• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ კომპანიას უკანონოდ ჩამორთმეული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი დაუბრუნდება

9 years ago
in სამართალი
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიას 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ლურსმანაშვილმა პარტნიორებთან: ელზა გნოლიძესთან, ვახტანგ ჯოხაძესთან, თამაზ სიდამონიძესთან, ნოდარ მექვაბიძესთან, ვასილ ტლაშაძესა და იოსებ ტეტუნაშვილთან ერთად დააფუძნა შპს „გრანდ ემი“, რომელმაც 2006 წლის დეკემბრის თვეში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონის გზით კანონიერად შეიძინა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი. შესყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში შპს „გრანდ ემ“-მა სტადიონს საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, რომლის დანახარჯმა შეადგინა 500 000 (ხუთასი ათასი) ლარამდე.

2010 წელს, აღნიშნული სტადიონი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება და საგადასახადო შემოწმება ,,გრანდ ემი“-ს მიმართ გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, რაც არ უკავშირდებოდა გორის საფეხბურთო სტადიონის შესყიდვას, რისი კანონიერების საკითხიც გამოძიებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გამოძიების მიმდინარეობისას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების გამო სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ვახტანგ ჯოხაძე.
აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებს სამართალდამცავი ორგანოდან შეუთვალეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია დათმობდა გორის სტადიონს, მათ მიმართ არ დაიწერებოდა საგადასახადო შემოწმების აქტი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ჯოხაძეც გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან.

განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, შპს ,,გრანდ ემმა“ გორის საფეხბურთო არენა უსასყიდლოდ გადასცა გორის მუნიციპალიტეტს. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორ დღეში, ვახტანგ ჯოხაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს საპატიმროდან.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ შპს ,,გრანდ ემ“-ს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 60 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 126 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 36 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

ShareTweet

ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026
18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ახალი ამბები

18 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

02/06/2026

საინტერესო

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საფოსტო გზავნილში აღმოაჩინეს

11 years ago

ლიტვის პრემიერი: “ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება”

11 years ago
საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

8 years ago
NASA-ს დაკვირვებები არქტიკულ ოკეანეში –  ორი კლიმატური ფენომენი „ლა ნინია“ და „ელ ნინო“ დედამიწაზე

NASA-ს დაკვირვებები არქტიკულ ოკეანეში –  ორი კლიმატური ფენომენი „ლა ნინია“ და „ელ ნინო“ დედამიწაზე

8 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by