• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, February 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პირველი ფორმულა რაც მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის მკურნალობის პროცესში

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
პირველი  ფორმულა რაც მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის მკურნალობის პროცესში
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურება საქართველოში დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს და მხოლოდ რამოდენიმე საავადმყოფოში ფუნქციონირებს. დღეს  არსებულ ბავშვთა ფსიქო-სოციალურ სამსახურზე, მის მნიშვნელობაზე  “თბილისი თაიმსს” ფსიქოლოგი, ჯოენის სამედიცინო ცენტრის ფსიქოსოციალური პროგრამის სერთიფიცირებული სპეციალისტი  ხათუნა  დოლიძე ესაუბრა.

როდის დაარსდა ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი და როგორია მისი შექმნის ისტორია?

ჯოენის სამედიცინო ცენტრს საინტერესო ისტორია აქვს. იგი ატარებს ამერიკელი შოუბიზმესმენის ჯო ენ მაკგოვენის სახელს, რომელმაც პირველმა დაარსა კარდიოქირურგიული კლინიკა სანკტ-პეტერბურგში. 1992 წელს შემდგომში ჯოენის ცენტრის ერთ-ერთი დამფყძნებელი  და ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მეტრეველი აშშ-ში შეხვდა ჯო ენ მაკგოვენს, რომელმაც სურვილი გამოთქვა სანკ-პეტერბურგის ანალოგიური ბავშვთა კარდიოქირურგიული ცენტრი საქართველოში შეექმნა. რამდენიმე ხანში, საქართველოში პროექტის განხორციელების მიზნით, ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია – „Global Healing“-ი შეიქმნა, რაც დასრულდა 1996  წელის 16 თებერვალს თბილისში ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის ქირურგიის კლინიკის გახსნით.

რა სამსახურები და განყოფილებები ფუნქციონირებს ჯოენის სამედიცინო ცენტრში და საიდან ფინანსდება იგი?

ჯოენის ცენტრში ფუნქიონირებს შემდეგი სამსახურები და განყოფილებები: ბავშვთა გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახური, მოზრდილთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სამსახური, ბავშვთა და მოზრდილთა თირაკალური ქირურგიის სამსახურები, არითმოლოგია, ინტენსიური თერაპიის და ანეზთეზიის სამსახური, პერფუზიოლოგია, ბავშვთა და მოზრდილთა კათეტერიზაციის ლაბორატორია, კლინიკური ლაბორატორია, სისხლის ბანკი, ფსიქოლოგიური სამსახური, კარდიოექოსკოპიისა და ფუნქციური დიაგნოსტიკის სამსახური , ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორია, სტაციონარი ბავშვთა და მოზრდილთა განყოფილებით . დღეისთვის ბავშვთა გულის თანდაყოლილი პატოლოგიების პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სახელწიფოს მიერ.

რაც შეეხება ბავშვთა ფსიქო-სოციალურ სამსახურს, როდის დაიწყეთ  ეს პროგრამა და რამდენად მნიშვნელოვანია იგი?

ბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურება ჯოენის კლინიკის დაარსებიდან არსებობს. საავადმყოფოში მოსული ბავშვები  ახალ  გარემოსთან ადაპტაციას   საჭიროებენ. ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტები/ფსიქოლოგები ცდილობენ ბავშვებს გაუადვილონ საავადმყოფოში ყოფნა. ჩვენ   ასევე  ვეხმარებით მშობლებს და ექიმებს, რომ ბავშვს გასაგებად აუხსნან ჯანმრთელობის პრობლემა, პროცედურა. ბავშვებთან ვამყარებთ ნდობით ურთიერთობას. მიუხედავად იმისა რომ მშობელი დიდ როლს თამაშობს ბავშვის გაზრდასა და განვითარებაში, სამწუხაროდ ხშირად  არ იციან როგორ დაეხმარონ  მათ რთულ  სამედიცინო სიტუაციების გამკლავებაში.  ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტები ამაში დიდ როლს თამაშობენ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი იგი.

რა ასაკის ბავშვებს ეხმარებით ფსიქო-სოციალური სამსახურით?

დაბადემიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვს  ეხმარებიან ფსიქო-სოციალური სამსახურის სპეციალისტები ჰოსპიტალიზაციის და სამედიცინო პროცედურების დაძლევაში.

შეგიძლიათ გვითხრათ რაში მდგომარეობს ფსიქო-სოციალური სამსახური და რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს ბავშვის ასაკს?

ფსიქო-სოციალური მომსახურება ხორციელდება სხვადასხვა ტიპის აქტივობებით, ეს არის თამაშის პროგრამები ბავშვებისათვის, თამაშები ასაკობრივია, თერაპიული და საგანმანათლებლო. ერთ-ერთი ასეთი თამშია სამედიცინო თამაში, როდესაც ბავშვები  შიშის მომგვრელი სამედიცინო ნივთებით, მოწყობილობებით თამაშობენ. უსაფრთხო სათამაშო ვოთარებაში  შეიძლება  ნემსი სახატავ საშუალებად იქცეს, ან შეიძლება ნემსი თოჯინაზე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებისა და პროცედურებისთვის გამიყენოს. ამ თამაშის დროს მნიშვნელოვანია ის შიშები, დამოკიდებულებები გამოვლინდეს, რაც ბავშვს აქვს ამ პროცედურის მიმართ, რათა მათი სწორი წარმოდგეებით ჩავანაცვლება და ეფექტური გამკლავების სტრატეგიების დასწავლა მოხდეს. ბუნებრივია ჩვენი აქტივობები ითვალისწინებს ყველა ასაკობრივ თავისებურებებს. მოზრდილებისთვის  სხვა ტიპის აქტივობები გვაქვს. ჩვენ ასევე შევქმენით რამდენიმე გასაფერადებელი წიგნი, წიგნში დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი ის, რაც ბავშვს კლინიკაში დახვდება. ფიზიკური აქტივობა ცოტა შეზღუდულია მათი მდგომარეობის გამო, მაგრამ რაც შეეხება კონსტრუქციულ თამაშებს, შემეცნებითს, სამაგიდო თამაშებს, საინფომაციოს- ვცდილობთ ყველა ტიპის თამაში შევთავაზოთ ბავშვებს. ჩვილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსორული და მუსიკალური სათამაშოები . უფროსებისთვის გვაქვს ბევრი „გეიმები“ ანუ  ჯგუფური თამაშები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც შესაბამისი თამაშები გვაქვს.  არის ბევრი „ არტ“ აქტივობა ხატავენ, ღებავენ ძერწავენ, ქმნიან .

ყოველთვის ეფექტურია ფსიქო-სოციალური მომსახურება?

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ  მაქსიმალურად ბავშვზე ორიენტირებული გავხადოთ  სამედიცინო მომსახურება და ბავშვის მოთხოვნილებები და საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული. შეიძლება ბავშვს ბოლომდე შიში არ გაუქრეს, მაგრამ ჩვენ იმ განცდას ვუქმნით,  რომ მათ შეუძლიათ დაძლიონ დაბრკოლებები, რეალურად ეს მათ მართლაც გამოსდით. ბავშვები საავადმყოფოში რთულ პროცეს გადიან თავიანთი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და ჩვენ მათ ზუსტად ვეუბნებით თუ რაში დაგვეხმარნენ, რაში იყვნენ ძლიერები, ეს უკვალოდ არ იკარგება. პირიქით ეხმარება მერე, რომ სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო თავდაჯერებულად შეხვდნენ.

საინტერესოა ბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურების პროცესში აძლევთ თუ არა რაიმე მითითებებს მათ მშობლებს და რამდენად დიდი როლი აქვთ მშობლებს ბავშვის მკურნალობისას?

ვცდილობთ მშობლები რაც შეიძლება ჩართულები იყვნენ ბავშვთან ურთიერთობის პროცესში, რათქმა უნდა ვასწავლით მათ როგორ უნდა მოიქცნენ ბავშვთან ურთიერთობისას. ვუხსნით მშობლებს თუ რა გავლენას ახდენს ჰოსპიტალიზაცია სხავადასხვა ასაკის ბავშვზე და როგორ შეუძლიათ მათ დახმარება. პირველი  ფორმულა რაც მშობელმა უნდა იცოდეს ის არის, რომ არასოდეს არ უნდა მოატყუოს ბავშვი სად მიჰყავთ, რადგან როდესაც ნდობის მომენტი არ არის, კომუნმიკაცია აღარაა  ღია, გულწრფელი და გახსნილი. ბავშვი აღარ  მოგმართავს საჭიროების შემთხვევაში, შენ არ იცი უკვე ის რას ფიქრობს და რა სირთულეების წინაშე დგას. წესების სახით ეს შეიძლება ასე გამოიხატოს:

  • შეეცადეთ შეძლოთ თქვენი განცდების მართვა, რადგან  შიშის განცდას ბავშვშვი მშობლების ნერვიულობა უფრო იწვევს ვიდრე კლინიკის გარემო;
  • დაუთმეთ  დრო ბავშვთან საუბარს, კითხვას და ურთიერთობას;
  • მიჰყევით ბავშვის ნება სურვილს. ყურადღებით იყავით ყველა იმ ნიშნის მიმართ, რომელსაც ბავშვის მხრიდან გრძნობთ;
  • არ დაგაბნიოთ ბავშვის ემოციებმა. მიიღეთ და პატივი ეცით ბავშვის ყველანაერ რეაქციას. ეს პირველი ნაბიჯია ამ ემოციების დაძლევისა და მართვისაკენ. მისი გამოხატვა კი თქვენს მიმართ ნდობის მანიშნებელია;
  • ბავშვის ყველა კითხვას გულწრფელად უპასუხეთ. თუ არ გაქვთ პასუხი უთხარით, რომ ამ საკითხზე შეგიძლიათ ექიმთან ისაუბროთ;
  • პატარებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ სამკურნალო პროცედურები არაა დასჯის ფორმა და მის ჯანმრთელობას ემსახურება. რომ ის თქვენ ძალიან გიყვართ და ეხმარებით;
  • ნუ  შეაშინებთ ექიმით და ნემსით;
  • ნუ შეარცხვენთ იმ ემოციებისა და ქცევისათვის (ტირილი, ბრაზი, უარის თქმა) რომლითაც გამოხატავს პროტესტს. ეს მას სტრესის დაძლევაში ეხმარება. უთხარით, რომ მისი გესმიტ;
  • ყურადღება გაამახვილეთ უფრო მისაღებ და პოზიტიურ ქცევაზე, თუ როგორ გაართვა თავი სიძნელეებს. იყავით ძალიან კონკრეტული;
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველა რთულ სიტუაციაში შეიძლება თქვენ დაგეყრდნოთ და რაც მთავარია, ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი;
  • ყველაფრის დასრულების შემდეგ კი დაეხმარეთ ეს რთული გამოცდილება, რამდენადაც შეიძლება, დადებიტად ასახოთ მის მეხსიერებაში. ისაუბრეთ, მიეცით ემოციების გამოხატვის საშუალება. აღნიშნეთ და აღზერეთ როგორი წარმატებით გაართვა თავი სიძნელეებს;

 რა შემთხვევაში ესაჭირებოთა ბავშვებს ფსიქო-სოციალური სამსახურის აღმოჩენა?

ფსიქო- სოციალური მომსახურება ყველა ბავშვს და ოჯახს სჭირდება. კლინიკაში მოსულ ბავშვებს აქვთ დაძაბულობის გრძნობა, მათ უსაფრთხოების განცდა უნდა შევუქმნათ რისთვის არიან მოსულები უნდა ავუხსნათ მათთვის გასაგებ ენაზე. ყველა ბავშვს სჭირდება მხარდამჭერი უფროსი, რომელიც დაეხმარება რთული სიტუაციის გამკლავებაში. ვიღაცას ეს სჭირდება ძალიან მაღალი ინტენსივობით და ვიღაცას ნაკლებად და ადვილად მოგვყვება, ამიტომ ეს არის მომსახურება რომელიც ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია.

რამდენად არის გავრცელებული ჩვენს კლინიკებში ფსიქო-სოციალური მომსახურება და რომელ კლინიკებში აქვთ ეს სერვისი?

ეს პროგრამა კიდევ ორ ბავშვთა საავადმყოფოში დავაფუძნეთ. ესენია: იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილება, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ფინანსდება ფონდის  „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა, რომელის პროგრამაც მესამე წელია ხორციელდება ორგანიზაციების – საქართველოს სამარიტელთა კავშირის, აქციონ მენშის და არბაითერ სამარითერ ბუნდის მხარდაჭერით. ამ პროექტის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა სახელმძღვანელო „პედიატრიულ დაწესებულებებში ჩაილდ ლაიფის ანუ ფსიქო -სოციალური პროგრამის განვითარების გაიდლაინები“. ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს პროგრამის შექმნასა და განვითარებაში. ჩვენ იმედი გვაქვს რომ მომსახურების ამ მოდელით პედიატრიული დაწესებულების ხელმძღვანელები დაინტერესდებიან და იზრუნებენ პაციენტების არა მხოლოდ ფიზიკურ გამოჯანმრთელებაზე, არამედ მათ პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე და რომ მათი დაწესებულების გარემო მაქსიმალურად იყოს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე და მათ ღირსებაზე ორიენტირებული.

19.06.14

თამარ გვირჯიშვილი

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 02/03/2026
  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს 02/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In