• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა სურვილებს ჩაუთქვამენ ბორჯომში სერაფიმის ლოდთან?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა სურვილებს ჩაუთქვამენ ბორჯომში სერაფიმის ლოდთან?
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თუ ბორჯომის ცენტრალური პარკიდან საბაგიროს პლატოზე აყვებით, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ფეხით ივლით, გზა სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერთან მიგიყვანთ. მონასტერს თუ ოდნავ გაცდებით, მარადმწვანე ხეების დაბურულ ტყეში, მწვანე სიჩუმეში აღმოჩნდებით. ამ იდუმალებაში შორიდან რამდენიმე მცირე ნაგებობას გაარჩევთ. რაც უფრო მიუახლოვდებით, ყველა ბუნდოვანი კონტური კიდევ უფრო გამკვეთრდება. შეიძლება იფიქროთ, რომ ვიღაც ქალაქის ხმაურს გამოექცა და სულიერი სიმშვიდის ძიებაში აქ დაივანა.

აქ არის ქვის პატარა ეკლესია, მოშორებით ხის მორებით აგებული ქოხი. იქვეა ჭა, საიდანაც ვერ მოიკლავთ წყურვილს და უზარმაზარი ლოდი, რომელიც ხის მოაჯირითაა გარშემოვლებული, სახურავი კი – რუსული სტილის ჯვრიანი გუმბათით შეკრული.

მთელი ეს გარემო სერაფიმ საროველის საცხოვრებლის იმიტაციას ქმნის, ტაძრის ფრესკების ერთი ციკლი კი მისი ცხოვრების ისტორიას აცოცხლებს. ხის ქოხს თუ შეაღებთ, მოგეჩვენებათ, რომ მოხუცი ზის თეთრებში გამოწყობილი და პურის ნატეხით დათვს უმასპინძლდება.

საინტერესოა ის ლოდი… გადმოცემით, სერაფიმ საროველი ამის მსგავს დიდ ქვაზე იყო მუხლმოყრილი და ღმერთს ევედრებოდა. როცა ადამიანები მოდიან, ამ ქვასთან ლოცულობენ. თუ დააკვირდებით, ლოდის ძირში უამრავ წერილს აღმოაჩენთ, სადაც ვიზიტორთა სურვილებია ჩაწერილი. ისინი სერაფიმ საროველს ღმერთთან შუამდგომლობასა და ოცნებების ასრულებას სთხოვენ. ზოგი უბრალო, უპირობო მადლიერებას გამოხატავს, ზოგიც მადლობას უხდის წმინდანს სურვილების ასრულებისთვის.

გავკადნიერდი და რამდენიმე წერილი გადავიკითხე. გარდა ქართულისა, რუსულ და ინგლისურ ენებზეც იყო დაწერილი. ვერ განვსჯით ადამიანებს მათი სურვილების მიხედვით – ზოგი პირად კეთილდღეობას, რაიმე საქმეში გამართლებას ითხოვს, ზოგი კი იმდენად ალტრუისტულია, რომ ემოციაც კი გადაგედებათ. საერთო ჯამში, აქ ყველას დარდი და სატკივარია, პირადი თუ საზოგადო, აქ იმედით ანთებული გულებია დატოვებული. გთავაზობთ რამდენიმე ჩანაწერს:

“უფალო ღმერთო! სერაფიმ საროველის სახელით გევედრები, დათოს მიეცი ჯანმრთელობა, ბედნიერება და მიეცი საქართველოში დაბრუნებისა და ბედნიერების გზა.”

“მე მინდა, რომ ძალიან კარგად ვსწავლობდე. ჩემი ოჯახი ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი, რაც კი ოცნება გვაქვს ყველა აგვსრულებოდეს.”

“დიდი მადლობა ჩემი სიხარულისთვის, ასეთი ბედნიერების მონიჭებისთვის. ვხდები მესამე შვილის დედა, თანაც ბიჭის. დიდი მადლობა ამ უზომო ბედნიერებისთვის. მშვიდობა მოგვეცი ოჯახში და მთელ საქართველოში, დამილოცე ოჯახი და ყველა კეთილის მსურველი.”

ავტორების სახელები, სქესი და ასაკი უცნობია და შესაძლოა შინაარსიდან გამომდინარე ამოიკითხოთ დედობრივი სიყვარული ან შეყვარებული ადამიანის მონატრება, მშობლის სიხარული და ბავშვური იმედები.

ვუერთდებით ამ სურვილებს და ჩვენც ვისურვებთ ვითარების იმგვარად გამოსწორებას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში, რეგიონებში გამოკეთდეს დემოგრაფიული მდგომარეობა და მიღებული განათლება გახდეს დასაქმების ეჭვგარეშე წინაპირობა.

მარიამ ქალებაშვილი

Share6Tweet4

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

თავდაცვის სექტორში ანტიკორუფციული ინდექსის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

11 years ago
გიორგი მამარდაშვილი ტრავმირებულია

გიორგი მამარდაშვილი ტრავმირებულია

2 years ago

“ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება”

11 years ago
კახა კალაძე: “ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ”

კახა კალაძე-რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა

8 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by