• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროექტი SKYE CLUB – მსოფლიოს 18 ქვეყნის შემდეგ საქართველოშიც ხორციელდება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
პროექტი SKYE CLUB – მსოფლიოს 18 ქვეყნის შემდეგ საქართველოშიც ხორციელდება
10
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალგზრდების ცნობიერების ასამაღლებლად საჭიროა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიღება. არაფორმალური სწავლებისთვის სხვადასხვა ტრენინგებსა თუ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა აუცილებელი. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამგვარი განათლების მისაღებად შექმნილი ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა.

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE CLUB) არის ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც კვირაში ერთხელ, 2-3 საათით იკრიბებიან, რათა ერთად ისწავლონ და  იზრუნონ თავიანთ თემზე. კლუბებს  არჩეული მოხალისე SKYE კლუბის ლიდერები ხელმძღვანელობენ.  ისინი სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას იყენებენ, რათა კლუბის წევრებს აქტიური მოქალაქის, ლიდერობის,  შრომისუნარიანობისა და მეწარმეობის სფეროში უნარების გამომუშავებაში დაეხმარონ.

„სქაი კლუბს“ თავისი ფასილიტატორი ჰყავს, რომლის მოვალეობა მოხალისე SKYE კლუბის ლიდერების შერჩევა, მომზადება, ინსტრუქციების მიცემა და მათ მიერ ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარებასა და ახალგაზრდების  კლუბის გაზრდაში  მხარდაჭერაა. „თბილისი თაიმსს“ პროექტზე დეტალურად „სქაი კლუბის“ ფასილიტატორი, დავით დაიაური ესაუბრა:

მოგვიყევით „სქაი კლუბის“ შესახებ…

 – „სქაი კლუბი“  წელიწად ნახევრიანი პროექტია, დროის ამ პერიოდში  SKYE კლუბები ერთად მუშაობენ თემის პრობლემებისა და ბაზრის შესაძლებლობების განსაზღვრაზე და ამ გამოვლინებების  საპასუხოდ შემდგომ გეგმავენ და ახორციელებენ თემის მომსახურებისა და სოციალური მეწარმეობის პროექტებს.  ყოველი პროექტი უფრო და უფრო კომპლექსურია, უფრო ღრმად წვდება თემის პრობლემებს და  უფრო მეტ ლიდერობას, პროექტის მართვის უნარებსა და ბიზნესის განვითარების საზრიანობას მოითხოვს. ეს პროექტები SKYE კლუბის ძირითადი სასწავლო ინსტრუმენტია და სხვადასხვა მიზანს ემსახურება:

  • თემში სოციალური ცვლილებების შემოტანას;
  • შეხვედრებისას ნასწავლი ახალი ცოდნისა და ცხოვრებისეული უნარების გამოყენებას.

 პროექტის განხორციელების იდეა საიდან წამოვიდა, უცხოური ანალოგები თუ არსებობს?

– პროექტის განხორცილების ინიციატივა  World Vision Georgia-ს მხრიდან  წამოვიდა. „ვორლდ ვიჟენი“ არასამთავრობო ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც ძალიან ბევრ კარგ პროექტს აფინანსებს.  უშუალოდ პროგრამა World Vision-ის მიერ შემუშავებულია რუმინეთში და  New Horizen Foundation-თან თანამშრომლობითაა დაფუძნებული. აღნიშნული პროექტი  მსოფლიოს 18 ქვეყანაში ფუნქციონირებს, საქართველო ამჟამად მე-19 ქვეყანაა.  პროექტის საქართველოში დაფუძნებაზე მუშაობა  წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა  და უშუალოდ სამუშაო შეხვედრები  2016 წლის დეკემბრის პირველი რიცხვიდან.დაიწყო. ეს არის „ვორლდ ვიჟენის“ მიერ მოზიდული ფონდებით დაფინანსებული პროექტი, რომელსაც რეალიზებაში პარტნიორობას  პატრიარქის ფონდი უწევს.

მონაწილეებს რა კრიტერიუმებით არჩევთ, რაიმე შეზღუდვები თუ მოქმედებს (მაგ: ასაკობრივი ზღვარი)?

– SKYE კლუბი ძირითადად  10-26 წლის ახალგაზრდებისგან შედგება.

ამ პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ყოველივე სრულიად უფასოდ მიმდინარეობს და შერჩევის პრინციპი  ღიაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი  მსურველთა რეალური მოტივაცია და  ამ პროგრამით დაინტერესებაა. პროექტში მთლიანობაში 80 ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას.

„სქაი კლუბის“ შეხვედრების ადგილი როგორ შეირჩა? პროექტი მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება თუ მის ფარგლებს გარეთაც?

 – კლუბების შექმნა თავიდან მხოლოდ თბილისში მოიაზრებოდა და  მისი  რეგიონებში გატანა შემდგომ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პატრიარქის ფონდის დირექტორმა,  ბ-ნმა ლაშა ჟვანიამ გურჯაანში ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა იქ მოქმედი მამა ილიასთვის ამ პროექტის გაკეთება შეეთავაზებინა, რადგან მამა ილიას  ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტის მოწყობაში გამოცდილება უკვე ჰქონდა. ასე დაემატა კიდევ ერთი კლუბი და ჩამოყალიბდა თბილისში 3 და 1 კლუბი გურჯაანში. თბილისის კლუბების შეხვედრები პატრიარქის ფონდის ოფისში იმართება.


რა არის „სქაი კლუბის“ მთავარი მიზანი, რა მოლოდინები გაქვთ?

– მიზანი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა  გაიზარდოს  და აღნიშნული პროგრამით სხვა რეგიონებშიც დაინტერესდნენ. „სქაი კლუბის“ (SKYE CLUB) მეშვეობით 80 ახალგაზრდა ადგილობრივი ბაზრის დინამიკას შეისწავლის  და  ცოდნით, უნარებით, გამოცდილებითა და კონტაქტებით აღიჭურვება, რათა დასაქმდნენ ან დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროექტი ერთჯერადი სახისაა თუ მომდევნო წელსაც გაგრძელდება? 

 – მართალია პროექტი წელიწად ნახევრიანია, მაგრამ დიდი სურვილი და რწმენა გვაქვს, რომ მომდევნო წელსაც გაგრძელდება და აღნიშნული პროგრამის ქვეყნის სხვა რეგიონებში გავრცელებასაც მოვახერხებთ. მხოლოდ თვენახევარია რაც  უშუალოდ აქტივობები დავიწყეთ და უკვე ვთვლით, რომ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. გვჯერა, ასეთი ტემპებით მოვახერხებთ და საქართველოში არსებულ ინსტიტუციებს თუ ორგანიზაციებს დავარწმუნებთ მის მნიშვნელობასა  და აუცილებლობაში. გვსურს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებშიც მიეცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აითვისონ პროგრამის მიერ შეთავაზებული სარგებელი, რომელიც უშუალოდ მათთვის და ზოგადად იმ საზოგადოებისთვის კეთდება, რომელისთვისაც შემდგომ  სარგებლის მოტანა თავად უნდა შეძლონ.

„თბილისი თაიმსი“ პროექტის მონაწილეებსაც ესაუბრა. მათ საკუთარი პოზიცია და შეფასებები პროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს.

თიკო ფარეშიშვილი: ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი გვეხმარება ახალგაზრდებს, რომ ავითვისოთ საჭირო უნარ-ჩვევები და პროექტის პერიოდში გამოვიმუშაოთ, ქცევა და დამოკიდებულება ლიდერობის, კომუნიკაციისა და სოციალური ჩართულობის, რომელიც  შემდგომში ჩვენი  ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის დაგვეხმარება.

მიშო ყორშია:  „სქაი კლუბი“ (SKYE CLUB) მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დღევანდელ რეალობაში, რადგანაც კლუბი მორგებულია ახალგაზრდულ საჭირობებზე და ორიენტირებულია მათი სოციალური უნარჩვევების განვითარებაზე. ვფიქრობ, რომ კლუბის მეშვეობით უკეთ შევძლებთ საკუთარი თავის  წარმოჩენასა და  უფრო აქტიურად ჩაბმას სამოქალაქო ცხოვრებაში.

როგორც „თბილისი თაიმსთან“  საუბარში „სქაი კლუბის“  (SKYE CLUB) ლიდერებმა აღნიშნეს, მონაწილეები პირველ პროექტს თებერვლის თვეში განახორციელებენ.

ნინო ზარიძე

Share4Tweet3

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

10 years ago
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

9 years ago
„ავტო-საგზაო შემთხვევებისას ევროპაში ყველაზე მეტ მოქალაქეს ვკარგავთ“

დავით მესხიშვილი: ავტოსკოლები მართვის მოწმობისთვის თაღლითურად, ხრიკებით ამზადებენ

9 years ago
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება

7 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by