• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ მოიაზრება წმინდა ნიკოლოზი „სანტა კლაუსად“?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რატომ მოიაზრება წმინდა ნიკოლოზი „სანტა კლაუსად“?
34
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15644293_1188940814536307_1844704714_nმირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, ლუკიის ოლქის პათარში, მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე ქრისტეს შობიდან 257 წელს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად წმ. ნიკოლოზს სასწაულთმოქმედების უნარი შობიდანვე გამოუმჟღავნებია. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. გლახაკებს არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.

მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რომელთაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში.
წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მისი თაყვანისცემა ძალზე სწრაფად გავრცელდა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. აგებდნენ ტაძრებს წმინდანის სახელზე, მიმართავდნენ ლოცვებით, შესთხოვდნენ თანადგომასა და განკურნებას. მისი თაყვანისცემა ევროპაში VI- VIII საუკუნიდან იწყება.

ეპიზოდებმა წმნიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი: ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდანმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მას განუზრახავს შვილების საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. წმინდა ნიკოლოზმა ეს ამბავი შეიტყო. სამჯერ ჩუმად ესტუმრა მათ სახლს და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე იხსნა ისინი ცოდვით დაცემისგან. ღარიბმა გაარკვია თუ ვინ ეხმარებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი თხოვდა ეს ამბავი არ გაემჟღავნებია, ისტორია მაინც გავრცელდა და ამის შემდეგ “მოულოდნელი საჩუქარი” წმ. ნიკოლოზის სახელს დაუკავშირდა. მოგვიანებით იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად.

15644430_1188940811202974_1830487912_nბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს, ახალი სტილით 19 დეკემბერს- წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის – წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.

შუა საუკუნეებში წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული სასწაულები და ადგილობრივი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს დაუკავშირდა. ვიქტორიანულ ეპოქაში არაერთმა ავტორმა წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ლეგენდები თავიანთ ნაწარმოებებში ასახა. 1823 წელს დაიწერა დასავლეთში ცნობილი ლექსი “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” ან მეორენაირად “შობის წინა ღამე“. ზოგიერთი მას ჰენრი კლარკს, ზოგი კი ჰენრი ლივინგსტონ უმცროსს მიაწერს. პირველად სწორედ ამ ლექსში იქნა გამოსახული სანტა კლაუსი, რომელიც ირმებშებმული ეტლით ესტუმრება სახლებს და ბუხრის წინ დატოვებულ წინდებში ტოვებს საჩუქრებს. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა სანტა კლაუსის შესახებ სრულყოფილი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე, ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჰყავს მფრინავი ირმები და შობის ღამეს ბავშვებს ბუხართან საჩუქარს უტოვებს.
სხვადასხვა ქვეყნებში სანტა კლაუსს სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგალითად ჰოლანდიაში გარდა სინტერკლაასისა, მას კერსტმანსაც (Kerstman) უწოდებენ, ლუქსემბურგში კლისჩენს (Kleeschen) პოლონეთში წმინდა ნიკოლოზს (Swiety Mikolaj), იტალიაში ბაბო ნატალეს (Babbo Natale), ჩეხეთსა და სლოვაკეთში – მიკულაშს (Mikuláš), უნგრეთში მიკულასს (Mikulás), უკრაინაში მიკოლაის (Mykolaj).

შეერთებულ შტატებში საშობაო საჩუქრების ავტორი გერმანული წარმოშობის მიგრანტების მიხედვით, კრის კრინგლე იყო. ეს სახელი დღესაც გამოიყენება, თუმცა ნაკლებად პოპულარულია. გერმანელების გარდა, წმინდა ნიკოლოზის ისტორიები კონტინენტზე ჰოლანდიელმა მიგრანტებმაც ჩაიტანეს. ნიუ იორკში მცხოვრები ჰოლანდიელი ახალმოსახლეები წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს ყოველი წლის 6 დეკემბერს აღნიშნავდნენ. ინგლისურენოვანი მოსახლეობა მონაწილეობას მათ დღესასწაულებშიც იღებდა.
ჰოლანდიელები წმინდა ნიკოლოზს Saint Nikolaas-ს უწოდებდნენ, თუმცა სწრაფად საუბრისას ხშირად ეს სიტყვა როგორც Sinterklaas-ი აღიქმებოდა. ინგლისურენოვან მოსახელობას კი ეს სიტყვა ესმოდა როგორც სანტა კლაუსი.

მისი ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.

დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; დღეს უკვე, თანამედროვე სანტა კლაუსი, კოკა-კოლის გარეშე ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share14Tweet9

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს სოჭის ოლიმპიადა?

რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს სოჭის ოლიმპიადა?

13 years ago
“მოვუწოდებ თბილისელებს და ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა თბილისობაში”

“მოვუწოდებ თბილისელებს და ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა თბილისობაში”

12 years ago
“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს – დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი

9 years ago
“ყოველი ნაწარმი უნიკალურია და დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით”-ქეთევან ჯინჭარაძე

“ყოველი ნაწარმი უნიკალურია და დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით”-ქეთევან ჯინჭარაძე

8 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by