• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასულიერო პირის ინიციატივით დაწყებული ლიტერატურული მარათონი

9 years ago
in რელიგია
A A
სასულიერო პირის ინიციატივით დაწყებული ლიტერატურული მარათონი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტი, დეკანოზი გიორგი წეროძე „თბილისი თაიმსს“ მკითხველის კონკურსის შესახებ ესაუბრა. „მკითხველის კონკურსი“ რამდენიმე წელია ტარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მისი მიზანია ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლება და ადამიანის სულიერების ლიტერატურული გამოცდილებით გამდიდრება. აღნიშნული პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი თავად მამა გიორგია.

როდის და როგორ გაჩნდა მკითხველის კონკურსის ჩატარების იდეა?

–  კონკურსის ჩატარების იდეა გაჩნდა დაახლოებით 2005 წელს. წიგნის კითხვას გადაჩვეული ვიყავი, ან არასაკმარისად – მიჩვეული. წლებთან ერთად, გამიჩნდა უსიამოვნო განცდა, არასრულფასოვნების, ნაკლულოვანების. ამიტომ წიგნთან დაკავშირებული ნებისმიერი მინიშნება, თუ ავტორის რეკომენდაცია ჩემთვის სავალდებულო ხდებოდა. ასე, პატრიარქმა ერთ-ერთ ქადაგებაში ახსენა, რომ კარგი იქნება, თუ წავიკითხავთ კირიონ საძაგლიშვილის ნაშრომს-ო „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. წავიკითხე ეს წიგნი, ძალიან მომეწონა და გამიჩნდა სურვილი, სხვებსაც სცოდნოდათ მის შესახებ. მაშინ ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ამ წიგნის ელექტრონული ვარიანტი შემექმნა. ვორდის ფორმატში ავკრიფე მთელი წიგნი. შემდეგ დედაჩემმა მნიშვნელოვანი თანხა მაჩუქა, 600 ლარი და ვიფიქრე, რომ თანხის საპრიზოდ გამოყენების შემთხვევაში, ამ წიგნით უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას შევძლებდი. ასეც მოვიქეცი და ქუთაისის ბიბლიოთეკაში გავმართე პირველი კონკურსი.

თუ იყო მხარდაჭერა ან წინააღმდეგობები ამ იდეის განვითარებისა და ფართო აუდიტორიამდე მიტანის პროცესში? ვინ არიან დამფინანსებლები და ღონისძიების მხარდამჭერები?

–  დიახ იყო მხარდაჭერა. პირველი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დათო ტურაშვილის მოწონება. მას ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ვეწვიე და გავუზიარე იდეა. მოიწონა და რჩევებიც მომცა, რომელთაც ახლაც ვითვალისწინებ.  შემდეგ იყო მკითხველის კონკურსი საჯარო ბიბლიოთეკაში, აქაც დიდი ენთუზიაზმით დამიჭირეს მხარი, ძალიან ლამაზი დაჯილდოება მოაწყეს. ასევე სამრევლოში ვაცხადებდით ერთგვარ ლიტერატურულ ასპარეზობას და  გამარჯვებულებსაც ვასაჩუქრებდით. რამდენიმე წელია, საქართველოს რკინიგზის ცოტაოდენი ფინანსური მხარდაჭერით,  საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ვმართავთ მკითხველის კონკურსს. ერთხელ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გრანტიც მოვიპოვეთ და მისი მეშვეობით, კონკურსი ზუგდიდში, ფოთში, მარტვილსა და არასრულწლოვანთა კოლონიაში გავმართეთ.

სად და როგორ შეიძლება გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება?

 –  შექმნილი მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ლიტერატურული კლუბი, მისი სახელით ვმართავთ კონკურსებს. თუ კონკურსს ვაცხადებთ, მაშინ ვზრუნავთ საინფორმაციო უზრუნველყოფაზეც, ბუკლეტებისა და ბანერების საშუალებით. კონკურსის გამართვას ვცდილობ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია: ბიბლიოთეკებში, სამრევლოში, სამეგობრო წრეში. თავად შეჯიბრის, პრეზენტაციის, რეზიუმეს წერის ვალდებულება მეტ ინტერესს და აქტივობას სძენს ხოლმე კონკურსს. გაერთიანებულები ვართ რამდენიმე სოციალურ ჯგუფში: სამკითხველო დარბაზი, მრევლის წევრი და სამ კვირაში ერთხელ ვაწყობთ მსჯელობებს წინასწარ შეთანხმებულ წიგნებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საჯარო კონკურსებს ასე ხშირად ვეღარ ვატარებთ არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.  

ლიტერატურას რის საფუძველზე არჩევთ? აქამდე რა წიგნებზე მუშაობდნენ კონკურსანტები?

–  ლიტერატურას ვარჩევთ პოპულარობისა და ქრესტომატიულობის პრინციპით. კლასიკად აღიარებული ავტორებიცა და წიგნებიც, მადლობა ღმერთს, ბევრი გვაქვს. ძალიან  გვეხმარება სხვათა შეფასებები და რჩევები ამა თუ იმ ავტორისა და წიგნის შერჩევაში. რეგულარულად ვაკვირდები, რაზე საუბრობენ გადაცემაში „ლიტერატურული სამკუთხედი“,  რადიო გადაცემაში „წიგნები“ და სხვა. ჩვენი ყურადღების არეალში მოხვდა ისეთი ავტორები და წიგნები როგორიცაა, თომას მანის „ჯადოსნური მთა“,  ფრანც კაფკას „პროცესი“, ალბერ კამიუს „უცხო“, ლევ ტოლსტოის „ივან ილიას ძის სიკვდილი“, „ჰაჯი მურატი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“,  ჯემალ ქარჩხაძის „ანტონიო და დავითი“, ოთარ ჭილაძის „გოდორი“,  ერიკ ემანუილ შმიტის რამდენიმე წიგნი, მიშელ უელბეკი, ხალედ ხოსეინი და მრავალი სხვა.

რა პრინციპით ირჩევა ჟიური? ცვალებადია თუ მუდმივი?

–  ჟიურის ვარჩევთ კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის ნიშნით. სხვადასხვა დროს მოწვეული გვყავდნენ  ჟორჟ ეკიზაშვილი, გოგი ხოშტარია, ლევან წულაძე, დათო ტურაშვილი, ლევან გიგინეიშვილი, მანანა დუმბაძე და სხვები.

უახლოეს მომავალში თუ იგეგმება კონკურსის ჩატარება?

–  კონკურსების გასამართად ვეძებთ ფინანსებს. თავად ლიტერატურული კლუბის მუშაობა არ ჩერდება და სამ კვირაში ერთხელ გვაქვს შეკრებები უზნაძის ქუჩაზე, მთავარანგელოზის ტაძართან არსებულ საგანმანათლებლო ცენტრში. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აქტიურუბა მხოლოდ წიგნების კითხვით არ შემოიფარგლება, ვუყურებთ და განვიხილავთ საინტერესო ფილმებს, თვალს ვადევნებთ სამეცნიერო სიახლეებს, ერთმანეთს ვეხმარებით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და ვცდილობთ, ყველა პროგრამული შესაძლებლობა გამოვიყენოთ ცოდნის მისაღებად და გასაზიარებლად.

კმაყოფილი ხართ თუ არა მონაწილეთა აქტივობით და აქამდე ჩატარებული კონკურსების შედეგებით? 

–  კონკურსების შედეგებით კმაყოფილი არ ვარ, სამუშაო ნამდვილად ბევრია. არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც, მინდა, მეტი ინტერესი ჰქონდეთ ლიტერატურისადმი და ლიტერატურული ტექსტი ჩართონ თავიანთ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, გაამდიდრებს მათ ამ გამოცდილებით და ცხოვრების გზას შეუმსუბუქებს.

მარიამ ქალებაშვილი

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016“ წარადგინა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „გალერია თბილისი“ საერთაშორისო გამოფენაზე “MAPIC 2016“ წარადგინა

9 years ago
“ტკბილად დავიწყეთ და მწარედ დავამთავრეთ… ციდან მხოლოდ შენი პატარები დაიცავი” – გარდაცვლილი გოგონას მეუღლის ემოციური სიტყვები

“ტკბილად დავიწყეთ და მწარედ დავამთავრეთ… ციდან მხოლოდ შენი პატარები დაიცავი” – გარდაცვლილი გოგონას მეუღლის ემოციური სიტყვები

1 year ago
კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი

2015 წლის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399 ბოთლი ღვინო

10 years ago

პროფესიულ სასწავლებლებში, წელს წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა მოსწავლემ შეიტანა განაცხადი

9 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by