• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კვირიკაის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა.

პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით მათ მადლობა გადაუხადა და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ქართველი დიპლომატები აღვნიშნავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. ეს არის შესანიშნავი საშუალება, ერთად შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ სრულად გავიაზროთ დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გასული წელი გაიხსენა, როდესაც დიპლომატის დღე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აღნიშნა და პირადად დარწმუნდა, რამდენად დიდი როლი აკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, მისი იმიჯის შექმნაში და საერთაშორისო მოკავშირეების, პარტნიორებისა და მეგობრების მოძიებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოკავშირეების, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების თანადგომა საქართველომ კიდევ ერთხელ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს იგრძნო.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ არჩევნების მსვლელობის ობიექტური შეფასება და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები ცხადყოფს, რომ ქვეყანამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ საქართველოს გაუმჯობესებული დემოკრატიული სტანდარტები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის შემდგომი წარმატებების მომტანი იქნება. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო მდგომარეობაზე მორგებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რამხელა რისკებს შეიცავს მცირე სახელმწიფოსათვის მსოფლიო პოლიტიკაში ნებისმიერი სახის ცვლილება. ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, არის ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულება. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, – მიმართა პრემიერმა დიპლომატებს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი დასკვნით ფაზაში შევიდა – რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, რომ მან, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფისათვის.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყებასთან ერთად, მთელი მთავრობა მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ საკითხის უახლოეს დროში წარმატებით დასრულებისკენ.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მოუთმენლად ელის ჩვენი ხალხი, ჩვენი დიპლომატიისა და მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამსახურება იქნება. ამასთანავე, ეს იქნება ჩვენი დიდი ევროპული ოცნების აღსრულება და ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დიპლომატის დღე ემთხვევა ამ დიდი, პროევროპელი მოღვაწის დაბადების თარიღს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ქვეყნის როლზე მსოფლიო ეკონომიკაში.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში რამდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან ყველა ქვეყნისა და რეგიონის ბედი. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენს ქვეყანას სასურველ პარტნიორად აქცევს ევროპისა და აზიის მრავალი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობას შეუძლია, სამართლიანად მოიწონოს თავი ჩვენი ქვეყნის კავშირების გაღრმავებით ჩინეთთან და აზიის სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, რაც ერთიორად ზრდის საქართველოს როლს მსოფლიო ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ახალი კავშირების დამყარებასა და გაძლიერებაში ქართული დიპლომატიის ღვაწლი დიდად დასაფასებელია.

პრემიერმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მხრივ მთელი რიგი მაჩვენებლებით ჩვენი უდავო პროგრესის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ასევე, ჟენევის დისკუსიათა ფორმატში მონაწილე ყველა მხარის უდიდესი ძალისხმევისა, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სრულიად ახალ დიალოგს, რომლის მონაწილეც, ბუნებრივია, საქართველო აუცილებლად იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყველა ქართველ დიპლომატს დიპლომატის დღე კიდეც ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს ინტერესების დასაცავად ეწევიან.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული დიპლომატიური სამსახური უახლოეს წლებში წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

11 years ago
„მინდა, ჩემი წიგნი დავასრულო და გამოვცე“ – ბლიც ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

„მინდა, ჩემი წიგნი დავასრულო და გამოვცე“ – ბლიც ინტერვიუ ბარბარა სამხარაძესთან

6 years ago

ხელისუფლება იძულებული იყო კონსტიტუციის ყველასთვის მიუღებელი მოდელი შეეცვალა – ვახტანგ ძაბირაძე

9 years ago
ხვალ ფორუმი სახელწოდებით – „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“ გაიმართება

ხვალ ფორუმი სახელწოდებით – „შშმ პირთა ადვოკატირება ბიზნეს სექტორში მათი დასაქმების მიზნით“ გაიმართება

12 years ago

ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

07/20/2026

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს. „ამჟამად ვიმყოფები...

მეტის ნახვაDetails
„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • „ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს 07/20/2026
  • „ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 07/18/2026
  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by