• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფერმერთა სათათბირო შეიქმნება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ფერმერთა სათათბირო შეიქმნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერთა ასოციაციის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო.

ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რაც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი როგორც მცირე მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ განვითარების ხელშეწყობას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფერმერთა ასოციაციას,  რომელმაც შეძლო და ერთად შეკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.

,,ნოემბრის თვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ამ პერიოდში  მოსავლის  ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად  დაბინავებულია და გვაქვს მცირე დრო, რომ   შევიკრიბოთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელოთ  და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ.   ჩვენი ინიციატივით, 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნება. სამწუხაროდ, წელს ფერმერთა დღის აღნიშვნა სათანადოდ ვერ მოხდა, თუმცა დღევანდელი ღონისძიება სწორედ  ფერმერებს ეძღვნება და  ეხმიანება ყველა იმ  საკითხს – გამოწვევებსა და მიღწევებს, რაზეც  შეგვიძია ვისაუბრიოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იმ  მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ფერმერთა ასოციაციამ დღეს გააჟღერა.  ევროკავშირის მხარდაჭერით და ფერმერთა ასოციაციის ინიცირებით  ფერმერთა სათათბიროს ჩამოყალიბდება. ეს ხელს შეუწყობს დამატებითი  საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, სადაც ერთი მხრივ ფერმერებს ექნებათ საშუალება დააფიქსირონ და სახელმწიფოს მიაწოდონ თავიანთი აზრი, მეორე მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს  საშუალება ექნება მიმდინარე პროგრამების და სამომავლო რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ფერმერებამდე ეფექტიანად მიიტანოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ღიაა ნებისმიერი გადაწყვეტილების ფერმერებთან ერთად განხილვისა და მსჯელობისთვის.

,,ჩვენ ვეცდებით დაგარწმუნოთ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში. ამასთან, თქვენი მხრიდან მივიღებთ არგუმენტებს, მოვისმენთ ინფორმაციას პრობლემებზე და ერთად დავსახავთ მათი გადაჭრის გზებს. ჩვენი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემა  მხარეებს შორის  კომუნიკაციის ნაკლებობაშია. ამ მიმართულებით  პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა ფერმერთა სათათბიროს ფორმატში შესაძლებელი გახდება ეს  კომუნიკაცია კიდევ უფრო   ეფექტიანი გავხადოთ“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბაზიძემ აღნიშნა  ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.

,,ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს და აუცილებლად მეხუთეს. ეს კრიტერიუმებია:

  1. აგრარულ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი რომელიც აწარმოებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას);
  2. მოქმედი კოოპერატივის წევრი/თავმჯდომარე;
  3. აგრო საწარმოს ან დარგობრივი ასოციაციის წევრი/ხელმძღვანელი;
  4. წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში;
  5. სათათბიროს წევრი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი. თითოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესისს მეორე წევრი. საბოლოო გადაწყვერილებას სათათბიროს წევრად მიღების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.

იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერები აცნობიერებენ იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან,თვლიან,რომ დროა , მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში,რომელიც მათი,როგორც ფერმერის მომავალს განსაზღვრავს.

სათათბიროს ორგანოს ფორმირება ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო“ აქტიური მხარდაჭერით იმართება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი ხუან ეჩანოვე, COPA-COGECA-ს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში პროდრომოს კალაიტზისი, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში კრისტინა კასელა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასოციაციის წევრები და ფერმერები.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომებით  ახალგაზრდა ფერმერები დააჯილდოვა.

ღონისძიების ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ოქსფამი-საქართველო“  წარმომადგენლობის ეკონომიკური პროგრამების მენეჯერმა, ლევან დადიანმა, ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, ხუან ეჩანოვემ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული სიუჟეტებისთვის ჟურნალისტები დააჯილდოვეს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

გიორგი გახარია – ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია

6 years ago
“თავს იცავდა – სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ” – ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

“თავს იცავდა – სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ” – ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

2 years ago
,,ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ…”- საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

,,ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე ჩვენმა მზე გოგომ…”- საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

3 years ago
ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემა

ფარცხალაძის დაცვამ შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემა

3 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by