• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, February 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული ჩანთები, რომელიბიც მსოფლიოს ექვს ქვეყანაში გადის

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართული ჩანთები, რომელიბიც მსოფლიოს ექვს ქვეყანაში გადის
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს საქართველოში უამრავი მცირე თუ დიდი საწარმოა, სადაც ხელნაკეთი ნივთები მზადდება. მთავარია გქონდეს იდეა,  მცირე კაპიტალი და დიდი სურვილი დაიწყო, შექმნა და აწარმოო რაღაც ახალი, რომ შენთვის ყველა გზა ხსნილია. მოგიყვებით „გეფერინის“ ჩანთების შესახებ, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდნენ და დიდი პოპულარობაც მალე მოიპოვეს.“გეფერინი“ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ცნობადობის მიზეზი ბევრ მნიშვნელოვან დეტალზეა დამოკიდებული და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესზე. თუ თქვენ მის შეძენას გადაწყვეტთ, გეცოდინებათ, რომ ნამდვილი ხარისხის ტყავის ჩანთას შეიძენთ და თქვენს ჩანთას გარანტიის ფურცელიც მოყვება აუცილებლად. ამიტომ არ იდარდებთ თუ ჩანთა გაფუჭდება ან რაიმე დეტალი დაზიანდება, რადგან „გეფერინი“ აუცილებლად შეგიკეთებთ მათ. „თბილისი თაიმსს“„გეფერინის ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია გეფერიძე პროდუქტის დამზადების პრინციპებზე და გეგმებზე ესაუბრა.

„გეფერინის“ შექმნის ისტორიაზე რომ გვიამბოთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა გეწარმოებინათ ჩანთები?

რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეუღლეს სოფიკო ხოსიტაშვილის, მოგვივიდა იდეა, საქართველოში ისეთი რამ შეგვექმნა, რისი წარმოებაც არ ხდებოდა. ასე წამოვიდა იდეა  შეგვექმნა ქალის ჩანთები.  რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის წამოწყებას და იდეის რეალობად ქცევას, 2014 წლიდან განვახორციელეთ ჩვენი იდეა და მას  შემდეგ გავაფართოვეთ ჩანთების ბიზნესი.

საიდან მოდის ჩანთების სახელწოდება და რასთაა ის დაკავშირებული?

ჩანთების სახელწოდება, ჩვენი გვარიდან-გეფერიძეებიდან მომდინარეობს. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ ჩანთების ბრენდის სახელწოდებაც-„გეფერინი“.

რა იყო საწყისი კაპიტალი, რაც საკმარისი აღმოჩნდა ბიზნესის დასაწყებად და  ჩანთების შესაქმნელად?

თავდაპირველად, ბიზნესის წამოწყებას მცირე ინვესტიცია სჭირდებოდა. დავიწყეთ 10 000 ლარით, თუმცა დღეს საკმაოდ დიდი თანხაა ჩადებული „გეფერინის“ წარმოებში. მას შემდეგ წარმოებაც გავაფართოვეთ.

ძირითადად რა მასალას იყენებთ ჩანთების შესაქმნელად?

ჩვენ ვამზადებთ ძალიან მაღალი ხარისხის ტყავისშემცვლელ ჩანთებს და ასევე ვამზადებთ ჩანთებს უმაღლესი ხარისხის ტყავისგან. რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის ტყავისშემცვლელი ჩანთას,არსებობს ასეთი ტყავის შემცვლელი ეკოტყავი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ტყავს გამძლეობით თუ ხარისხით. განსხვავება სწორედ ესაა  თურქულ და ჩინულ ეკოტყავს შორის. თურქული ეკოტყავი გაცილებით მაღალხარისხიანია და შესაბამისად ფასი არის ხუთმაგი.  ვინაიდან საკმაოდ ძვირადღირებული მასალისგან ვაკეთებთ, ჩვენს ჩანთებს აქვს გარანტიაა. ტყავისშემცვლელ ჩანთებზე გვაქვს ექვსთვიანი, ხოლო  ტყავის  ჩანთებზე – ერთწლიანი. ნებისმიერ ჩანთას მოჰყვება გარანტია.   თუ რაიმე დაუზიანდება ნებისმიერ შემთხვევაში ვანაზღაურებთ და ვემსახურებით მომხმარებელს ძალიან კარგად. ვთქვათ, თუ დაექვემდებარება შეკეთებას შევაკეთბთ; თუ არ შეკეთდება პირველ რიგში ვთავაზობთ გადაცვლას; თუ არ მოუნდება გადაცვლა-ვუბრუნებთ უკან.„

როგორია ფასები და ხელმისაწვდომია თუ არა მისი შეძენა ყველასთვის?

მაღაზიაში სხვადასხვა ხაზი გვაქვს. გვაქვს როგორც ეკონომ ხაზი, ასევე საშუალო და ძვირადღირებული. ფასები იწყება 39 ლარიდან  359 ლარამდე მერყეობს. ფასი იმაზეც არის დამოკიდებული ხელთნაკეთია თუ დაზგაზეა დამზადებული.

გადის თუ არა თქვენი ჩანთები ექსპორტზე?

ექვს ქვეყანაში გადის ჩვენი ჩანთები და საკმაოდ მოწონებითც სარგებლობს. ამერიკა, საფრანგეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და შვედეთში გავა მარტიდან. ჩვენი პროდუქცია განსხვავებული დიზაინისგან კეთდება და ყველა აღნიშნავს მის განსხვავებულ და გამორჩეულ დიზაინს. თითოეული მოდელი განსაკუთრებული და რთულად შესასრულებელია, ამიტომ ძალიან მალე მოვიპოვეთ ჩვენი მომხმარებლების ნდობა.

ჩანთები ხელით მზადდება თუ საწარმოში იქმნება?

გვაქვს ხელთნაკეთი ჩანთებიც და  ასევე სოფელ დიღომში გვაქვს ჩვენი საწარმო, რომელიც 22 დანადგარითაა აღჭურვილი. ფაბრიკაში 12 მკერავია დასაქმებულია.

საქართველოში სად შეიძლება „გეფერინის“ ჩანთების შეძენა?

ჩვენი ჩანთები იყიდება ქ.თბილისში პეკინის N22-სა და  გლდანი მოლში. გარდა თბილისისა ჩვენ გვაქვს მაღაზია ბათუმი მოლშიც, სადაც შეიძლება „გეფერინის“ ჩანთების შეძენა.

რითი არის გამორჩეული თქვენი ჩანთები?

ძალიან განსხვავებული დიზაინია. თუ თქვენ ერთხელ მაინც ნახავთ ჩვენს ჩანთებს თავად მიხვდებით, რომ არ არის  სტანდარტული მოდელები. ასევე გამოარჩევს ის, რომ იშვიათად ვიყენებთ შავ ფერს. „გეფერინის“ ჩანთები არის ფერადი-წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, შინდისფერი. ჩვენი მოდელები ყოველთვის გამოირჩევა სხვა მოდელებისგან.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა ბიზნესის კიდევ გაფართოებას?

ჩვენ იანვრიდან დავიწყეთ საფულეების წარმოება, უკვე საქართველოში იყიდება „გეფერინის“ საფულეები. თუმცა ჯერ ექსპორტზე არ გაგვიტანია. მარტის ბოლოდან ვიწყებთ ფეხსაცმელების ხაზის წარმოებასაც.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 02/03/2026
  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს 02/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In