• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რელიგიური დენომინაციების საახალწლო ტრადიციები

9 years ago
in რელიგია
A A
რელიგიური დენომინაციების საახალწლო ტრადიციები
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა.

ჩვენთან ახალი წელი მრავალჟამიერთან, მეკვლესთან, ჩოხაში გამაწყობილ თოვლის ბაბუასთან და ტარდიციულ ქართულ სუფრასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ნიშნით განსხვავებული ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები ახალ წლის მიმართ სხავდასხვანაირი მიდგომითა  და ტრადიციებით გამოირჩევიან,   ამ დღეს ყველა მათგანს  აერთიანებს რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი იქნება.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გვითხრა, რომ „საახალწლო სადღესასწაულო განწყობას უფრო მეტად საშობაო ელფერი დაჰკრავს“, რადგან მათ როგორც სხვა დანარჩენი რელიგიური დენომინაციები, რომლებიც  გრიგორიანული კალენდრი ხელმძღვანელობენ ქრისტეს შობა 25 დეკემბერს იზეიმეს.

„ჩვენი ეკლესია შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყებს „ადვენტის სანთლების“ ანთებას. ყოველ კვირა დღეს ენთება თითო სანთელი და ასე, ნაბიჯ–ნაბიჯ გვიახლოვდება ლამაზი დღესასწაული. ყოველ წელს ეკლესია ფიქრობს ეს ოთხი კვირა რა საკითხებს მიუძღვნას. წელს – პირველი კვირა იყო თანასწორობის კვირა, მეორე – ღვთის მიერ ნაჩუქარი ნიჭების კვირა, მესამე – მოხუცების კვირა და მეოთხე კვირა იყო საჩუქრების კვირა. ფიქრით, ლოცვით და საქმით ყველა ცდილობს ადვენტის მარხვაში აკეთოს რამე მნიშვნელოვანი და სასიკეთო იმისდა მიხედვით, რისი კვირაც არის. სიმართლე გითხრათ, საშობაო სამზადისი იმხელა ემოციურ და ფიზიკურ რესურსებს მოითხოვს თითოეული ჩვენგანისაგან, რომ საახალწლოდ რამე განსაკუთრებულის საფიქრალად და მოსამზადებლად აღარ გვყოფნის ძალა.“

ქალბატონმა რუსუდანმა აღნიშნა, რომ მისთვის ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია. სუფრაც ტრადიცულია საცივით, გოზინაყით, მწვადითა და ტოლმით, თუმცა რადგან მის ოჯახის წევრებისა და სტუმრების უმეტესობა  ვეგეტარიანელები არიან ცდილობენ საინტერესო შეჭამანდებით გაამდიდრონ სუფრა. ნაძვის ხეს მორთვაშიც მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას და სახლში გირლიანდებზე კიდებენ ყველა მისალოც ბარათს, რომელსაც კი საახალწლოდ იღებენ. ბავშვები კი  საახალწლო სამზადისის მუსიკალურ გაფორმებაზე იღებენ პასუხისმგებლობას და მთელს სახლში ისმის საშობაო, საახალწლო სიმღერები.

რუსუდან გოცირიძე: „ჩემ ქვეყანასა და  ეკლესიასა მინდა ვუსურვო მშვიდობიანი, წარმატებული, სამართლიანი, ბედნიერი, ღონიერი და საინტერესო 2017 წელი. მინდა ვისურვო, რომ მომავალი წელი არ იქნება დახოცილი ქალების, ნაცემი და დაშინებული უმცირესობების, მოჭრილი მინარეთების და თოვლსა და წვიმაში ღია ცის ქვეშ ლოცვის წელიწადი. ვისურვებდი მშვიდობას ქვეყანასა და რეგიონში და კაცთა შორის სათნოებას.“

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისთვისაც უმთვარესი შობის დღესასაწაულია, როცა 25 დეკემბრის სადღესასწაულო ღვთისმსახურება  ტარდება. „ბრწყინავს ბეთლემის ვარსკლავი და დგას ნაძვის ხე სათამაშოებით, ხის ძირში არის  მარიამისა და იოსების პატარა ფიგურები და იესო ბაგაში.“

პასტორმა ირინა სოლეიმ „თბილისი თაიმსს“ უთხრა, რომ საშობაო და საახალწლო სუფრა ყოველთვის ლოცვით იწყება.

„საერთოდ შობა და ახალი წელი – საოჯახო დღესასწაულებია და მთელი ოჯახი იკრიფება სუფრასთან. სუფრა ძირითადად ქართული და სხვა კერძებიდან შედგება, მაგრამ ზოგიერთ ოჯახში შერჩენილია გერმანული ტრადიცია პატარა თაფლიანი ნამცხვრის და შაქრიანი პეროგის გამოცხობის. რა თქმა უნდა სახლში დგას ლამაზად მორთული ნაძვის ხე და შობის წინა საღამოს ბავშვებს წინდებში უმალავენ საჩუქრებს. საშობაო და საახალწლო სუფრა ყოველთვის იწყება ლოცვით. მეც ვლოცულობ ღმერთის წინაშე და შევთხოვ ჩემი მრევლისთვის და მთელი ქვეყნისთვის, რომ  2017 წელს იყოს  მშვიდობა,  სამართლიანობა, კეთილდღეობა და კეთილი სურვილების ასრულება! ღმერთმა აკურთხოს ყველა ოჯახი და მისცეს ყველას ჯანმრთელობა და ბედნიერება!“-აღნიშნა ირინა სოლეიმ.

მუსლიმები ახალ წელს გასაკუთრებულად არ ზეიმობენ.  სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ  ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ მათი აღმსარებლობიდან გამომდინარე მიღებული არაა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა ან განსაკუთრებული სუფრა, „2017 წელს ჩვენს ქვეყანას და თანამემამულეებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რწმენის სიმტკიცეს, მშვიდობას, ეკონომიკურად გაძლიერებას და გამთლიანებას.“

მუსლიმთათვის ნამდვილი ახალი წელი გაზაფხულზე მოდის, ამიტომ ისინი ამ დღეებს გასაკუთრებულად არ ზეიმობენ.  სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ  ადამ შანთაძემ გვითხრა, რომ მათი აღმსარებლობიდან გამომდინარე მიღებული არაა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა ან განსაკუთრებული სუფრა, „2017 წელს ჩვენს ქვექანას და თანამემამულეებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რწმენის სიმტკიცეს, მშვიდობას, ეკონომიკურად გაძლიერებას და გამთლიანებას.“

ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია  წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.

წლის განმავლობაში მუსლიმებს გვაქვს ორი ძირითადი ბაირამი ანუ დღესასწაული: ყურბან (მსხვერპლშეწირვის) და რამაზან (მარხვის დასრულების) ბაირამი, რომლებსაც საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ. ამ დღეებში ვეწევით ქველმოქმედებას, მოვინახულებთ ნათესავებსა და ახლობლებს, მივდივართ მიცვალებულთა სასაფალოებზე და სხვ. რაც შეეხება ახალ წელს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით), ამ დღეს რაიმე განსაკუთრებულს არ ვზეიმობთ. შესაბამისად, ჩვენი აღმსარებლობიდან გამომდინარე, მიღებული არაა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა ან განსაკუთრებული სუფრა. 2017 წელს ჩვენს ქვექანას და თანამემამულეებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, რწმენის სიმტკიცეს, მშვიდობას, ეკონომიკურად გაძლიერებას და გამთლიანებას.”

მაშინ, როცა ირგვლივ საახალწლო სამზადისი პიკს აღწევს მართლმადიდბლური სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ემზადება. რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ძველი სტილით, 14 იანვარს შეესაბამება, ამ დროს სრულდება მართლმადიდებლურ ტაძრებში საახალწლო პარაკლისი.

„ახალი წელი არ არის საეკლესიო დღესასწაული. იერარქიულად, ჯერ უფლის საიდუმლოებები, ზეციური კანონებია და შემდეგ მიწიერი, საერო მოვლენები და ფასეულობები. ამიტომ საერო, კალენდარულ დღესასწაულს ნუ ავიყვანთ საეკლესიო დღესასწაულის რანგში. ყოველი წლის ბოლოს, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ განვლილი ცხოვრების როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გამოცდილება და ეს არა მიწიერი, არამედ ზეციური ლოგიკით უნდა იქნას გააზრებული. განსაკუთრებულად იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რისთვის მოვედით ამქვეყნად, რა არის ჩვენი ცხოვრების მისია, ჯვარი, საზრისი.. ქრისტე ჩვენში ახალ ადამიანს შობს. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, უფლის მადლით, შეიცვალა თუ არა ჩვენში ძველი ადამიანი ახლით. ამ ერთი წლის მანძილზე, თუკი არ იქნება დადებითი ცვლილებები და მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით ცვლილებებს აღმოვაჩენთ, ამის გამოც, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთას, ურწმუნოებასა და უსიყვარულობას არ უნდა მივეცეთ,“- მამა გიორგი სხირტლაძე.

 სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს

1 month ago
ამირან გამყრელიძე – ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98.7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს ჩვენი ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მხოლოდ 30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს

6 years ago
პროექტს „წერილები ჯარისკაცებს“ იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ უმასპინძლა

პროექტს „წერილები ჯარისკაცებს“ იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ უმასპინძლა

7 years ago
„ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში „კვარადონას“ ეძახიან – თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ, თუ არადა ჩუმად იყავით – დიმა ობოლაძე

„ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში „კვარადონას“ ეძახიან – თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ, თუ არადა ჩუმად იყავით – დიმა ობოლაძე

4 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by