• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ბიუჯეტი სამართლიანად გადანაწილდა – ჯანდაცვის სამინისტრო

9 years ago
in საზოგადოება
A A
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესი შეცვალა. ამ ცვლილებამ ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა გამოიწვია.

ღუდუშაურის კლინიკამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შემცირებული ბიუჯეტის გამო, ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება პაციენტების მიღებას წყვეტს.

„საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N 638 დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული  სახსრების ეფექტურობის ზრდა, როგორც მწვავე ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით.  სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა. ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები“ – ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის განცხადება

რატომ შემცირდა ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი და როგორ განისაზღვრა დაფინანსების წესი, ამ და სხვა აქტუალური კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

სულ რამდენი ფსიქიატრიული განყოფილებაა საქართველოში? აქედან რამდენია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში გახსნილი?

–  „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების  მიმწოდებლია 12 სამედიცინო დაწესებულება,  მათ შორის 3 განყოფილება ფუნქციონირებდა ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში.

სტატისტიკა როგორია, ბოლო მონაცემით რამდენი ადამიანი სარგებლობს სტაციონალური მომსახურებით?

– 2016 წლის 9 თვის მონაცემებით ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების ფარგლებში მომსახურება გაეწია 4.4 ათასზე მეტ ბენეფიციარს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ღუდუშაურის კლინიკაში არსებულმა ფსიქიატრიულმა განყოფილებამ შეწყვიტა მომსახურება და ბენეფიციარების მიღება, მიზეზი ფინანსების არ ქონაა და ბიუჯეტის შემცირება სახელდება. რა ბედი ეწევათ იმ ბენეფიციარებს, ვინც კლინიკებში მკურნალობენ?

–  აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის  სტაციონარული მომსახურების ბიუჯეტი დაითვალა და გადანაწილდა  სამართლიანად. შეიცვალა დაფინანსების მექანიზმი როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული შემთხვევებისთვის. თუ რომელიმე კლინიკას არ აინტერესებს ასეთ პირობებში მომსახურების მიწოდების გაგრძელება, ეს მისი უფლებაა. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ კვლიფიციური და მაღალხარისხიან ფსიქიატრიული მომსახურება მიიღონ სხვა მიმწოდებელ დაწესებულებებში.

რატომ შემცირდა ბიუჯეტი? რა ცვლილებებია ახალ დადგენილებაში? როგორ განისაზღვრა დაფინანსების წესი?

–  წლის პროგრამის ბიუჯეტი 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 1 მილიონი ლარით, თუმცა 2016 წლის ბოლოს პროგრამის ფარგლებში დაფიქსირდა 1 500 000 ლარის დეფიციტი. 2017 წლის ბიუჯეტის ფარგლებში იგივე დეფიციტის თავიდან არიდების მიზნით,  წინასწარი ანალიზის შედეგად განხორციელდა დაფინანსების მექანიზმის ცვლილება. გადაიხედა ყველა კლინიკის ფაქტობრივი ხარჯი და მწვავე შემთხვევების ვაუჩერის ღირებულება ამის მიხედვით განისაზღვრა. პარალელურად, გაიზარდა  დაფინანსება ქრონიკული შემთხვევებისთვის.

ნინი მაზიაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

უძილობა ტვინს 4 წლით აბერებს – კვლევა

უძილობა ტვინს 4 წლით აბერებს – კვლევა

3 months ago
“მომავალი წლის ამავე სეზონზე კორონავირუსზე აღარ ვისაუბრებთ” – ევანგელოს მანოლოპულოს

“მომავალი წლის ამავე სეზონზე კორონავირუსზე აღარ ვისაუბრებთ” – ევანგელოს მანოლოპულოს

4 years ago
მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს

მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს

4 years ago
პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა

პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა

8 months ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by