„ესპანელ ფეხბურთელებს პატივს ვცემ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი კვარას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი.
ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, ჩემი რესპექტი მათ, ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.