• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შანსები არის ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას თეორიულიც კი“

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

”როგორც სპრინტერებთან არის მიღებული,  გამოცდილი სპორტსმენები არ ჩქარობენ  და სხვების გადასწრებას ფინიშთან ახერხებენ, სწორედ ასეთი სტრატეგია აირჩია გიორგი მარგველაშვილმა. გაამართლებს თუ არა იგი, ამას უკვე ოქტომბერი გვიჩვენებს“, აცხადებს „თბილისი თაიმსთან“  საუბრისას – ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე.

ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით საქართველოში დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას? როგორია თქვენი აზრით თითოეული კანდიდატის შანსები?

წინასაარჩევნო კამპანია, თუ გავითვალისწინებთ კონკურენტების რაოდენობას, ნამდვილად ვერ იქნება თანაბარი. რამოდენიმე ათეულს ითვლის კონკურენტების რაოდენობა და ეთერი ყველა მათგანისთვის ვერ მოიძებნება. ამდენად, ეს უთანაბრობა ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, იმიტომ, რომ ის ძირითადი კონკურენტები, რომლებიც საფრთხეს შეადგენენ, გარკვეული თვალსაზრისით,  სახელისუფლებო კანდიდატისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის, აქტიურად და რიგ შემთხვევებში, უფრო აქტიურად ჩანან ეთერში, ვიდრე აქამდე მარგველაშვილი ჩანდა. შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილმა ბოლო პერიოდში ჩართო წინასაარჩევნო მანქანა და დღეისთვის ის უკვე დაეწია სხვა კონკურენტებს მედიასიხშირის თვალსაზრისით. რაც შეეხება კამპანიის სტრატეგიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სტრატეგია, რომ ადრე დაეწყო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთო წინასაარჩევნო პროცესში, ამისთვის ჰქონდა მას პრაიმერი, ხოლო შემდეგ, ჩემი აზრით, ტემპი დავარდა. საწინააღმდეგო სტრატეგია აქვს მარგველაშვილს, იგი დასაწყისში იყო, შეიძლება ითქვას, ჩამორჩენილი და როგორც სპრინტერებთან არის მიღებული,  გამოცდილი სპორტსმენები არ ჩქარობენ და და სხვების გადასწრებას ფინიშთან ახერხებენ, სწორედ ასეთი სტრატეგია აირჩია მარგველაშვილმა. გაამართლებს თუ არა იგი, ამას უკვე ოქტომბერი გვიჩვენებს.  რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატურებს,  ასევე ჩქარი ტემპით დაიწყო ნათელაშვილმა, ბურჯანაძემ, თუმცა, ვფიქრობ, ეს ტემპი შენელდა, ეს შენელებები კი შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ აგვისტოს თვე იყო და საქართველოს პოლიტიკისთვის არ ეცალა. შემდგომში უფრო გამოიკვეთება თითოეული კანდიდატის სტრატეგია, მაგრამ ბაქრაძე-მარგველაშვილის სტრატეგიების განსხვავება, ვფიქრობ, პრინციპულია.

როგორ ფიქრობთ, დავით ბაქრაძის გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარიმართება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ცხოვრება?

ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შანსები არის ძალიან მცირე, შეიძლება ითქვას თეორიულიც კი, ამიტომ, ამ საკითხზე მსჯელობა და ნაციონალური მოძრაობის სამომავლო პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბარი, უსაფუძვლოა ამ შემთხვევაში.

რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ჩვენს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში მმართველი თუ ოპოზიციური ძალის გამარჯვებას?

რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიციური ძალის გამარჯვება ნიშნავს, რომ ძალაუფლება გადანაწილდება, ოღონდ, აქ არ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა, რადგან მას იმდენად დიდი ინტერესები აქვს, რომ დაიცვას თავისი კრიმინალური ფაქტები, მოვლენები და პერსონები, ანუ დაფაროს ჩადენილი დანაშაული, რომ მისი გამარჯვება, პრაქტიკულად, ერთ-ერთი მექანიზმის გაჩენას ნიშნავს დანაშაულის გადაფარვისთვის, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით, ყოველგვარი კრიმინალური მინარევების გარეშე. მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოძებნოს ყველა ხერხი და გზა იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს სამართლიანობის აღდგენას, მიგვანიშნებს, რომ ჯერ ბრძოლა გათავებული არ არის, იგი შუა პროცესშია, მონოლითურობის შენარჩუნებისთვის კი ჯობია ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვოს და შუაში მოთამაშე პოლიტიკური ფიგურები ნაკლებად იყვნენ.

თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ძალაში 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები შევა, დაბალანსდება თუ არა ხელისუფლების შტოთა შორის ძალაუფლების გადანაწილება თუ კვლავ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება?

საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ ის ცვლილებები, რაც შედის ძალაში, თავად არ არის დაბალანსებული. ის მოდელი რომელიც შეიქმნა სააკაშვილის დროს, შექმნილი იყო სააკაშვილისთვის და შესაბამისად, ძალაუფლების ბალანსზე არ ზრუნავდნენ იმ დროინდელი კონსტიტუციის ავტორები.

თქვენი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამა თუ იმ ძალის გამარჯვება, რამდენად იქონიებს გავლენას 2014 წლისთვის დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებზე?

არჩევნებში ამა თუ, იმ ძალის გამარჯვება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ადგილობრივი არჩევნების ბედზეც, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა ეცდება გაიმარჯვოს ადგილობრივ არჩევნებში, მისთვის საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი არჩევნებისთვის არის ერთგვარი პლაცდარმი, მოსამზადებელი ეტაპი, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი მათ იმდენს არაფერს აძლევს, რამდენსაც, დავუშვათ, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება, რადგან, ადგილობრივ არჩევნებში თუ ბევრ რეგიონში გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს უკვე საფუძველი იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნებით არ მთავრდება, იგი ადგილობრივ არჩევნებზეც გრძელდება. ახლა სწორედ ის რაუნდი მიდის, რითაც ადგილობრივი არჩევნების ბედ-იღბალი უნდა გადაწყდეს, ხოლო იმის და მიხედვი, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ გაიმარჯვებს, ეს გავლენას იქონიებს საპარლამენტო არჩევნების ბედზე.

რას ურჩევდით როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას?

დღესდღეობით დიდია ისეთი ელექტორატი, რომელიც უარყოფითადაა განწყობილი როგორც მმართველი პრტიის, ისე ოპოზიციის მიმართ, ასეთი ელექტორატი იწყებს მესამე ფიგურის ძებნას. ეს მესამე ფიგურა, უპირველეს ყოვლისა, იყო ბურჯანაძე, ამიტომ დასაწყისში მასთან დაგროვდა ხმების დიდი რაოდენობა. ხოლორაც უფრო მეტი კანდიდატი ჩაერთვება სარჩევო პროცესში, სწორედ ბურჯანაძისგან წაიღებს ხმებს. ასე რომ, ძალიან მნიშველოვანია ის მთლიანი სურათი, რომლითაც მიდის წინასაარჩევნო კამპანია. რჩევის თვალსაზრისით, მმართველმა პარტიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც უარყოფითად აისახა მარგველაშვილის რეიტინგზე და სასურველი იქნებოდა სამომავლოდ ასეთი შეცდომებისგან თავის არიდება. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ევრ გაიმარჯვებენ, მაგრამ რა ნაბიჯიც გადადგეს, ის უკვე სწორია და მეტის რჩევა არ შეიძლება. მათ საარჩევნო და პარტიის იმიჯის ტვირთი დააკისრეს დავით ბაქრაძეს, ზომიერ, არააგრესიულ ფიგურას, მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აგრესიული პარტიაა, არააგრესიულობაზე ორიენტაცია კი მათთვის მომგებიანია. დანარჩენ ოპოზიციას კი ვურჩევდი, რომ წარმოადგინონ საერთო კანდიდატი, რათა არ მოხდეს ხმების დაქსაქსვა, ასეთი დაქსაქსვა კი საქართველოს, ვფიქრობ, ისევ ერთპარტიულ სისტემამდე მიიყვანს.

 02.09.13

თამთა ჭრიკიშვილი

Tags: რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შანსები არის ძალიან მცირეშეიძლება ითქვას თეორიულიც კი“
ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

სასიხარულო ამბავი – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან

სასიხარულო ამბავი – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ბიჭს მშობლები გახდებიან

3 years ago

ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

12 years ago
“ოთხი თვის უდედოდ დარჩენილი პატარა…” – 25 წლის ქართველი გოგო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

“ოთხი თვის უდედოდ დარჩენილი პატარა…” – 25 წლის ქართველი გოგო თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

3 years ago
ახალციხის, კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხის, კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

1 year ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by