• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას?

9 years ago
in რჩევები, საზოგადოება
A A
რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას?
16
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის გარეგნობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება თმა ჩაითვალოს. თმის ფორმა, ფერი  თუ სტრუქტურა  უმრავლესობისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ თმას ქალები მეტად უვლიან, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არასწორი მოვლით თმის სტრუქტურა შესაძლოა საგრძნობლად დაზიანდეს. რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით  თმის მოვლაზე ნაკლებად ზრუნავენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თმასთან დაკავშირებული პრობლემები მათ არა ნაკლებ ადარდებთ.

ამ პრობლემებს შორის კი უპირველესი ალოპეციაა (თმის ნაწილობრივი ან სრული ცვენა უმეტესად თავის მიდამოში, იშვიათად სხვა ადგილებში), თმის ცვენის პრობლემებს თანამედროვე დერმატოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია. საქართველოში, ამ მხრივ, საკმაოდ რთული ვითარება. თმის ცვენის პრობლემა მამაკაცების დიდ ნაწილს აღენიშნება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ შესაძლოა პროცენტულად უფრო ნაკლებ, მაგრამ ალოპეციის პრობლემას მდედრობითი სქესის წარმომადგენლებშიც ვხვდებით.

რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი, არის თუ არა ეს პროცესი გენეტიკასთან დაკავშირებული და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას, ამ და სხვა საკითხებზე , „თბილისი თაიმსს“  „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების“  პრეზიდენტი, ნინო ლორთქიფანიძე ესაუბრა.

პირველ რიგში მოგვიყევით  “საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების” შესახებ. რამდენი ხანია რაც ფუნქციონირებს?

 – საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება 2013 წელს ჩამოყალიბდა. მისი მიზანია თმის პრობლემით დაავადებულ პაციენტთა პრევენციისა და მკურნალობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება,  ამგვარი პაციენტებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის საქველმოქმედო პროფესიული საკონსულტაციო დახმარების გაწევა. „საქართველოს თმის კვლევის საზოგადოება“ ხელს უწყობს სპეციალისტ-ტრიქოლოგთა (ტრიქოლოგია-დერმატოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც თავის თმიანი არის პათოლოგიებს შეისწავლის) პროფესიული დონის ამაღლებას სპეციალური ტრეინინგების გზით, როგორცსაქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მომართვიანობა როგორია? ასაკობრივი ზღვრის შესახებ რას გვეტყვით? პროცენტულად რომელი სქესი ჭარბობს და როგორ ფიქრობთ რატომ?

– დერმატოლოგიურ და სამკურნალო-ესთეტიკურ დაწესებულებებში მომართავისას პაციენტების 8%-ი თმის ცვენის პათოლოგიაზე მოდის.  თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა და ამისთვის ექიმს არ მიმართავენ. ზუსტი სტატისტიკა იმის, თუ რომელი სქესის მომართვიანობა ჭარბობს, არ არსებობს. თმის ცვენის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მთლიანობაში კი ალოპეციის დიაგნოზით, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები და ბავშვები თანაბრად მოგვმართავენ.

ყველაზე გავრცელებული თმის ცვენის ფორმაა– ანდროგენული ალოპეცია, რომელიც 70 წლის ასაკისთვის მამაკაცების 80%-ს  და ქალების 42%-ს აწუხებს.  ხშირად, დაავადების პირველი ნიშნები მამაკაცებში თავს  თინეიჯერობის ასაკში იჩენს, ხოლო ქალებში, დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინება, როგორც თინეიჯერობის, ასევე პოსტმენოპაუზის დროს ხდება.

თმის ცვენის მიზეზი რა შეიძლება იყოს? გენეტიკასთან უფრო მეტადაა კავშირში თუ თმის სტრუქტურაზეა დამოკიდებული?

– არსებობს თმის ცვენის უამრავი ფორმა, ისევე როგორც, არსებობს მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი. ალოპეცია შეიძლება იყოს ცალკე დაავადება და ეს დაავადებები იყოფა ორ ჯგუფად: არანაწიბუროვანი (ანდროგენული, ბუდობრივი, დიფუზური) და ნაწიბუროვანი (პირველადი, მეორადი) თმის ცვენის პირველი ეპიზოდია ქერტლი, ქავილი, წვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თანმხლები დაავადებები (ქრონიკული, აუტოიმუნური), კვებისრეჟიმი. ამასთანავე, თმის ცვენა შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების გამოვლინება ან სინდრომი.თმის ცვენის ერთ–ერთი ძალიან ხშირი მიზეზია–სებორეული დერმატიტი, რომელიც ხალხში ქერტლის სახელით არის ცნობილი. ამასთანავე, ადამიანები  თმებს დიდ ზიანს თავად აყენებენ მუდმივი გასწორებითა და არასწორი ვარცხნილობებით. ამ ფორმის თმის ცვენას  ტრაქციული ალოპეცია ეწოდება და ის ხშირია მოცეკვავეებსა და ტანმოვარჯიშეებში.

როგორ შეიძლება ვებრძოლოთ თმის ცვენას?

 – ადამიანს ყოველდღიურად 30–დან 100 ღერამდე თმა სცვივა, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა.  თუ დაცვენილი ღერების რაოდენობა  100–ს აღემატება, მაშინ უკვე ალოპეციაზე ჩნდება ეჭვი.

ალოპეციის  დიაგნოზი ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დასვას. მან კლინიკური დათვალიერებისას პაციენტის თავის ქალის კანი და თმიანი საფარი უნდა ნახოს, ასევე სახისა და სხეულის კანის, თმების, წარბების, წამწამებისა და ფრჩხილების შეფასება და ანამნეზისდეტალური შეგროვება უნდა მოხდეს.   შემდგომ, საჭიროა  ლაბურატორიული გამოკვლევები და  დროული მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით.

 ბუდობრივი  ცვენის შესახებ რას გვეტყვით, რა იწვევს მას?

 – ბუდობრივი ალოპეციით დაავადებულთა საერთო რაოდენობა მთელ მსოფლოიში 2,2-4,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დერმატოლოგიურ პაციენტთა 0,7-3,8%–ს  ბუდობრივი ალოპეცია აღენიშნება. იგი ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად გვხვდება. პაციენთტა 60%–ს დაავადება 20 წლის ასაკამდე უვითარდება. ბუდობრივი ალოპეციის ეტიოლოგია უცნობია. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება. ბუდობრივ ალოპეციას ახასიათებს თმის არანაწიბუროვანი ტიპის ცვენა, რომელიც  დაზიანების ერთეული მრგვალი ან ოვალური ფორმის უბნების წარმოქმნიდან მრავლობითი გაერთიანებული კერების განვითარებამდე რეაგირებს. ტოტალური ალოპეციის დროს მთელ თავზე თმების სრული დაცვენა ხდება, მათ შორის წარბებსა და წამწამებზეც.  ხოლო უნივერსალური ფორმის დროს, თმა სხეულის მთელ ზედაპირზეა დაცვენილი.

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თუ ადამიანი მალე ჭაღარავდება, მას თმა არ გასცვივდება. აღიარებს თუ არა მედიცინა ამგვარ ფაქტს?

 – ჭაღარა  თმა ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანია და ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პიგმენტირებული თმა,  თუმცა,  გენეტიკას, ჰორმონებს, სტრესსა და სხვა ფაქტორებს მასზე ისეთივე გავლენა აქვთ, როგორც პიგმენტურ თმებზე.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს თმა გარკვეულ სიგრძემდე ეზრდება და შემდგომ აღარ. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი? მკურნალობა როგორ ხდება?

– თმის  ღერის სიგრძე თმის ფოლიკულის ზრდის ფაზის ანუ ანაგენის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პერიოდი, მით უფრო მეტად იზრდება თმა. აღნიშნული ფაზის ხანგრძლივობა უმეტესად  გენეტიკიტურად კონტროლდება, მაგრამ მასზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ჰორმონები, სტრესი და  სხვადასხვა მედიკამენტები. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე თმის ანაგენის ფაზა განსხვავებულია. მაგალითად: თავის მიდამოში ანაგენის ფაზა საშუალოდ 2–7 წელი გრძელდება, როცა ხელის, ფეხისა და წარბების მიდამოში ეს პერიოდი მხოლოდ 30–45 დღეა.  თუმცა, არსებობს ერთეული შემთხვევები, როცა თავის არეში თმის ანაგენის ფაზა ხელის, ფეხისა და წარბების მიდამოში არსებული თმის ანაგენის ფაზაზე გაცილებით ხანმოკლეა. ასეთ დროს თმის ღერის სიგრძე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. აღწერილია შემთხვევები, როცა აღნიშნული ფაზა 25 წელზე მეტ ხანს გრძელდება. ორივე შემთხვევა ძალიან იშვიათია.

თმის შეღებვა, ხშირი გასწორება და სხვადასხვა პროცედურები თმის ღერს  მისი სიგრძის მაქსიმუმამდე მიღწევაში ხელს უშლის, რადგან ყოველივე აღნიშნული თმის ღერის დაზიანებას  იწვევს, რის გამოც  მისი გაწყვეტა ხდება. თმის ღერის გაწყვეტას იწვევს ასევე ღერის სხვადასხვა პათოლოგიები, როგორიცაა: მონილექტრიქსი, ტრიქორექსისი და სხვა.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
ახალი ამბები

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

05/05/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ახალი ამბები

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

03/06/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026

საინტერესო

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს – კადრები ქორწილიდან

ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს – კადრები ქორწილიდან

3 years ago
“საჭესთან მე ვიჯექი, გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით” – მსახიობი ნანუკა გულუა ავტოავარიაში მოჰყვა

“საჭესთან მე ვიჯექი, გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით” – მსახიობი ნანუკა გულუა ავტოავარიაში მოჰყვა

2 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი”

ირაკლი ღარიბაშვილი: “პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი”

12 years ago
ირლანდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by