• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხუთი წმინდა ღამე – ყანდილის მნიშვნელობა ისლამში

9 years ago
in რელიგია
A A
ხუთი წმინდა ღამე – ყანდილის მნიშვნელობა ისლამში
9
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სიტყვა ყანდილი, სხვაგვარად კანდილი, სანთელს ნიშნავს და დაკავშირებულია ხუთ მნიშვნელოვან დღესასწაულთან: მუჰამედის დაბადება, მუჰამედის ჩასახვა, მისი ზეცაში ამაღლება, ცოდვათა მიტევების დღე და წინასწარმეტყველ მუჰამედისთვის ყურანის პირველი გამოცხადება. ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როგორც წესი, წინა ღამით იწყება, მზის ჩასვლის შემდეგ, ამიტომაც ხუთი წმინდა ღამის სახელითაა ცნობილი.

გადმოცემით, მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის მმართველი სელიმ მეორე მეჩეთების მინარეთებს სპეციალურად ამ ღამეებში სანთლებით ანათებდა, რასაც მოჰყვა სიტყვა „ყანდილის“ დამკვიდრება. ისლამური კალენდარი მთვარის ფაზების მიხედვით გამოითვლება და შესაბამისად, ზემოთ დასახელებული დღესასწაულები მოძრავია.

მუჰამედის ჩასახვას „რეღაიბ ყანდილს“ უწოდებენ. ეს დღესასწაული, ისლამური კალენდრის მიხედვით, რაჯაბის თვეში იწყება და მეტწილად მარტი-აპრილის თვეებს ემთხვევა. რეღაიბ ყანდილი არის დასაწყისი სამთვეულისა ანუ სამი წმინდა თვისა: რაჯაბის, შაბანის და რამადანისა.

რეღაიბის ღამეს, ტრადიციულად, საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიც აღნიშნავენ. წელს სამთვეულის დასაწყისი 30 მარტს იზეიმეს. მუფთმა ჰაჯი იასინ ალიევმა, თბილისის ჯუმა მეჩეთში ჩატარებული ლოცვების შემდეგ,  მუსლიმებს წმინდა ღამისა და სამთვეულის დადგომა მიულოცა. დღესასწაულთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი საზეიმო მიმართვიდან:

„ეს სამთვეული უფრო მეტი მონდომების, საკუთარ გულში ჩახედვისა და თვითშეფასების, ხელახალი განწმენდისა და სულიერად გაძლიერების დროა. სამთვეული რამადანით გვირგვინდება. ეს, სულიერებისთვის ხელსაყრელი სეზონი კიდევ ერთხელ ცხადად გვაგრძნობინებს ისლამის გზავნილს, რომელიც ღმერთის ბრძანებების მიმართ პატივისცემასა და მისი გაჩენილების მიმართ შემწყნარებლობას გვასწავლის. რეღაიბი არის საშუალება, რათა კიდევ ერთხელ გადავხედოთ მომავლის გეგმებსა და სურვილებს და ამასთანავე გავაკონტროლოთ მისწრაფებები.

დასავლურ სამყაროში ისლამოფობია კატასტროფულად იზრდება და მუსლიმური იდენტობა სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება. წინათ ისლამური სამყარო სიმშვიდის ადგილად ითვლებოდა, დღეს კი ისლამურ ქვეყნებში მტრობა, სისხლისღვრა და ნგრევა მძვინვარებს. მრავალი უდანაშაულო ადამიანი იხოცება. სხვადასხვა მიმდევრობები, ეთნიკური ქიშპი და იდეოლოგიური დაპირისპირებები უმწეო და უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს იწირავს.

რეღაიბის ღამეს, ჩემს გულს რომ მეტყველება შესძლებოდა, სუნთქვა რომ მეყოს და მთელ ქვეყნიერებაზე ხმის მიწვდენა რომ შემძლებოდა, ადამიანებს ასე მივმართავდი: გულში არსებული შუღლის, სიძულვილისა და მტრობის დაშლა და დანაწევრება, განა ატომის გახლეჩაზე უფრო შრომატევადი და ძნელია?! სიყვარულის, ძმობის და მეგობრობის აშენება უფრო ძნელია, ვიდრე უზარმაზარი ქარხნებისა, სადაც სიცოცხლის მოსასპობად იარაღს ამზადებენ?!

რეღაიბის ღამე არის დრო, როცა შემდგომი თაობებისთვის კარგი მომავლის და მათთვის საცხოვრებლად საუკეთესო პირობების დატოვებაზე უნდა ვიფიქროთ. მოდით, ყველამ ერთად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ბოროტებას ვუთხრათ „არა“ და დედამიწაზე სამართლიანობა დავამკვიდროთ. მოდით ჩვენს ცნობიერებასა და ცხოვრებაში სამართლიანობა, შემწყნარებლობა და სათნოება დავამკვიდროთ. ვიყოთ მიმტევებლები და სხვებსაც მიტევება ვასწავლოთ. ერთმანეთს მოვეფეროთ და პატივი ვცეთ. ერთიმეორე დავიცვათ და დედამიწაზე სიკეთემ იბატონოს.“

მიმართვის სრული ტექსტი: muslimgeorgia.org

მარიამ ქალებაშვილი

 

 

 

Share4Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026

საინტერესო

ფეხბურთის ფედერაციას ბევრი ვალი აქვს

ფეხბურთის ფედერაციას ბევრი ვალი აქვს

11 years ago
ვაშლოვანის ნაკრძალში, ნასვამმა მესაზღვრემ კარვებში მყოფ ტურისტებს ესროლა

ვაშლოვანის ნაკრძალში, ნასვამმა მესაზღვრემ კარვებში მყოფ ტურისტებს ესროლა

3 years ago
შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა „ფრენდს არენა“-ზე  საქართველოს დროშები გამოფინეს

შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა „ფრენდს არენა“-ზე საქართველოს დროშები გამოფინეს

8 years ago

რა პროცედურების გავლაა საჭირო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩასართავად?

13 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by