• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის წინადაცვეთა? – რელიგიური კონფესიების მოსაზრებები

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
57
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

წინადაცვეთა ერთ-ერთი უძველესი რიტუალია, რომელიც უამრავ ერში ტარდებოდა და დღემდე ტარდება. რას გულისხმობს წინადაცვეთა და როდიდან იღებს სათავეს, თუ ატარებენ ამ რიტუალს საქართველოში და რა დანიშნულება აქვს, ამ კითხვებით „თბილისი თაიმსმა“  სხვადასხვა კონფესიის წამომადგენლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. ასევე რესპოდენტებს ვკითხეთ, თუ რას ფიქრობენ ქალების წინადაცვეთაზე, რისი ფაქტებიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გამოვლინდა.

მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში ალექსი ქშუტაშვილი:

„მოგეხსენებათ, წინადაცვეთის ტრადიცია ძველი აღთქმიდან მომდინარეობს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბევრ წარმართულ რელიგიაში, მაგალითად ეგვიპტელებშიც, არსებობდა. იუდეველებში წინადაცვეთა აღთქმის ნიშანი იყო. ქრისტანული ეკლესიის დაარსების შემდეგ, მოციქულებში დაიწყო დისკუსია, თუ რამდენად საჭირო იყო რომის უზარმაზარ იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის იუდაური ტრადიციების დაცვა. მოციქულთა პირველ კრებაზე დადგინდა, რომ ძველი აღთქმის რიტუალები, და მათ შორის წინადაცვეთა, უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან იმ მიზანმა, რა მიზნითაც იუდეველები წინას იცვეთდნენ, მნიშველობა დაკარგა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქული ქრისტიანთა წინადაცვეთის წინააღმდეგი იყო, თავის მოწაფეს ტიმოთეს წინას დაუცვეთს, იმ მიზნით, რომ იუდეველებს ტიმოთე მიეღოთ, როგორც სანდო პიროვნება და მქადაგებელი იუდეველთა შორის. თავად პავლე ამბობს, უდეველებთან იუდეველი ვიყავიო, სკვითებთან – სკვითი, ელინებთან – ელინი და ა.შ., ანუ ყველას  მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრებოდა, რომ ქრისტეს სახარება მიეტანა ადამიანამდე, რომელი რჯულის, კულტურისა თუ ცნობიერებისაც არ უნდა ყოფილიყო.

საყურადღებოა ისიც, რომ კოპტები მონოფიზიტი ქრისტიანები არიან, მაგრამ მათთან მამაკაცების წინადაცვეთა ტრადიციადაა ჩამოყალიბებული. რატომ? ამის თქმა რთულია. შესაძლოა იმიტომ, რომ მუსლიმურ სამყაროში უმცირესობაში არიან  და არ სურთ ამ მხრივ რამე განსხვავება არსებობდეს. ერთი კოპტი თანაკურსელი მყავდა, ქრისტიანი, რომელმაც თქვა, რომ წინადაცვეთილი იყო და მათთან ეს ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. სხვათაშორის, ეგვიპტეში ათ მილიონზე მეტი კოპტია. შესაძლოა მათთან ამ ტრადიციას სამედიცინო ან ჰიგიენური დანიშნულებაც ჰქონდეს.

რაც შეეხება ქალთა ეგრეთწოდებულ წინადაცვეთას, ამაზე არცერთ მონოთეისტურ რელიგიაში არ არის საუბარი. თუ მამაკაცების წინადაცვეთას მათ ჯანმრთელობაზე და ლიბიდოზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ აქვს, ქალების წინადაცვეთის შედეგად ხდება ქალის ორგანიზმის დამახინჯება. მას უქვეითდება, თუ საერთოდ არ უქრება, ლიბიდო და პრაქტიკულად, ქალი მოსიყვარულე მეუღლის ნაცვლად, განაყოფიერების ობიექტად იქცევა. ანუ ქალს სქესობრივი ურთიერთობის სიხარული და მეუღლის მიმართ მიზიდულობა უქრება. ეს კი ქალის ცხოვრების, მისი ბუნების დამახინჯებაა, რაც რეალურად კრიმინალს წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე და არ შეიძლება  რაიმე გამართლება ჰქონდეს, მით უმეტეს, რელიგიური.“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ფეთვის განყოფილების თავმჯდომარე რეზო მიქელაძე:

„ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს ყველა ჩვენგანზე! ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საქართველოში ქალთა წინადაცვეთის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. წინადაცვეთა სათავეს იღებს აწ გარდასული შუამავლებიდან, განსაკუთრებით შუამავალი იბრაჰიმიდან (აბრაამი), ანუ წინდაცვეთის პრაქტიკა, მაშინაც კი არსებობდა, ვიდრე მუჰამმედს (ს.ა.ს.) შუამავლური მისია დაეკისრებოდა. იმ პერიოდისთვის, წინადაცვეთა სხვადასხვა კულტურაში, რელიგიასა თუ ეთნოსში გავრცელებული იყო როგორც ვაჟების, ასევე გოგონების შემთხვევაში.

ისლამმა ვაჟების წინადაცვეთა სავალდებულოდ დააწესა. შუამავალი მუჰამმედი ბრძანებს: „ხუთი რამ ბუნების კანონია: მათ შორის ერთ-ერთი წინადაცვეთაა“. რაც შეეხება ქალთა წინადაცვეთას, იგი წმინდა შუამავალს არ აუკრძალავს და არც დაუდგენია. ქართველ მუსლიმებში ქალების წინადაცვეთის პრაქტიკა არ არსებობს. ქალთა წინადაცვეთის პრაქტიკა ძირითადად გავრცელებულია ცხელ ქვეყნებში განურჩევლად მათი ეროვნებისა და მრწამსისა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინადაცვეთა არც ღვთისმსახურების, არც რელიგიის მიღების წინაპირობაა და არც – რელიგიური რიტუალი. ჩვენში, ქართველ მუსლიმებში, ვაჟების წინადაცვეთა გავრცელებული ფორმაა, რომლისთვისაც კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი არ არის დადგენილი, თუმცა რეკომენდირებულია შვიდი წლიდან თორმეტ წლამდე.“

 ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე:

„მამაკაცთა წინადაცვეთა, ანუ მამაკაცის ასოს კანის ბოლოს მოჭრა, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედს აქვს გაკეთებული. ამ აქტს უმეტეს წილად რელიგიური დატვირთვა აქვს, თუმცა არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წინადაცვეთა იცავს მამაკაცებს ინფექციებისაგან (მათ შორის HIV ინფიცირების რისკს ამცირებს). უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიდგომას არ იზიარებენ მსოფლიოს უდიდესი სამედიცინო ორგანიზაციები. წინადაცვეთა, როგორც რელიგიური აქტი, ძალიან ძველი რიტუალია და გვხვდება არაერთ რელიგიურ ტრადიციაში – იუდაიზმში, ისლამში, კოპტ ქრისტიანებში, ეთიოპიურ ეკლესიებში… ამ ტრადიციას იცნობდა ძველი ეგვიპტეც. ძველ აღთქმაში წინადაცვეთას პირველად ვხვდებით დაბადების წიგნში 17:10-14

„ ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა მე და თქვენს შორის და შენს მოდგმას შორის თაობიდან თაობამდე: წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. დაიცვითეთ ჩუჩის წვერი, და იყოს ეს ნიშნად აღთქმისა მე და თქვენს შორის. რვა დღისამ დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამრმა, შინ შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი თესლისაგანი. წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.“

რაც შეეხება ქალთა წინადაცვეთას, ამის შესახებ საღვთო წერილი არაფერს საუბრობს. ამ ტრადიციას თანამედროვე ენაზე ქალის გენიტალიების დასახიჩრება ქვია. UNICEF – ის 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 200 მილიონი ქალი და გოგონაა გენიტალიების დასახიჩრების მსხვერპლი.  შეცდომა იქნება, თუკი ამ პრაქტიკას რომელიმე რელიგიის მეინსტრიმ სწავლებას მივაწერთ. არც იუდაიზმი, არც ქრისტიანობა და არც ისლამი ამ პრაქტიკას არ ქადაგებს და არც საღვთო წერილებში წერია რამე, თუმცა, სამწუხაროდ, სამივე რელიგიის წიაღში (უფრო ფოლკლორულ რელიგიურ ტრადიციებში) გვხვდება ეს მავნე გამოცდილება. მამაკაცთა წინადაცვეთის ტრადიციისაგან განსხვავებით, ქალის გენიტალიების დასახიჩრებას არანაირი სამედიცინო ახსნა არ აქვს. ეს პრაქტიკა ემსახურება ქალის სექსუალობის კონტროლსა და შეზღუდვას. ჩვენი ეკლესიის პოზიცია ემთხვევა ყველა იმ საღად მოაზროვნე ადამიანის პოზიციას, რომლებიც თვლიან, რომ ქალთა წინადაცვეთა არის ქალებზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფორმა.“

“თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა – საქართველოში იუდაურ თემს, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.

მარიამ ქალებაშვილი

Share23Tweet14

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

სილვიო ბერლუსკონის 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13 years ago
„ მძიმეა, როცა შენს საყვარელ ადამიანს, ორს, შენს ლოგინში ხედავ მთლიანად შიშვლებს..“ – ქალს, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ მძიმეა, როცა შენს საყვარელ ადამიანს, ორს, შენს ლოგინში ხედავ მთლიანად შიშვლებს..“ – ქალს, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2 years ago
საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

საქართველო-ჩინეთს შორის აგრარული დარგის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება

11 years ago
კიევში კადიროვის დივერსანტების ჯგუფის ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი დააკავეს – გონჩარენკო 

კიევში კადიროვის დივერსანტების ჯგუფის ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი დააკავეს – გონჩარენკო 

4 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by