• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოხეს კომისიის მორიგი გადაწყვეტილება და ორად გაყოფილი მუსლიმთა პოზიცია

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

მოხეადიგენის რაიონ სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცვას განაგრძობენ. პარალელურად კი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ე.წ. მოხეს კომისიამ  მორიგი სხდომა გაიმართა და დაადგინა, რომ მოხეს „სადავო საკულტო ნაგებობა“  ძეგლთა დაცვის საანგეტოს გადაეცემა, მუსლიმებს კი სოფლის ცენტრში ახალ მეჩეთს აუშენებენ.

„1 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ გადაწყვეტილების თანახმად:

  • პირველი: მუსლიმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი სოფელ მოხეს ცენტრში ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის, რითაც მოიხსნება ლოცვის პრობლემა, ვინაიდან, მუსლიმმა თემმა უარი განაცხადა ძველი სალოცავი სახლის გამოსყიდვაზე სახელმწიფოს მხრიდან და შემდგომ მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემაზე.
  • მეორე: ახალი მეჩეთისათვის ადგილის შერჩევისა და მუსლიმთა სამმართველოსათვის ადგილის გადაცემის შემდეგ, ე.წ. მოხეს შენობას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სავარაუდო სახელწოდებით „სადავო საკულტო ნაგებობა“.

შესაბამისი პროცედურების დაცვით, შენობა ამოირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსიდან და გადავა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. ძეგლთა დაცვის სააგენტო მოამზადებს და კომისიას წარუდგენს ძეგლის სტატუსმინიჭებული სადავო საკულტო ნაგებობის სამომავლო მოვლა–შენახვის პროექტს და შემდგომ კომისიას გააცნობს მას.“-ნათქვამია რელიგიის სააგნენტოს განცხადებაში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია აქვთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ქართველ მუსლიმთა კავშირს.

მუფთები, რომლებიც კომისიაში მუსლიმთა ინტერესებს წარმოადგენენ ამბობენ, რომ რელიგიის სააგენტოს შეთავაზება, როგორც მათთვის, ასევე მუსლიმი თემისთვისაც მისაღებია. „იმედი გვაქვს, რომ მრევლი გონიერი და ნიჭიერია. ვიმუშავებთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ. ჯერ მიწა უნდა შეირჩიეს, მერე ის გადაეცეს სამუფთო სამმართველოს და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი თუ როდის აშენდება ახალი მეჩეთი. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მრევლი, ვენდრობით მათ და აუცილებლად გვენდობიან ისინიც, როცა დადებითად გადაწყდება ყველაფერი,“ – აცხადებს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბრისას.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი ტარიელ ნაკაიძე სოციალური ქსელით ეხმაურება კომისიის გადაწყვეტილებასა და მუსლიმთა სამმართველოს განცხადებას: „ვფიქრობ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანით ხელისუფლება დაუშვებს პრეცენდეტს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური თემის საკუთრების წართმევას. გაამძაფრებს და წაახალისებს დომინანტი რელიგიების წადილსა და სურვილებს. მოხის მეჩეთის საკითხი გასცდა, მხოლოდ საკულტო ნაგებობის მესაკუთრეზე დაბრუნების საკითხს. ეს არის საქართველოს დემოკრატიულ განვითარების, საქარველოს ისტორიული მრავალფეროვნების წინააღმდეგ გადადგმული ამავე დროს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ასევე ვფიქრობ ეს საკითხი საღად მოაზროვნე საქართველოს ყველა მოქალაქეს საქმედ უნდა იქცეს. აქვე დავამატებ რომ ვწუხვარ მუსლიმთა სამმართველოს არა ადეკვატური მიდგომის გამო, რომელმაც პრაქტიკულად ვერ დაიცვა მუსლიმების უფლებები. უფრო მეტიც ხელი შეუწყო მეჩეთის პრაქტიკულად ჩამორთმევას,“- წერს ტარიელ ნაკაიძე.

ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ახალი მეჩეთის ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. უნდობლობას უცხადებენ კომისიაში მონაწილე თავიანთ სასულიერო ლიდერებს, მოითხოვენ კომისიის გაუქმებას და იმედი აქვთ, რომ საბოლოოდ სადავო შენობა მათ გადაეცემათ. ადგილობრი ქრიტიანები, ისევე როგორც კომიისიაში მონაწილე მართლმადიდებელი სასულიერო პირები სოფლის ცნეტრში მეჩეთის აშენების წინააღმდეგნი არ არიან და თვლიან რომ ამ გადაწყვეტილებით სოფელ მოხეში მუსლიმი მრევლისთვის ლოცვის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

მუსლიმი თემი არ გამორიცხავს, რომ კომისიაში მყოფ მუფთზე ზეწოლა ხორციელდება. ისინი ლოცვის გაგრძელებას სადავო შენობის ტერიტორიაზე გეგმავენ.

„ეს ისტორიული მეჩეთი არსდროს ყოფილა სადაო და არც ახალ მეჩეთს ითხოვენ ადგილობრივები. ვწუხვარ სამუფთო სამმართველოს წარმომადგენელბის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არ უსმენენ თავის მრევლს. დღეს თოვლსა და ყინვაში მათთთან ერთად შევასრულე პარასკევის ლოცვა და დავინახე, როგორ გაულურჯდათ სახეები ყინვისაგან განსაკუთრებით მოხუც ადამაინებს.  მე ვერ წარმომიდგენია როგორ , რა სინდისით სხედან სამუფთოს მესვეურნი თბილ კაბინეტებში.

მე არ მოვითხოვ მათგან ( ვგულისხმობ მუსლიმთა სამმართველოს) გადაჭრან ეს პრობლემა, მაგრამ მე იმას მოვითხოვ მათგან თვაიანთ ხალხს მოუსმინონ და დადგნენ მათ გვერდით… მესმის, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს ამ კომისიაში. ამიტომ მოვუწოდებ მათ! თუ საქმე ასე დგას, ( და ასე დაგს როგორც ჩანს) რომ უარს ამბობენ ამ შენობის გადმოცემაზე მაშინ უბრალოდ დატოვონ კომისია. ღიად საჯაროდ აღიარონ, რომ ძალა არ შესწევთ ამ პრობლემის რაიმე საკით მოგავრებისა. ამამაზე კი არავინ შერაცხავს მათ.

ხოლო, რელიგიის სააგენტოს, გუბერნატორს და გამგებელს თავიანთ მოძღვართან ერთად რაც სურს ის მიიღონ. ჩვენ გვესმის, რომ სახემწიფოს წარმოადგენენ და ყოველი ძალა შესწვეთ როგორც სურთ ისე მოიქცნენ. გვესმის, რომ მთელი მთავრობა ერთ მხარესა და ქართველი მუსლიმები მარტოდ მეორე მხარეს.“- წერს იმამი ჯამბულ აბულაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

როგორ დასრულდება 2 წლიანი გადაუჭრელი ე.წ. სადავო ნაგებობის საკითხი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მუფთები, გაითვალისწინებენ თუ არა ღია ცის ქვეშ მლოცველი მუსლიმების მოთხოვნებს კომისიის მორიგ სხდომაზე გაირკვევა, რომელიც  30 იანვარს თბილისში, მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In