• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა მამა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი – ადგილი, სადაც ილია II ბერად ეკურთხა

9 years ago
in რელიგია
A A
წმინდა მამა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი – ადგილი, სადაც ილია II ბერად ეკურთხა
22
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს დედაქალაქი ტაძართა სიმრავლით გამოირჩევა. თბილისში, როგორც ქართულ მართლმადიდებლურ, ასევე არაქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებსაც შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანია-წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ტაძარი რუსი სახელმწიფო მოღვაწისა და მხედართმთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელს ატარებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ რუსულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილები გადმოსცა.

წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძარი 1864 წელს აშენდა, იგი არასდროს დახურულა და დღემდე ფუნქციონირებს.

უნდა ითქვას, რომ მშენებლობა, როგორც რუსეთის წმინდა სინოდის მიერ გამოყოფილი თანხის, ასევე მორწმუნეთა პირადი შემოწირულობებით მიმდინარეობდა. ტაძარი აგურით აშენდა.

1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის  მხრით მინაშნებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა. ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭე და ქვის კიბე აღიმართა.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის და წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის. მეორე ტრაპეზი 1990 წელს, საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში, რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ II-ის მირონცხების საპატივსაცემოდ დაარსდა.  ეკლესიის ტერიტორიაზე სამლოცველო მდებარეობს, რომელიც 1869 წელს, გლამაზდინების ოჯახის მიერ აიგო.

 წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი მრავალმხრივ გამორჩეულია. გასულ საუკუნეში, კომუნისტების დევნის შედეგად გლინის უდაბნოდან გამოქცეული მღვდელმსახურები, სწორედ ამ ტაძარს აფარებდნენ თავს. ერთ-ერთი მათგანი იყო- მეუფე ზინოვი, მან ამ ეკლესიაში თავშესაფარი მიიღო და აქვე გახდა მიტროპოლიტი. და რაც ყველაზე საგულისხმოა, სწორედ წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მანვე აღკვეცა ილია შიოლაშვილი, აწ უკვე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ბერად.

როგორც ტაძრის მღვდელმსახურმა, ანტონი გულიაშვილმა, „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, ტაძარში მოღვაწე ყველა სასულიერო პირი კათალიკოს-პატრიარქს ემორჩილება. მრევლი საკმაოდ ჰყავთ, არიან როგორც რუსი, ასევე ქართველი მორწმუნეები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეკლესიაში მისულ  ყველა მშიერსა თუ უპოვარს ეხმარებიან და აპურებენ.

და ბოლოს, არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ გავიხსენოთ სქემარქიმანდრიტი მამა ვიტალი (სიდორენკო). ბერი, რომელიც გარდაცვალების შემდგომაც აღავლენს სასწაულებს.

1992 წლის 5 დეკემბერს, ილია II-ის კურთხევით, მამა ვიტალი სწორედ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. მას ანდრეძად დაუბარებია: „მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო.“  მართლაც, რუსი ბერის საფლავზე, რომელსაც ქართველები და საქართველო ძლიერ უყვარდა, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მრავალი სასწაულის მომსწრენიც ხდებიან.

წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია ყოველ დღე ღიაა და მორწმუნეებს ელის.

ნინო ზარიძე

Share9Tweet6

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

ალექსანდრ ლუკაშენკოს უპილოტო თვითმფრინავების წარმოება სურს

13 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

8 years ago
მეუფე პეტრე – პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან განმაყენა

მეუფე პეტრე – შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ – ვითხოვე, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ

7 years ago

სასტუმრო ,,შემოიხედეს” ადმინისტრატორები პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს

13 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by