 10/27/2026
  • “გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები 10/27/2026
  • “არავის გაპატიებთ ამას, გპირდებით, ვინც ურევიხართ გურის საქმეში” -გურამ დადიანიძის დედა 10/27/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by