საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 93 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. 93 შეწყალებული მსჯავრდებულიდან 6 ქალია, ხოლო 1 არასრულწლოვანი. მათ საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ. 64 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით იმსჯელა და 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.