• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“Hippie”- მზესუმზირისფერი ბიზნესი

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“Hippie”- მზესუმზირისფერი ბიზნესი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მაღაზიაში შესვლისთანავე ფერადი, მხიარული ფერები მოგჭრით თვალს. ყოველთვის ხალხმრავლობაა. საყვარელი ნივთის წაღების შემდეგ, მაღაზია რამდენიმე წუთით მყიდველებისგან  იცლება  და შეგიძლიათ თვალი შეავლოთ თაროებზე განთავსებულ  ჩანთებსა თუ ფერად-ფერად სამკაულებს.თაროებიდან სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი გვიცქერის საყვარელი წარწერებით: „ეს სიყვარული შენ რომ მაჩუქე, კიდევ მინდა“, „და მე ვიღიმი… უბრალოდ ვიღიმი.“. სულ ცოტას გვერდზე თუ გავიხედავთ დავინახავთ ხელჩაკიდებულ საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც შორიდან სამუდამო მეგობრობას გვპირდებიან – „ჩვენ ვიქნებით საუკეთესო მეგობრები სიბერემდე, ვიდრე სკლეროზი არ დაგვაშორებს.. მერე კი თავიდან დავმეგობრდებით“.  შესაძლოა იქვე დაინახოთ ჩანთები და ბლოკლნოტები ინგლისური წარწერებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებას ელოდებიან –  “ Happines is only  real when shared!”, “Love is when the soul starts to sing and the flowers of your life bloom on their own”. უამრავი ნივთია, პატრონიც სხვადახვა ჰყავთ, თუმცა ყოველი მათგანის ისტორია ახალგაზრდა წყვილიდან იწყება. წყვილიდან, რომელთა მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო, ბიზნესი კი სიყვარულიდან.

ლალი თვალიაშვილი და დემეტრე მარხვაიძე სამკაულებს მინერალებისა და ყვავილებისგან ამზადებენ. ხატავენ ჩანთებს, ბლოკნოტებს  და კედლის დეკორაციებს, ხატავენ პატარა ავტომობილებზე. ახალგაზრდა წყვილი ხელნაკეთი ნივთების ბიზნესის წამოწყების იდეამდე მოგზაურობის სიყვარულმა მიიყვანა.

„მე და დემეტრემ ერთმანეთი სკოლაში, 15 წლის წინ გავიცანით. ერთად ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და ძალიან ბევრს ვფიქრობდით, ერთდ გაგვეკეთებინა მცირე ბიზნესი, რაც პოზიტიური,საინტერესო და ამავე დროს სასარგებლო იქნებოდა.  და რაც მთავარია, სიამოვნებას მოგვანიჭებდა მისი კეთება. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით, ამიტომ ხელოვნება და რაღაც ახლისა და განსაკუთრებულის შექმნა ძალიან ახლოს იყო ჩვენთან. ჩემი იდეები გავუზიარე დემეტრეს და ჩვენ ერთად დავიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა.იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანს განსაკუთრებით უყვართ მუქი ფერები, გადავწყვიტეთ გაგვეფერადებინა მათი სამოსი ჩვენი აქსესუარებით.“

ახალგაზრდების შექმნილ ბიზნესს „Hippie” ჰქვია, რაც მშვიდობასთან, ყვავილებთან და სილამაზესთან ასოცირდება.

„როდესაც ჩვენი გვერდი შეიქნა, გადავწყვიტეთ  ისეთი რაღაც ყოფილიყო ჩვენი ბრენდის სახელი რაც დაკავშირებული იქნობდა მშვიდობასთან, თავისუფლებასთან და რაც მთვარია ფერებთან.სწორედ ამის გამო შევარჩიეთ სახელი „ Hippie”. ადვილად დასამახსოვრებელია და მისი არსებობაც ყველამ იცის.“

ლალიმ და დემეტრემ საქმიანობა  პატარა მინის ქილებით დაიწყეს, რომლებიც ფერადი ბრჭყვიალებით იყო სავსე. იმდენად დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა მათ შექმნილ პირველ ნამუშევრებს, რომ წყვილმა გადაწყვიტა კიდევ რაღაც განსხვავებული შეექმნა და გააკეთეს მინის გულსაკიდები, რომლშიც იქნებოდა სხვადასხვა მცენარე.

„ყველას შეუძლია თავისი საყვარელი ყვავილი, რომელიც გარკვეულ მოგონებასთნ ასოცირდებოდა გულით ატაროს. ყელსაბამებს სულ მალე მოჰყვა ჩანთები, რომლემაც განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება მოგვიტანა.“

ახალგაზრდა წყვილის სახელოსნო მოხატული, ფერადი ავტობუსია, რომელიც ხელით მოხატეს. წყვილი ფერადი ავტობუსით ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გამოფენას, თბილისის ქუჩებს და საკუთარი ნივთებით ცდილობს გაუფერადოს მყიდველებს ცხოვრება.

 „ვიყიდეთ ძველი ავტობუსი, ძალიან ძველი და დაზიანებული. გავაკეთეთ და ყოველი კუთხე მოვხატეთ. დავდივართ სხვადასხვა ღონისძიებასა და გამოფენაზე. ასევე ზაფხულში ვგეგმავთ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქს ვესტუმროთ ჩვენი ავტობუსით და გავყიდოთ ნივთები.“

წყვილს წარმატების მიღწევასა და საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში დიდი შრომა და ენთუზიაზმი ეხმარება. „პირველ რიგში არის ბევრი შრომა. რომლის გარეშეც არაფერი არ გამოდის. სამყარო სწრაფად ვითარდება და შენც არ უნდა ჩამორჩე ცხოვრების რიტმს. ასევე მთვარია ახალი და საინტერესო იდეები და მოთმინების დიდი უნარი. უნდა გავაცნობიერეოთ, რომ უცებ ვერ მივაღწევთ დიდ წარმატებას. „

ლალი და დემეტრე საკუთარი ბიზნესიდან შემოსული თანხით ხშირად ეხმარებიან ცხოველებს და მუდმივად ზრუნავენ მათი უფლებების დასაცავად.

 

 

„არ გვინდა ცხოველის საკუთრება და უფლება შეილახოს ადამიანის მოდისა და გემოვნებისთვის. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ტყავის შემცველ ჩანთებს ვამზადებთ და არც მომავალში ვაპირებთ, რომ ტყავის ჩანთები შევკეროთ, რადგან ბოლომდე დავიცავთ ცხოველების უფლებებს.

რაც შეეხება კონკურენციასა და ფასებს წყვილი ცდილობს ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს საკუთარი პროდუქცია, იმისთვის რომ „Hippie” მხოლოდ ოცნების საგნად არ დარჩეს.

„კონკურენცია არის რა თქმა უნდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უპირატესაობა გვაქვს. თუნდაც, ჩვენს მერე დაიწყეს ჩანთების შექმნა და მოხატვა, ჩვენ ვიყავით პირველები. ასევე ჩვენი პროდუქცია განსხვავდება ფასითაც. ვინარჩუნებთ დაბალ ფასებს სხვებთან შედარებით. რადგან გვინდა რომ ხელმისაწვდომი იყოს და ყველამ შეძლოს მისი შეძენა. ჩანთის ზომიდან გამომდინარე იცვლება ჩანთის ფასებიც. პატარა ჩანთები ღირს- 25-30 ლარი. საშუალო ზომის ჩანთები -55 ლარი.  ზურგჩანთები – 65 ლარი. გვაქვს ასევე ბიჭის შედარებით დიდი ზომის ჩანთები რომელიც 85 ლარი ღირს. (სამოგზაურო). ასევე ხშირად გვაქვს ფასდაკლებებიც.“

„Hippie” -ის ნამუშევრები არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც იყიდება.

„უცხოეთის ქვეყნებშიც გადის ჩვენი ნივთები და ძირითადად ქართველი ემიგრენტები ყიდულობენ. ვაგზავნით საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და პოლონეტში. ჩვენს შესახები ფეისბუკ გვერდიდან იგებენ, გვიკავშირდება და ყიდულობენ.“

ახალგაზრდა წვილს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ, გაფართოებასა და მომავლში საკუთარი კაფეს გახსნასაც აპირებენ.

„ვგეგმავთ რომ გავფართოვდეთ, მეორე ფილიალი გავხსნათ ან არსებული გავაფართოვოთ.ძალიან გვინდა დეკორატიული ავეჯის გაკეთება, მცირე ზომის ავეჯი რომ მოვხატთ. ასევე გვინდა მოვხატოთ კერამიკის ჭურჭელი. მომავალში გვინდა, რომ გავაკეთოთ ხელნაკეთი ნივთები და კაფე. გვინდა განსხვავებული და ორიგინალური იყოს. ისეთი სხვას რომ არ გავდეს.“

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ტრეინინგი ჩაუტარა

7 years ago
სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

13 years ago

დუისში საკონტრაქტო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდების რეგისტრაცია დაიწყო

10 years ago
“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

“მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ”

10 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by